დეზინფორმაცია, თითქოს ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო ორგანიზაციებს კვლევების ჩატარება ეკრძალებათ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

dr
299
VIEWS

9 მაისს, Pos TV-ს გადაცემა „მედია რენტგენი“, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გადის, სოციოლოგიური კვლევების გაყალბებას დაეთმო. წამყვანმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა  აღნიშნა, რომ ყალბი სოციოლოგიის ერთ-ერთი შემოქმედი სამოქალაქო სექტორია, ხოლო გაყალბებულ რიცხვებს  „ფეიკ ნიუსად“ მედია აქცევს. მისი თქმით, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად საარჩევნო რეიტინგებთან ერთად სხვადასხვა ანგარიშებიც გამოიყენება, რომლებსაც აქტიურად აფინანსებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ კი განაცხადა, რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ჩატარების უფლებას არ აძლევენ და რომ ეს საკითხი რეგულირებას მოითხოვს.

ვალერიან გორგილაძე, სოციოლოგი:  “არც ერთი ევროპული ქვეყანა, თავმოყვარე ქვეყანა არ ატარებინებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს. ეს არის სუვენერული დღის წესრიგი: რას იკვლევ? რისთვის იკვლევ? რატომ იკვლევ? და რა მესიჯების, რა შეტყობინებების ტრანსლირებას ახდენ, საზოგადოებისთვის. შენ უბრალოდ, ეს უნდა დაარეგულირო. (Anewcareer) შენ უნდა ჩამოართვა ლიცენზია იმას, ვისაც სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნია. უნდა აეკრძალოს, რეგულაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კვლევების ჩატარება საქართველოში.”
მედია – რენტგენი, მაესტრო
9 მაისი, 2018

მტკიცება, თითქოს ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო ორგანიზაციებს კვლევების ჩატარება ეკრძალებათ, დეზინფორმაციაა. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს, საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარების დროს პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების წესს, ასევე არჩევნების პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების გამოქვეყნებისა და გაშუქებას შეეხება.

რეალური ფაქტები

   1.ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო ორგანიზაციებს საზოგადოებრივი კვლევების ჩატარება არ ეკრძალებათ

რეგულაცია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებას უკრძალავს, არ არსებობს. კვლევებთან დაკავშირებული რეგულაციების შინაარსი მხოლოდ არჩევნების პერიოდში კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, ასევე კვლევაში მონაწილე პირების პერსონალური მონაცემების დაცულობას ეხება.

ევროკავშირის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ, როგორიცაა მაგალითად, Gallup, Pew Research Center.

   2. საერთაშორისო ორგანიზაციები NDI და IRI ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშაობენ

IRI

ამჟამად, IRI პროგრამებს ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, სლოვენიაში, ხორვატიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ალბანეთში, მაკედონიაში, ბულგარეთში ახორციელებს. ევროპაში ორგანიზაციის საქმიანობა გულისხმობს გარდამავალი დემოკრატიის მქონე ქვეყნების მხარდაჭერას და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემების ხელშეწყობას მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით. სლოვაკეთში IRI  ფართომასშტაბიან პროგრამას ახორციელებს, რომელიც ემყარება სისტემატურ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს და გულისხმობდა დემოკრატიული ძალების დახმარებას საარჩევნო სტრატეგიის განსაზღვრასა და კოალიციის ჩამოყალიბებაში, აგრეთვე, ეფექტური პოლიტიკური კამპანიების წარმოებაში.

მაგალითად, 2017 წლის 24 მაისს IRI-მ გამოაქვეყნა უნგრეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც IRI-მ საერთაშორისო კვლევით კომპანიასთან Ipsos-თან ერთად ჩაატარა.

"

NDI

NDI ევროპის 12 ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, კოსოვო,  მაკედონია, მონტენგრო, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი და სლოვაკეთი. თითოეულ ქვეყანაში NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევებს სხვადასხვა თემატიკაზე ატარებს და ეს საქმიანობა ამ ქვეყნებში კანონით აკრძალული არ არის. მაგალითისთვის, 2018 წლის აპრილში NDI-მ გამოაქვეყნა უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში ჩატარებული გამოკთხვის შედეგები, რომელიც დემოკრატიისა და პოლიტიკის მიმართ ახალგაზრდების განწყობებს ეხებოდა.

"

   3.არასამთავრობო ორგანიზაციების როლი

არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების დემოკრატიული განვთარების გზაზე მნიშვნელოვანი როლი უკავიათ, რადგან გარდა იმისა, რომ სამიზნე ჯგუფებისთვის ადვოკატირებისა და სხვადასხვა სერვისების უზრუნველყოფის ფუნქციას ასრულებენ, ისინი ხელისუფლების საქმიანობის მაკონტროლებლები ანუ watchdog-ები არიან. ერთადერთი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობა შეზღუდულია, ეს ავტორიტარული მთავრობები და დიქტატორული რეჟიმებია.

POS TV-ს შესახებ

პოს ტვ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ინტერნეტ ტელევიზიაა. 2018 წლის 1 მაისიდან, პოს ტვ-ს ოთხი გადაცემა (Night Show, მედია რენტგენი, პოლიტიკური დეტექტორი, კონსერვატორია) ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გადის. გადაცემების მომზადებაში მონაწილეობენ შალვა რამიშვილი, ნიკა ლალიაშვილი, ნუგზარ რუხაძე, ვალერიან გორგილაძე და სხვები.

თემატიკა: NGO
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: IRI, NDI
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist