დეზინფორმაცია, თითქოს ჩინელები ნაღვარევის ისტორიულ ეკლესიას ანგრევენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

40
VIEWS

7 ივნისს, საინფორმაციო სააგენტო არტინფო-მ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს სოფელ ნაღვარევის ეკლესიას ჩინელები ანგრევენ. არტფინფო ინფორმაციას პოეტ თინათინ მღვდლიაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

არტინფო: სოფელ ნაღვარევის ეკლესიას, სადაც 300-მა არაგველმა კრწანისის ბრძოლის წინ ფიცი დადო, ჩინელები ანგრევენ. ინფორმაციას პოეტი თინათიან მღვდლიაშვილი ავრცელებს: “რა ხდება ნაღვარევში?!. რა საშიშროება ელის ეკლესიას, სადაც კრწანისის ომის 300 არაგველმა გმირმა ფიცი დადო, რომ შეეწირებოდნენ სამშობლოს? რა ესაქმებათ ჩინელებს ამ სიწმინდესთან?.. რა ღვთის რისხვაა ჩვენს თავს?!. რა ხდება?!..

აღნიშნული ცნობა ერთ წყაროზე დაყრდნობით ასევე გაავრცელეს ვებ-გვერდებმა: “პროგრესნიუსი”  და geonews.com;  ფეისბუქ გვერდმა: “ყველაფერი სამხედრო”, მამული, ენა, სარწმუნოება, იმედი+. ინფორმაცია, ასევე გავრცელდა ფეისბუკ ჯგუფებში: “მოქალაქე” არასამთავრობო ორგანიზაცია, გიორგი მარგველაშვილი გისმენთ მეგობრებო!.

'

""

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ჩინელები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის ისტორიულ ეკლესიას ანგრევენ, ტყუილია. მშენებლობა, რომელზეც წყარო საუბრობს,  ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და ნებართვის არქონის გამო ამ ეტაპზე შეჩერებულია. მშენებლობის ადგილას 2 სართულიანი სახლი იდგა, რომელიც დაანგრიეს და იმავე ადგილას ახალი 2 სართულიანი შენობა  შენდებოდა. 

მითების დეტექტორი ინფორმაციისთვის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, თენგიზ ბედოიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სახლი ტაძრიდან მინიმუმ 200 მეტრის დაშორებით შენდება და იქ ადრე 2 სართულიანი სახლი იდგა, რომელიც დაანგრიეს და ახლა ახალს აშენებენ. ტაძარს კი არანაირი საფრთხე არ ემქურება.

თენგიზ ბედოიძე: “ეკლესიიდან სადღაც 200 მეტრში შენდება 2 სართულიანი სახლი, რომლის მშენებლობაც ახლა შეჩერებულია, მაგრამ დაიწყეს მშენებლობა და შეაჩერეს ნებართვის არ ქონის გამო… ტაძრიდან ერთი 200 მეტრითაა დაშორებული.  ჩვეულებრივ ადრე იქ იდგა სახლი, რომელიც  ქართველმა იყიდა. ის სახლი დაანგრიეს და ახალს აშენებენ ისევ ორ სართულიანს. ფართით ოდნავ მოცულობით დიდს.  ტაძარს აბსოლიტურად არცერთი პროცენტით არაფერი არ ემუქრება”.

ფაქტს განცხადებით ასევე გამოეხმაურა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაც, სადაც აღნიშნულია, რომ მშენებლობა ტაძრიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით მიმდინარეობდა, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია.

 

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist