დისკრედიტაცია ზურაბ გურულის წინააღმდეგ – კრიტიკა კარიერული კომპეტენციიდან რელიგიური შეხედულებებამდე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დსფ
3.4k
VIEWS

17 აპრილს აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, პროფესორმა ზურაბ გურულმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა პოსტი, საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების პრეპარატ პლაქველინით მკურნალობის შესახებ. ექიმმა გააკრიტიკა ვირუსის მკურნალობის პროტოკოლი და აღნიშნა, რომ პრეპარატ პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის. პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს ანტილიბერალური და პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდების მხრიდან ზურაბ გურულის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. გარდა მისი აკადემიური კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებისა, აქტიურად ზიარდებოდა პოსტები, რომლებიც მას ნაციონალურ მოძრაობასთან აკავშირებდა, ასევე  მისი რელიგიური შეხედულებები ეკლესიისა და რწმენის შესახებ, რაც ასევე მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

"

პროსახელისუფლებო ჯგუფები და გვერდები 

ზურაბ გურულის დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილეობდნენ პროსახელისუფლებო ჯგუფები და გვერდები, რომლებიც ექიმის პოსტს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებდნენ. მათ შორის არიან “მოგიტყანთ ოპოზიცია”,  რომელიც გურულს ნაციონალურ მოძრაობასთან აკავშირებს, “ერთიანი ნაციონალური დვიჟენია” და ”Act is stubborn • ფაქტი ჯიუტია”, რომელებიც ზურაბ გურულის მიხეილ სააკაშვილთან და სანდრა რულოვსთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ და ასევე “ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”, რომელმაც გააზიარა ზურაბ გურულის კარიკატურა წარწერით – მიშას პირადი ექიმი. აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმის მისამართით უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკაა გამოყენებული. (zolpidem tartrate)

""

'"

მადისკრედიტირებელი პოსტები ზიარდებოდა შემდეგ სახელისუფლებო ჯგუფებში: “კახა კალაძე თბილისის მერი” , “პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია”, “ბიძინა ივანიშვილის მეგობრების ფეისბუქზე”.

""

''

ონლაინ მედია

დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო ონლაინ მედიაც, მათ შორის ე.წ. კლიკბაიტ საიტი timesnews.ge, რომელმაც გამოაქვეყნა მასალა, სადაც ექიმი ზურაბ გურული საკუთარი რელიგიური შეხედულების გამო არის გაკრიტიკებული: ,,ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი და ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი ზურაბ გურული საპატრიარქოს ამუნათებს და წერს, რომ თვითმკვლელობა ცოდვა არ არის და ის სულის დაყუჩებას ემსახურება”.

მადისკრედიტირებელ მედიებს შორისაა “მარშალპრესიც”, სადაც გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: ,,სუიციდის წამახალისებელი პოსტი ზურაბ გურულისგან – ის მიიჩნევს, რომ თვითმკვლელობა ცოდვა არ არის და ეკლესიამ ის ცოდვების სიიდან უნდა „ამოიღოს“. სტატიაში აღნიშნულია, რომ გურული სუიციდის წამახალისებელი პოსტებით ,,საპატრიარქოსაც ამუნათებდა”.

ზურაბ გურულს ასევე ეხმიანება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძეც, რომლის კომენტარს ონლაინ გამოცემა tvalsazrisi.ge აქვეყნებს. მჟავანაძის პოსტს თან ერთვის ზურაბ გურულის და მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რაზეც პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ ექიმი ზურაბ გურული “ებრძვის აშშ დან საქართველოს ჯანდაცვის სისტემას და ოცნებობს მიშას დაბრუნებაზე და ჯანდაცვის მინისტრობაზე.”

"

""

ანტილიბერალი და პროსახელისუფლებო ექსპერტების კრიტიკა

ზურაბ გურულის პოსტი გააზიარეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც პროსახელისუფლებო ან ანტილიბერალური განწყობით გამოირჩევიან. ყოფილი პარლამენტარი ბიძინა გიორგობიანი ზურაბ გურულს მოიხსენიებს, როგორც “სანდრას ფინია თაღლითს” და “აშშ-ში ნაცისტური კლასტერის” წარმომადგენელს.

ზურაბ გურულს ნაციონალურ მოძრაობასთან აკავშირებს ანტილიბერალი აქტივისტი და “ქართულ მარშთან” დაკავშირებული პირი ბექა ვარდოსანიძე. ვარდოსანიძე ასევე აზიარებს ლევან ჩოთორიშვილის პოსტს, რომელშიც ექიმი გურულის კომპეტენცია ეჭვქვეშაა დაყენებული.

""

'"

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist