განცხადება, თითქოს ქართველი მოსამართლეები უვადოდ ევროკავშირის მოთხოვნის გამო დაინიშნენ, მანიპულაციაა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

shutterstock_377529814 - Copy
192
VIEWS

2019 წლის 25 თებერვალს, პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემა „ღამის სტუდიაში“ განაცხადა, რომ საქართველოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა ევროკავშირის მოთხოვნაა.

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უვადოდ დანიშვნა [მოსამართლეთა] არის ევროკავშირის მოთხოვნა და აი, ვთქვათ, როდესაც პოლონეთში ამის წინააღმდეგ გაილაშქრეს ხომ? სერიოზული წინააღმდეგობა შეექმნა პოლონეთს ამის გამო და მოკლედ ძალიან გაკიცხეს და ჩვენი ხელისუფლება ძალიან ანგარიშს უწევს ამ საერთაშორისო თანამეგობრობას და ძალიან ხშირად მოქმედებს, არაქვს იმისი ე.ი. რაღაცა თავი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს და აი ამ ცდილობს რაღაცნაირად, რომ თავიდან აიცილოს აი ეს წინააღმდეგობები და…გარედან წინააღმდეგობები.“

თამარ კიკნაძის განცხადება, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნა ევროკავშირის მოთხოვნაა, მანიპულაციაა და მიზნად ისახავს, საქართველოში უვადოდ დანიშნული მომსამართლეების მიმართ საზოგადოებში არსებული პროტესტი ევროკავშირისაკენ მიმართოს.  ევროკავშირში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მათი დამოუკიდებლობისა და ავტონომის უზნრველყოფას ემსახურება, ხოლო უვადოდ გამწესებამდე კანდიდატები შერჩევის ურთულეს პროცესს გადიან, რომელმაც მათი მაღალი პოროფესიული და პიროვნული მახასაითებლები უნდა გამოავლინოს.

იურისტმა გიორგი მელაძემ მითების დეტექტორთან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ ევროკავშირის მასშტაბით მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა  მათი ავტონომიურობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.

გიორგი მელაძე, იურისტი: „მისი [მოსამართლის] გადაწყვტილებები გრძელვადიან შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იგი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის და ვერ წავა. შესაბამისად, მისთვის მიცემული კონკრეტული ვადა, რაიმე სახის პოლიტიკური ვაჭრობისთვის არ იქნება გამოყენებული და არ მოხდება მისი ტრანზიცია სხვა მიმართულებით. კანდიდატმა უნდა იცოდეს, რომ აღნიშნული პოზიცია არის მისი კარიერული განვითარების პიკი.“

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/5QnOWrwKjIs.jpg?itok=vCHLRRHs”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=5QnOWrwKjIs&feature=youtu.be”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნამდე მოსამართლეობის კანდიდატმა შერჩევის რთული პროცედურა უნდა გაიაროს. შერჩევისას მაღალ კვალიფიკაცისთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება  კანდიდატის პიროვნულ მახასიათებლებს ექცევა.

როგორც გიორგი მელაძე განმარტავს, ევროკავშრიში მოსამართლეთა შერჩევა სპონტანური პროცესი არ არის და სწორი კანდიდატის შესარჩევად მოსამრთლის პროფესიონალიზმი და ეთიკა ფასდება.

გიორგი მელაძე: „იქ [ევროკავშირში] არსებობს სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შემოწმდეს კანდიდატის ეთიკა, მორალი, წარსული. მოსამართლედ პირდაპირ არავინ ინიშნება. როგორც წესი პიროვნებას უნდა გააჩნდეს შესაბამისი გამოცდილება. კოლეგებს, პროფესიულ წრეებს გარკვეული აზრი უნდა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული მის შესახებ.“

  • გერმანია

„სასამართლოს შესახებ“ გერმანიის კანონის 75-ე მუხლი მოსამართლეების შესარჩევი კომისიისაგან წერილობითი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას მოითხოვს, რომელშიც ასახულია არჩეული კანდიდატის  პროფესიული და პიროვნული მახასიათებლები. სანამ კანდიდატი მოსამართლედ უვადოდ გამწესდება ის გამოსაცდელი ვადით ინიშნება.

  • ბელგია

ბელგიის კონსტიტუციის მე-6 თავის დებულებების თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატის თანამდებოობაზე წარდგენა სათანადოდ დასაბუთებული უნდა იყოს, ხოლო კანდიდატი  მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიკაციისა და უნარების შეფასების შემდეგ გამწესდება. თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლეებს მუშაობის პროცესში დამატებით აფასებენ.

  • ნიდერლანდები

ნიდერლანდებში მოსამართლეობის კანდიდატმა რამდენიმე ეტაპიანი ტესტირება და გასაუბრება უნდა გაიაროს, რომლებზეც სპეციალური კომისია მის პროფესიულ უნარებთან და გამოცდილებასთან ერთად მისი პიროვნებას და ამ პოზიციისათვის შესაფერისობას აფასებს. ამის შემდეგ კანდიდატი 6 წლიან მოსამზადებელ კურსს გაივლის, რომლის ბოლოსაც მან კვლავ გამოცდა უნდა ჩააბაროს.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist