გადააქვს თუ არა COVID-19 მატარებელს?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ege
392
VIEWS

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ფოტო, რომელიც 14 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Karen Collins-მა გამოაქვეყნა, კორონავირუსზე ახალი კონსპირაციის საფუძველი გახდა. ფოტოზე გამოსახულია სარკინიგზო ტანკერი, რომელსაც COVID-19 აწერია. პირველწყაროს მითითებული აქვს, რომ ფოტო ამერიკის შეერთებულ შტატებშია გადაღებული.

"
ფოტო: Snopes.com

ფოტოს გამოყენებით გავრცელდა კონსპირაცია, რომ ტანკერს ვირუსი გადაჰქონდა, რაც იმ ყალბი ამბების გაგრძელებაა, თითქოს კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია.

გავრცელებული ფოტო Snopes-მა გადაამოწმა და განმარტა, რომ სარკინიზო ტანკერებს ამერიკული რკინიგზის ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვთ საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შეიცავს ორიდან ოთხამდე ასობგერასა და მაქსიმუმ ექვსნიშნა რიცხვს. ამერიკული ტანკერი გამოიყურება შემდეგნაირად:

"

lp[
ფოტო: Snopes.com

როგორც Snopes აღნიშნავს, ფოტომანიპულაციასთან გვაქვს საქმე, რადგან COVID-19 არ ჯდება საიდენტიფიკაციო ნომრის სტანდარტებში. ამასთანავე, აბსურდულია, რომ ვინმეს ვირუსი რკინიგზის საშუალებით შეუნიღბავი ტანკერით გადაჰქონდეს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist