დეზინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემაზე გადავიდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

sdf
14.5k
VIEWS

2018 წლის 23 ნოემბერს ვებ-პორტალმა „ქართული აზრი“ რუსულენოვან „ Правда-TV ” -ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ინგლისის ყველა პრესტიჟული სკოლა განათლების „საბჭოურ“ სისტემაზე გადავიდა“. მასალაში გამოყენებულია დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრის, ჯასტინა გრინინგის BBC-სთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ის საბჭოთა განათლების უპირატესობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის საშუალო სკოლები საბჭოთა კავშირის განათლების სისტემაზე გადავიდნენ. მეტიც, ინტერვიუს თანახმად, ამ ცვლილების შემდეგ საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის შემოღება უმაღლეს სასწავლებლებშიც უნდა მოხდეს.

"

„ქართული აზრის“ მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუ ყალბია, რამდენადაც მსგავსი ინფორმაცია არც BBC-ის, არც ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის საიტზე იძებნება. ინფორმაციის პირველწყარო კი რუსულენოვანი სატირული გამოცემაა.

1.BBC-ს ვებ-გვერდზე ჯასტინა გრინინგის აღნიშნული ინტერვიუ არ იძებნება

BBC-ს ვებ-გვერდზე საბჭოთა განათლების სისტემაზე ჯასტინ გრინინგის ინტერვიუ არ იძებნება. გარდა ამისა, არცერთი დასავლური მედია აღნიშნულ ინფორმაციას არ ავრცელებს. ბრიტანეთის სკოლების საბჭოთა სისტემაზე გადასვლის შესახებ ინფორმაცია არც ბრიტანეთის განათლების სამინისტროს საიტზე იძებნება.

2. ჯასტინა გრინინგი 8 იანვრიდან განათლების მინისტრის თანამდებობას აღარ იკავებს

ჯასტინა გრინინგი 2018 წლის 8 იანვარს გადადგა განათლების მინისტრის თანამდებობიდან, რომელსაც 2016 წლიდან იკავებდა. იმავე დღეს დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრის თანამდებობაზე დემიან ჰინდსი დაინიშნა. შესაბამისად 2018 წლის ნოემბერში გრინინფი მინისტრის პოზიციიდან BBC-ის ინტერვიუს ვერ მისცემდა.

3. დიდი ბრიტანეთის განათლების სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ცნება „მეცნიერებათა კანდიდატის“ შემოღების შესახებ                                               

“ქართული აზრი” გამოგონილ ინტერვიუში ამტკიცებს, თითქოს ბრიტანეთში PHD-ის ნაცვლად გაჩნდება ორი წოდება: მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი. აღნიშნული ინფორმაციაც მცდარია, რადგანაც ამის შესახებ ბრიტანეთის ოფიციალურ წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება.

4. ინფორმაციის პირველწყარო სატირულ-იუმორისტული გამოცემაა

აღსანიშნავია, რომ იდენტური სტატია 2018 წლის 30 სექტემბერს გამოაქვეყნა რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ Панорама ”-მ. პანორამა სატირული გამოცემაა, რომელსაც აღწერაში უწერია, რომ საიტზე გამოქვეყნებული ყველა ინფორმაცია გამოგონილია.

"

იმავე ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ინგლისურ ენაზე „სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტი“(isedworld.ge) ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „isedworld.ge“ იყენებს მანიპულაციურ ფოტოს კენედის ციტატით: „საბჭოთა განათლება იყო საუკეთესო. ჩვენ ბევრი რამ უნდა ავიღოთ მისგან. საბჭოთა კავშირმა  კოსმოსურ შეჯიბრში გამარჯვება სკოლის მაგიდასთან მოიპოვა.“ მოცემული ციტატა არის ყალბი, რამდენადაც ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება მისი ინგლისური ანალოგი.

"


მოამზადა ლუსინე პიჩიკიანმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

თემატიკა: განათლება
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist