ევროკავშირმა სოციალური მედიისთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ქცევის კოდექსი შეიმუშავა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

shutterstock_1075969076
127
VIEWS

2019 წლის მაისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ დეზინფორმაციიისა და ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ერთ – ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით  2018 წლის სექტემბერში ევროკომისიის ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა “ ქცევის კოდექსი ” შეიმუშავა, რომელსაც  მსხვილმა ინტერნეტ კომპანიებმა, მათ შორის Facebook-მა, Google-მა,  Twitter-მა და Mozilla-მა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი. დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად  “ქცევის კოდექსით” განისაღვრა 5 შემდეგი ძირითადი სფერო:

  • დეზინფორმაციის გამავრცელებელი ვებ-გვერდებისა და ანგარიშებისათვის რეკლამიდან ფინანსური სარგებლის მიღების ხელშეშლა და ასეთი ვებ-გვერდების  შესახებ რეკლამის დამკვეთების ინფორმირება;
  • პოლიტიკური რეკლამებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხზე  პოლიტიკური ჯგუფის ინეტესების შესაბამისი პოზიციის რეკლამირების გამჭვირვალობა;
  • ყალბი ანგარიშების გაუქმება, ანგარიშების  რეალური იდენტობებისა და ონლიან ბოტების შესახებ მომხმარებელების ინფორმირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლა;
  • მომხმარებლების  მიერ სხვადასხვა წყაროებზე და პერსპექტივებზე წვდომის ხელშეწყობა და სანდო წყაროებისათვის უპირატესობის მინიჭება;
  • დეზინფორმაციის გავრცელებისა და მისი გავლენის შესწავლის მიზნით მკვლევარებისათვის და ორგანიზაციებისათვის მონაცემების მიწოდება.

2019 წლის 29 იანვარს ევროკომისიამ  “ქცევის კოდექსის” ხელმომწრების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მსხვილ ინტერნეტ-კომპანიების მიერ  დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და პროგრესს ასახავს. ანგარიშის თანახმად:

  •  Facebook-მა საკუთარ პლატფორმაზე რეკლამის განთავსების პოლიტიკა დახვეწა და ყალბი შინაარსის რეკლამირების ასარიდებლად ახალი მექანიზმები შეიმუშავა. კომპანიამ  საზოგადოების დესტრუქციისაკენ მიმართული სენსაციური ამბებისა და ძალადობის შემცველი შინაარსის რეკლამების განთავსებაც აკრძალა. Facebook-ის პლატფორმაზე რეკლამის განთავსების ახალი  პოლიტიკის ფარგლებში პოლტიკური რეკლამის გამჭვირვალეობა გაუმჯობესდა, რასაც გვერდებისა და ანგარიშების რეალური მფლობელების ვინაობის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაჯაროებემ და მომხმარებლებისათვის მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდამაც შეუწყო ხელი.  Facebook-მა 2018 წლის მეორე და მესამე კვარტალში 1,5 მილიარდზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი გააუქმა. Facebook-ის ჯგუფი არაავთენტური, კოორდინირებულად მოქმედი ვებ-გვერდებისა და ანგარიშების გამოსავლენად მუშაობს, მათი გაუქმების მიზნით. ამასთანავე, ყალბი ინფორმაციების გამოვლენისათვის Facebook-მა ფაქტების გადამამოწმებელ (fact checking) ორგანიზაციებთან გაააღრმავა თანამშორმლობა .
  •  Google  სარეკლამო პოლიტიკას დიდ  ყურადღებას აქცევს და ცდილობს  ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ვებ-გვერდების დარეკლამება აკრძალოს, ამ მიზეზით  2017 წელს Google-მა რეკლამის განთავსებაზე 3,2 მლრდ-ჯერ განაცხადა უარი . ასევე, კომპანიამ გამჭვირვალე გახადა პოლიტიკური რეკლამა.  ევროკავშირის ქვეყნებში მომხმარებლებს ვებ-გვერდის დარეკლამების შემთხვევაში ინფორმაცია მიეწოდება და დაინტერესების შემთხვევაში რეკლამის დამკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღებაც მარტივად შეუძლიათ. . Google -მა  ფაქტების გადასამოწმებლად თანამშრომლები (fact checkers) დაიქირავა და გავრცელებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება აშშ-სა და ევროკავშირის მასშტაბით უკვე  მის საძიებო სისტემაშიც ხელმისაწვდომია. მნიშვნელოვანია, რომ Google-სა და Youtube-ის საძიებო სისტემაში უპირატესობა სანდო წყაროებს ენიჭება
  •  Twitter-ი დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რეკლამების განმათავსებლების ვინაობასა და შინაარსს ამოწმებს, მან  მომხმარებლებისათვის დარეკლამებული ე.წ. “ტვიტებისა” და ანგარიშების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია გახადა. ასევე, Twitter-ი ცდილობს დეზინფორმაციის გამავრცელებული ანგარიშებისა და სპამების აღმოჩენასა და მათ გაუქმებას. Twitter-ი საკუთარი პლატფორმის საშუალებით მედია განათლების ხელშეწყობასა და შესაბამისი რესურსების განთავსებას ცდილობს. ის დეზინფომრაციის გავრცელების საკითხებში მკვლევარებთან  თანამშრომლობს და მათ მონაცემებსაც აწვდის.
  •  Mozilla-მა თანამშრომლები დეზინფორმაციასთაან გასამკლავებლად დაიქირავა. მან მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდების ვიზიტების შესახებ მონაცემების გაცემაზე შეზღუდვები დააწესა, იმისათვის, რომ  ინფრომაცია დეზინფორმაციისა გასავრცელებლად არ იქნეს გამოყენებული.

მოამზადა ანა ჩიტალაძემ

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist