ედუარდ სააკაშვილის სახელით მის პოლიტიკაში მოსვლაზე გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

361
VIEWS

29 ოქტომბერს tvalsazrisi.ge-ს ავტორმა Irakli Jankarashvili ფეისბუქზე გამოაქვეყნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილის – ედუარდ სააკაშვილის ფოტო შემდეგი წარწერით: “არ გამოვრიცხავ პოლიტიკაში მოსვლას, რადგან მაქვს საკმარისი განათლება და ცოდნა”.

"
ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ გამოქვეყნებული ციტატა ყალბია. ედუარდ სააკაშვილის ამ შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება.

ჯანყარაშვილის მიერ გამოქვეყნებული ციტატა, რომლის მიხედვითაც ედუარდ სააკაშვილი პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს, ყალბია. ღია წყაროებით, სოციალურ ქსელებსა და სანდო მედიასაშუალებებში ედუარდ სააკაშვილის ამ შინაარსის განცხადება არ იძებნება.

ჯანყარაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტო 11 ოქტომბრის ვიდეოდანაა ამოჭრილი, როცა ედუარდ სააკაშვილი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა. ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და პოლიტიკაში მოსვლას არ ახსენებს.

"
ედუარდ სააკაშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებული ყალბი ცნობა 2019 წელსაც გავრცელდა. ფეისბუქ-გვერდმა “სირცხვილის კორიდორი” ედუარდ სააკაშვილის ყალბი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ის 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურებოდა და პოლიტიკაში მოსვლას აანონსებდა.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
სოციალურ ქსელში ედუარდ სააკაშვილის სახელით ყალბი განცხადება გავრცელდა

ირაკლი ჯანყარაშვილის შესახებ

ირაკლი ჯანყარაშვილი tvalsazrisi.ge-ს ავტორია, რომელიც ერთდროულად ანტიდასავლურ, პროსახელისუფლებო და შუღლის გამაღვივებელ მასალებს ავრცელებს. ის ასევე სხვა არაერთ ფეისბუქ-გვერდსა და ანგარიშს მართავს, იკვეთება მისი თანხვედრა პრორუსულ პლატფორმებთანაც, მაგალითად კრემლთან დაკავშირებულ გამოცემა News Front Georgia-სთან. ჯანყარაშვილი მხარს უჭერს კრემლისტურ პარტია “პატრიოტთა ალიანსს” და მის ლიდერს ირმა ინაშვილს. 27 ოქტომბერს ჯანყარაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ დადებითი განწყობა მხოლოდ ირმა ინაშვილისა და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აქვს.

"

ჯანყარაშვილს არაერთი ფეისბუქ-ანგარიში აქვს, მათ შორისაა ირაკლი ირაკლიირაკლი ჯანყარაშვილიირაკლი’ ირაკლიირაკლი ჯანყარაშვილიIrakli Jankarashvili. მას ყველა ანგარიშზე საკუთარი ფოტოები აქვს გამოქვეყნებული.

"

"

ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ მართული გვერდებისა და მასთან დაკავშირებული პლატფორმების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რა საერთო აქვთ Иракли Иракли-ს, ანტილიბერალურ დოქტრინას, News Front-სა და tvalsazrisi.ge-ს ერთმანეთთან?

ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
ვინ გააყალბა ირაკლი კობახიძის ციტატა?
ვინ გააყალბა სახალხო დამცველის კომენტარი “ვეფხისტყაოსნის” აკრძალვაზე?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist