დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია ხდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

dsv
283
VIEWS

2019 წლის 10 ივლისს, ონლიან-გამოცემა “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “როდის დავარქმევთ ნამდვილ მტერს მტერს და როდის ვიქნებით ადეკვატურები ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ?”.  სტატიაში საუბარია, რომ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ყოველდღიურად ათობით დეპორტირებულ ქართველს აძევებენ, რუსეთში კი არალეგალ ქართველებს არ ეხებიან.

საქართველო და მსოფლიო, ბესო ბარბაქაძე: “ისიც ვთქვათ, რომ ყოველდღიურად საქართველოში ევროპიდან ჩამოდის ავიარეისი, რომელსაც დეპორტირებული ათეულობით ქართველი ჩამოჰყავს. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ჩვენმა პრეზიდენტმა, მერე კი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხმამაღლა გამოაცხადეს: საქართველოში ცხოვრება უსაფრთხოა, სამუშაო ადგილები თავზე საყრელიაო და დაიწყო არალეგალ ქართველებზე ნადირობა. რა თქმა უნდა, აღნიშნული მოწოდება რუსეთშიც მოისმინეს და გაიგეს, მაგრამ ადეკვატურად შეაფასეს… ისინი ლეგალ თუ არალეგალ ქართველებს არ შეეხნენ, არ გამოისტუმრეს საქართველოში…”

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს  ევროკავშირიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია ხდება, უსაფუძლოა, რადგან ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 3 თვეში ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან მხოლოდ 390 მოქალაქეა დეპორტირებული.  ბოლო 9 თვის სტატისტიკის მიხედვით კი, ბოლო პერიოდში დეპორტაციების განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში (აპრილი-ივნისი) ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოს სულ 390 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ეს ქვეყნებია: გერმანია – 96, საფრანგეთი – 72, შვედეთი – 36, შვეიცარია – 36, ავსტრია – 32, ესპანეთი – 23, იტალია – 20, საბერძნეთი – 20, პოლონეთი – 12, ისლანდია – 9, ბელგია – 8, ნიდერლანდები – 8, ნორვეგია – 4, ესტონეთი – 3, ფინეთი – 3, დანია – 2, კვიპროსი – 2, ლატვია – 1, ლუქსემბურგი – 1, პორტუგალია – 1, სლოვაკეთი – 1.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 9 თვის მონაცემებით დეპორტირებულთა რაოდენობის განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება. 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან  302 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა, 2019 წლის იანვარ-მარტში კი 370-ს.

"

ევროკავშირის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას საფუძვლად სამართლებრივი რეგულაციები, უვიზო რეჟიმის პირობებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევა უდევს.

რაც შეეხება “საქართველო და მსოფლიოს” მტკიცებას, რომ რუსეთი არალეგალ ქართველებს არ შეეხებია და არ გამოუსტუმრებია საქართველოში, შეგახსენებთ, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მასობრივი რეიდები მოაწყო. 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე გაძევების ბრძანება საქართველოს 4 634 მოქალაქის მიმართ გაიცა, რის შედეგადაც 2 380 ადამიანი  რუსეთიდან გამოაძევეს, დანარჩენებმა კი ქვეყანა სასწრაფო წესით დატოვეს. მასობრივ რეიდებსა და დეპორტაციის პროცესს საქართველოს 4 მოქალაქე შეეწირა. ქართველების წინაააღმდეგ რეიდები ხორციელდებოდა ღირსების შემლახავი, დამამცირებელი მოპყრობითა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით. 2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ სახელმწიფოთაშორის სარჩელზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” მიიღო გადაწყვეტილება 2006-2007 წლებში რუსეთიდან ეთნიკური ქართველის გამოძევებასთან დაკავშირებით. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის სახელმწიფომ ქართველების მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და რუსეთის ხელისუფლებას ქართვლებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

 

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist