გამოიგონეს თუ არა აშშ-ში კორონავირუსის წამალი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

წფწფ
182
VIEWS

19 მარტს ონლაინ გამოცემა infopostalioni.com გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “FDA-ს განცხადება: აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შეიქმნა.”  სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ–ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) გააკეთა განცხადება, თითქოს აშშ–მა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა, რომელიც მალარიის სამკურნალო მედიკამენტის ბაზაზეა დამზადებული. სტატიის თანახმად, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია NBC–იმ სპეციალურ გამოშვებაში გაავრცელა, სადაც ვიცე–პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, თითქოს პრეპარატის გამოცდა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რომ ის ნამდვილად უსაფრთხოა.

სტატიის სათაური და მისი შინაარსი მანიპულაციურია. პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) ჯერ უნდა გამოიკვლიოს, რამდენად ეფექტიანია მალარიის პრეპარატი ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ, რასაც 12-დან 18 თვემდე დასჭირდება. NBC-ის 19 მარტის სპეციალურ გამოშვებაში, ვიცე–პრეზიდენტმა პენსმა მოსახელეობას კიდევ ერთხელ შეახსენა კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები და მას დაავადების სამკურნალო პრეპარატზე არ უსაუბრია. 

2020 წლის 19 მარტს, აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან FDA–ს დაავალა, შეამოწმოს, შესაძლებელია თუ არა მალარიის პრეპარატის გამოყენება კორონავირუსთან ბრძოლაში. ტრამპის განცხადების თანახმად, ტესტირებას 12-დან 18 თვემდე დასჭირდება. FDA–ს კომისარმა სტეფან ჰანმა აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, არავის მივცეთ ცრუ იმედები“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გასულ თვეში მიუთითა, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნული პრეპარატის ეფექტიანობას დაადასტურებდა.

NBC-ის 19 მარტის სპეციალურ გამოშვებაში, რომელიც ამერიკის დროით 12:30 წუთზე გავიდა ეთერში, აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და მოსახელეობას კიდევ ერთხელ შეახსენა ის რეკომენდაციები, რომლებიც მათ კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის უნდა დაიცვან. პენსს მალარიის სამკურნალო პრეპარატზე არ უსაუბრია.

"

სტატია საილუსტრაციოდ იყენებს არა ტელეკომპანია NBC-ის, არამედ ტელეკომპანია abc-ის ფოტოს, რომელიც არ შეესაბამება სტატიაში მოცემულ ინფორმაციას, თითქოს კორონავირუსის შექმნის შესახებ პენსმა NBC–ის სპეციალური გამოშვებაში ისაუბრა.

"""

ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე დაავადებასთან დაკავშირებით ინტერნეტში უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის სამკურნალო პრეპარატებზე, რომლებიც მკითხველებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამ თემაზე წაიკითხეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული მასალები:

როგორ შეჰყავთ ქლიქბაიტ ვებ-გვერდებს მკითხველები შეცდომაში?

გამოიგონეს თუ არა ქართველმა ექიმებმა კორონავირუსის წამალი?

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist