დეზინფორმაცია, თითქოს პედაგოგის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინის მეორე დოზა იყო

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

22
VIEWS

24 ივლისს სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კასპის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან მალევე შეუძლოდ გახდა და 5 საათში გარდაიცვალა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებში დაკონკრეტებული არ იყო, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთა გარდაცვლილმა ქალმა. ინფორმაცია გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდმა Welcome to Georgia, ინდივიდუალურმა ფეისბუქ ანგარიშებმა ბოლო ჟამის ქრისტიანები და Nina Marji. ეს უკანასკნელი თავის მხრივ თათა მურაჩაშვილს ეყრდნობოდა. მურაჩაშვილის პროფილზე კი მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.
1

მტკიცება იმის შესახებ, რომ ოლია მახარაძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შედეგად გარდაიცვალა, მცდარია. გარდაცვლილის შვილიშვილმა “ბათუმელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ ქალი გულის შეტევით 24 ივლისს გარდაიცვალა. ვაქცინის მეორე დოზა კი გაკეთებული არ ჰქონდა და მის მისაღებად დარეგისტრიებული 27 ივლისს იყო. 

ოლია მახარაძის შვილიშვილს, ნოდარ მახარაძეს, გამოცემა “ბათუმელები” დაუკავშირდა. მახარაძის ინფორმაციით, კასპის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა არაფერ შუაშია. ნოდარ მახარაძის მიხედვით, ქალის გარდაცვალების ვაქცინასთან დაკავშირება აბსოლუტურად მცდარია. ოლია მახარაძემ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 6 ივლისს მიიღო, ხოლო მეორე დოზაზე 27 ივლისს იყო რეგისტრირებული.

“მითების დეტექტორმა” საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების შესახებ გავრცელებული ყალბი ცნობები არა ერთხელ გადაამოწმა:

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist