დეზინფორმაცია, თითქოს თელ-ავივში ანტივაქსერებისთვის საკონცენტრაციო ბანაკებს აშენებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

45
VIEWS

16 მარტს ფეისბუქ-პროფილმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სამშენებლო სამუშაოები ჩანს, პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეო ისრაელის ქალაქ თელ-ავივში, იარკონის პარკშია გადაღებული და ვაქცინის მოწინააღმდეგეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობას ასახავს.

;

ვიდეოზე განთავსებული ლოგოსა და url მისამართის მიხედვით, მისი წყარო ტელეგრამის ებრაულენოვანი არხია, სახელწოდებით hasifot.

;

21 მარტის მდგომარეობით, პოსტს 44 გაზიარება აქვს.

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მიერ გავრცელებულ ვიდეო რეალურად არა ვაქცინის მოწინააღმდეგეებისთვის განკუთვნილი საკონცენტრაციო ბანაკებს მშენებლობას, არამედ სარკინიგზო მაგისტრალის პროექტისთვის კონსტრუქციების მოწყობის პროცესს ასახავს. გავრცელებული დეზინფორმაცია კომპანია NTA Metropolitan-მაც უარყო. 

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში, იარკონის პარკის სიახლოვეს სამშენებლო სამუშაოები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა არა ვაქცინის მოწინააღმდეგეებისთვის განკუთვნილი საკონცენტრაციო ბანაკების. რეალურად კომპანია NTA Metropolitan ამ ტერიტორიას სარკინიგზო მაგისტრალის პროექტისთვის ერთგვარ საორგანიზაციო სივრცედ იყენებს.

კომპანიის ვებ-გვერდზე სამუშაოების დაწყებისა და ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლო შეფერხების შესახებ განცხადება 2020 წლის 9 დეკემბერს გამოქვეყნდა.

8 იანვარს კომპანია NTA Metropolitan-მა ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, რომ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ყალბი ამბები ვრცელდებოდა. პოსტში აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიას კომპანია სარკინიგზო მაგისტრალის პროექტისთვის საორგანიზაციო არეალად იყენებს და ვაქცინის უარმყოფელებისთვის ან უცხოპლანეტელებისთვის განკუთვნილი არაა.

;

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებისა და ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების ვიდეოს  კადრების შედარებით, მარტივად დგინდება, რომ საუბარი ერთსა და იმავე ადგილზეა, რადგან უკანა ფონზე ერთნაირი შენობები ჩანს და ტერიტორიაც ერთნაირი ჯებირებითაა შემოსაზღვრული.

;

;

ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების გამოქვეყნებულ ვიდეოზე ტელეგრამის არხის, hasifot -ის ლოგოა განთავსებული, რომელზეც ინფორმაცია ებრაულ ენაზე ვრცელდება. გარდა ტელეგრამისა, იძებნება ამ სახელწოდების ვებ-გვერდი hasifot.com-იც, რომელზეც სხვა კონსპირაციული და ანტივაქსერული შინაარსის ვიდეოებიცაა განთავსებული. ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების ატვირთული ვიდეო hasifot.com-ზე 7 იანვარსაა გამოქვეყნებული.

;


არქივის ბმული: ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist