დეზინფორმაციაა, თითქოს ზაალ მიქელაძე კორონავირუსის ვაქცინის მიღების შემდეგ უგონო მდგომარეობაშია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

14
VIEWS

8 აპრილს ფეისბუქ-პროფილმა Fantina Georgian პოსტის სქრინი გამოაქვეყნა, რომლის ავტორიც გადაშლილია. პოსტში წერია, რომ 6 აპრილს აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზაალ დევაძემ ვაქცინა შვილთან ერთად გაიკეთა, რის შემდეგაც ორივე მათგანი უგონო მდგომარეობაში თბილისში გადაიყვანეს.

10 აპრილის მდგომარეობით, პოსტს 88 გაზიარება აქვს.

1

ცნობა, თითქოს აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ უგონოდაა, დეზინფორმაციაა. აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი არა ზაალ დევაძე, არამედ ზაალ მიქელაძეა. “მითების დეტექტორთან” საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მან, მისმა შვილმა და რძალმა ვაქცინა ნამდვილად გაიკეთეს, თუმცა გართულებები არ გამოვლენიათ.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მითების დეტექტორი” აჭარის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზაალ მიქელაძეს დაუკავშირდა, სატელეფონო საუბარში მან გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის მიღების შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი ან გართულება, მათ შორის ტემპერატურის მატებაც კი არ ჰქონია. მიქელაძემ აღნიშნა, რომ მისი შვილი და რძალი უმცროსი ექიმები არიან, ვაქცინა მათაც გაიკეთეს და თავს ისინიც კარგად გრძნობენ.

პოსტში აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის გვარი არასწორადაა მითითებული, 2020 წლის 31 ივლისამდე ამ თანამდებობას ზაალ მიქელაძე იკავებდა. ზაალ მიქელაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ 26 მარტს აიცრა და არა 6 აპრილს როგორც ეს პოსტშია აღნიშნული.

ზაალ მიქელაძის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნებულ პოსტებში კარგად ჩანს, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ, 26 მარტიდან დღემდე პერიოდში, მან არაერთი შეხვედრა გამართა, რაც პოსტში მოყვანილ მტკიცებას, თითქოს ის უგონოდაა, კიდევ ერთხელ აბათილებს.

2


პოსტის არქივი: Fantina Georgian


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist