გამოეხმაურა თუ არა გავრილოვი ბუბა კიკაბიძის რუსულ სიმღერას ფეისბუკზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

46
VIEWS

29 ოქტომბერს Facebook-გვერდმა „აქ საქართველოა“ გამოაქვეყნა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის Facebook-პროფილის სქრინშოტი, რომელზეც ბუბა კიკაბიძის შესახებ რუსულ ენაზე დაწერილი პოსტი ჩანს. გვერდი წერს, რომ სერგეი გავრილოვი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე” საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის მიერ “თბილისოს” ნაწილის რუსულად შესრულებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მოძმე საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის იმედს იძლევა.

srdg გამოეხმაურა თუ არა გავრილოვი ბუბა კიკაბიძის რუსულ სიმღერას ფეისბუკზე?

გავრცელებული სქრინშოტი ყალბია, გავრილოვის ციტატა კი გამოგონილი. რეალურად, სერგეი გავრილოვის Facebook-პროფილზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. 29 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციაზე ბუბა კიკაბიძის მიერ სიმღერა „თბილისოს“ ნაწილის რუსულ ენაზე შესრულებას რუსი პოლიტიკოსი არც სხვა სოციალურ ქსელებში გამოხმაურებია.

30 ოქტომბრის 17:00 საათის მდგომარეობით, სერგეი გავრილოვის Facebook-პროფილზე 29-30 ოქტომბერს სულ 4 პოსტია გამოქვეყნებული. მათგან არცერთი არ ეხება ბუბა კიკაბიძის „თბილისოს“ ნაწილის რუსულად შესრულებას,  თბილისში გამართულ აქციას ან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. მსგავსი შინაარსის პოსტი არც სერგეი გავრილოვის სხვა სოციალურ ქსელებში – ტვიტერსა და ინსტაგრამზე იძებნება.

გარდა ამისა, არცერთ პოსტს, რომელშიც სქრინშოტია ატვირთული, არ ახლავს სერგეი გავრილოვის პოსტის ბმული, რაც დამატებით ეჭვს აჩენს პოსტის ავთენტურობაში.

სერგეი გავრილოვის 29-30 ოქტომბერის პოსტები:

erd გამოეხმაურა თუ არა გავრილოვი ბუბა კიკაბიძის რუსულ სიმღერას ფეისბუკზე?rtgh 0 გამოეხმაურა თუ არა გავრილოვი ბუბა კიკაბიძის რუსულ სიმღერას ფეისბუკზე?

tphhr გამოეხმაურა თუ არა გავრილოვი ბუბა კიკაბიძის რუსულ სიმღერას ფეისბუკზე?dertphh 0 გამოეხმაურა თუ არა გავრილოვი ბუბა კიკაბიძის რუსულ სიმღერას ფეისბუკზე?

ყალბი სქრინშოტის გავრცელება

30 ოქტომბრის მდგომარეობით გვერდზე „აქ საქართველოა“ გამოქვეყნებულ პოსტს 8 გაზიარება აქვს. აღნიშნული გვერდიდან პოსტი გაზიარდა ჯგუფში წინ საქარათველო უკეთესი მომავლისაკენ !!!

იდენტური პოსტი მომხმარებელმა Irma Lekiashvili-მა ჯგუფში პროტესტი! Protest! Протест!გამოაქვეყნა, პოსტს 11 გაზიარება აქვს. აღნიშნული პოსტი მომხმარებელმა Khatuna Sakvarelidze-მ კვლავ ჯგუფში პროტესტი! Protest! Протест! შემდეგი ტექსტით გააზიარა: „გავრილოვი თქვენთანაა რუსეთუმე ნაცებოოო“. მის პოსტს 5 გაზიარება აქვს.

გარდა ამისა, მომხმარებელმა დათო არდაშელიამ იდენტური პოსტი გამოაქვეყნა ჯგუფში კახა კალაძე თბილისის მერი.

eg 4 გამოეხმაურა თუ არა გავრილოვი ბუბა კიკაბიძის რუსულ სიმღერას ფეისბუკზე?

sdphg 0 გამოეხმაურა თუ არა გავრილოვი ბუბა კიკაბიძის რუსულ სიმღერას ფეისბუკზე?

სერგეი გავრილოვის პოსტის გაყალბებული სქრინშოტი არჩევნების წინ მანიპულაციურად ვრცელდება, რათა ნაციონალური მოძრაობის აქტივობები რუსეთის დუმის დეპუტატს დაუკავშიროს.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარული სესია რუსმა დეპუტატებმა დაიკავეს. მათგანი, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი კი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერის სავარძელიდან გაუძღვა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მომხდარი გააპროტესტა, რასაც მოჰყვა “გავრილოვის ღამით” ცნობილი საპროტესტო აქციის ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშლა.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist