დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს პარტნიორი ორგანიზაციის IPPF-ის მიზანი აივ ინფექციის გავრცელებაა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

share khalbi
295
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2019 წლის 4-10 მარტის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “წაიკითხეთ და შეძრწუნდით – ეს ქართველთა გენოციდის ოფიციალური გეგმაა!”.  ასავალ-დასავალის მტკიცებით გაეროს პარტნიორმა საერთაშორისიო ორგანიზაციამ “ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციამ” სამხრეთ აფრიკაში მოსწავლეებს დაურიგა ბუკლეტები,  რომლითაც მათ სექსუალური პარტნიორისთვის აივ ინფექციის ქონის დამალვისკენ მოუწოდებდა. სტატიის თანახმად ორგანიზაციის მიზანი ჰომოსექსუალიზმის პოპულარიზება და შიდსით დაავადებულთა რაოდენობის ზრდაა.

ასავალ-დასავალი: „არც ამერიკაში  და არც საქართველოში, პრაქტიკულად, არავინ იცის, რომ ამ „საყოველთაო სექსუალური განათლების პროგრამის“ ყველაზე დიდი და აქტიური გამავრცელებელი გაერო-სთან არსებული „მოსახლეობის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციაა“ (IPPF). ამ ორგანიზაციას მსოფლოს 170 ქვეყანაში 65 ათასი ოფისი აქვს! მაგალითდ, სამხრეთ აფრიკაში ამ ფედერაციამ მოსწავლეებისათვის გაავრცელა ბუკლეტები …. ამ ბუკლეტით „მოსახლების დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაცია“ ბავშვებს ასწავლიდა იმას, რომ „მათ აქვთ უფლება, სექსუალურ პარტნიორს არ გაუმხილონ ინფორმაცია, რომ შიდსით არიან დაავადებულები!“ ანუ ეს ორგანიზაცია სამხრეეთ აფრიკაში პოპულარიზაციას უწევს ჰომოსექსუალიზმს და მისთვის სასურველია, რაც უფრო მეტი ადამიანი დაავადდება შიდსით!…”

“ასავალ-დასავალის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გაეროს პარტნიორმა ორგანიზაციმ „ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციამ“ (IPPF) სამხრეთ  აფრიკაში მოსწავლეებს დაურიგა ბუკლეტები, რომლითაც მათ სექსუალური პარტნიორისთვის აივ ინფექციის ქონის დამალვისკენ მოუწოდებდა, ტყულია. ამ ორგანიზაციის მიზანი  სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობაა და მის მიერ მომზადებული გზამკვლევი “სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ” აივ ინფიცირებული ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და დაავადების პრევენციაზეა ორიენტირებული. გზამკვლევი  პარტნიორისათვის აივ სტატუსის “გამხელის” შესახებ რეკომენდაციებს შეიცავს.

  • IPPF-ის გზამკვლევი აივ ინფიცირებული ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და დაავადების პრევენციაზეა ორიენტირებული

“ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციის” IPPF-ის მიერ შემუშვებული გზამკლევი, რომელიც აივ ინფიცირებულებისათვის რეკომედაციებს შეიცავს, ამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. 16-გვერდიანი გზამკვლევი “სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ” ნებისმიერი აივ ინფექციის მატარებელი ადამიანისთვის ან მისი პარტნიორისთვის არის განკუთვნილი.  გზამკვლევის სამიზნე ჯგუფი კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონით არ შემოიფარგლება და მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ ახალგაზრდებს არ მოიცავს, თუმცა ეს დოკუმნეტი ორგანიზაციის ძირითად მიდგომებს ასახავს.

გზამკვლევში დეტალურად არის განხილული აივ ინფიცირებული პირის უფლებები და პასუხისმგებლობები, როგორც მისი სტატუსის, ასევე სექსუალური ცხოვრების შესახებ. გზამკვლევის მიზანია აივ ინფიცირებული ახალგაზრდების ინფორმირება უსაფრთხო და დაცული  სექსუალური კავშირის, ჯანმრთელობასა და სოციალურ სერვისებზე წვდომის შესახებ. გზამკვლევი ორიენტირებულია აივ ინფექციის მატარებელი ადამიანების სრულფასოვან ცხოვრების ხელმისაწვდომოვბაზე მათ შორის, უსაფრთხო, სრულყოფილ სექსუალური კავშირის ქონაზე.

  • IPPF-ის გზამკვლევი აივ ინფიცირებულებისათვის რეკომენდაციებს შეიცავს  პარტნოირისათვის საკუთარი სტატუსის გამჟღავნების შესახებ

გზამკვლევში განმარტებულია აივ ინფექციის მატარებელი პირის პასუხისმგებლობა მისი მოქმედი ან პოტენციური სექსუალური პარტნიორის წინაშე. მასში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ აუცილებელია ინფიცირებულის პარტნიორი ინფორმირებული იყოს მისი სტატუსის შესახებ, რათა ერთობლივად იზრუნონ უსაფრთხო და დაცულ სექსუალურ კავშირზე. თუმცა, აღნიშნულია, რომ  სტატუსის გამხელა ინფიცირებულის უფლებაა და მას შეუძლია ეს უფლება მაშინ გამოიყენოს, როცა მზად იქნება.  დოკუმენტში საკმაოდ ფართო რეკომენდაციებია აივის მატარებელს პარტნიორისათვის საკუთარი სტატუსის გამხელა როგორ, როდის და რა ვითარებაში შეუძლია. იმის გათვალისწინებით, რომ აივ სტატუსი საზოგადოებაში სტიგმებსა და დისკრიმინაციასთან არის დაკავშირებული, მისი გამხელა საკმაოდ რთული პროცესია, შესაბამისად  სტატუსის გამხელის სხვადასხვა შესაძლებლობები გზამკვლევში დეტალურად არის აღწერილი.

surati
წყარო: IPPF-ის გზამკვლევი

IPPF-ის  შესახებ

“ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაცია” (IPPF) არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და იცავს ადამიანთა უფლებას თავად აირჩიონ და დაგეგმონ ოჯახური ცხოვრება.


მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist