გამოგონილი ამბავი, თითქოს ძიძა 3 თვის ბავშვის შეჭმას ცდილობდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

share სატირა
292
VIEWS

2019 წლის 21 თებერვალს ვებ- გვერდმა Droni.ge გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ძლიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ძიძამ სამი თვის ჩვილის შეჭმა გადაწყვიტა“.  სტატიაში აღნიშნულია, რომ მისურის შტატში მცხოვრებმა 16 წლის ანა კრაჩიევამ ალკოჰოლისა და ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების გამო,  სამი თვის ჩვილი მიკროტალღურ ღუმელში შესვა, რათა შემდგომ შეეჭამა. იდენტური შინაარსის ინფორმაცია მომდევნო დღეს, 22 თებერვალს ვებ-გვერდებმა worldnewss.ge და geonewss.com გამოაქვეყნეს. სამივე გამოცემას ინფორმაციის წყაროდ ინგლისურენოვანი ვებ-გვერდი World News Daily Report-ი აქვს მითითებული.

ძიძის მიერ ჩვილის შეჭმის მცდელობაზე ინფორმაცია რეალური არ არის. მითითებული წყარო World News Daily Report სატირული გამოცემაა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოგონილ ისტორიებს აქვეყნებს. ქართულ გამოცემებს მასალაში  არ მიუთითებიათ, რომ ინფორმაცია სატირული იყო, რაც შეცდომაში შემყვანია. მეტიც, სტატიის თანმხლებ ფოტოზე არა ანა კრაჩიევი, არამედ 2016 წელს ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ქალია გამოსახული.

   1. სტატიის წყარო World News Daily Report სატირული გამოცემაა, რომელიც გამოგონილ ისტორიებს აქვეყნებს

World News Daily Report, რომელსაც ქართული საიტები წყაროდ ასახელებენ, სატირული გამოცემაა. ძიძისა და 3 თვის ჩვილის ისტორია World News Daily Report-მა 2019 წლის 22 თებერვალს გამოაქვეყნა.

"

გამოცემის მისიის განაცხადში აღნიშნულია, რომ გამოცემა: „თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას ყველა სატირული ხასიათის მქონე სტატიისა და მათი გამოგონილი შინაარსის გამო. ყველა პერსონაჟი, რომელიც ჩვენს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებშია მოყვანილი, თუნდაც ისინი რეალური ადამიანები იყვნენ, არიან გამოგონილები და ნებისმიერი მსგავსება მათსა და რომელიმე ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანს შორის, ნამდვილი სასწაულია.”

"

   2. იდენტური ინფორმაცია რუსულ ტაბლოიდებში

ძიძის და 3 თვის ჩვილის გამოგონილი ამბავი რუსულმა ტაბლოიდებმა რეალური ინფორმაციის სახით გაავრცელეს. Google-ის საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოძიების შედეგად სისტემამ არაერთი რუსული გვერდის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც ძიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

"

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი  მეთოდია. ამ მეთოდით ტაბლოიდური და პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ ისეთი მოვლენები, როგორიცაა ზოოფილია, ნეკროფილია, დასავლური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესია.

“მითების დეტექტორი” გამოგონილ ამბებზე ადრეც წერდა. ადრინდელი სატირული ამბები, რომელიც სხვადასხვა ქართულენოვანმა წყარომ რეალურად წარმოგვიჩინა ალიგატორის, მუმიის და ცვილის ფიგურების გაუპატიურებას ეხებოდა. პეტერბურგის ტროლების ქარხნის პროექტმა “ФАН”-მა კი მიგრანტის მიერ თხის გაუპატიურების ამბავი გამოიგონა.

  •  დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე;
  •  Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ.
  •  Geworld-ი მიგრანტის გაუპატიურებულ თხაზე პეტერბურგის “ტროლების ქარხნის” დეზინფორმაციას აქვეყნებს.

 

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist