გაყალბებულ ციტატას გიორგი ვაშაძის სახელით “პოლიტიკური სატირა” ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

49
VIEWS

4 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა “პოლიტიკური სატირა” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის ციტატა გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: “ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ LGBT თემის უფლებები იყოს დაცული, ასევე ვიბრძოლებთ ერთსქესიანთა ქორწინების მისაღწევად.” გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში მითითებულია, რომ ქვეყნის განვითარების ვაშაძისეული სტრატეგია სწორედ ასეთია.

;
გიორგი ვაშაძის ციტატა იმის შესახებ, რომ ის და მისი გუნდი “ერთსქესიანთა” ქორწინების მისაღწევად იბრძოლებს, ყალბია. ვაშაძის იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება არცერთ ღია წყაროში არ იძებენბა და მსგავსი განცხადების გაკეთება “მითების დეტექტორთან” კომენტარში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმაც უარყო.

არც ერთ ღია წყაროში არ იძებნება გიორგი ვაშაძის განცხადება, სადაც ამბობს, რომ ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინების დაკანონებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

2020 წლის ივნისში “ტაბულასთან” LGBT თემის უფლებების შესახებ მიცემულ კომენტარში ვაშაძემ განაცხადა, რომ უმცირესობათა დაცული უფლებები დემოკრატიის ფუნდამენტია და შესაბამისად, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის უმცირესობის უფლება იყოს დაცული, თუმცა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაპირებაზე მას არ უსაუბრია და არც კონკრეტულად LGBT თემი არ უხსენებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” ერთ-ერთია იმ 15 პარტიიდან, რომლებმაც 2021 წლის 16 მაისს ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით “თბილისი პრაიდის” მომზადებულ მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იზრუნებენ იმაზე, რომ  თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა, დაცული იყოს, ასევე პარტიები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივება და სიძულვილის ენის გამოყენება არ დაუშვებენ. თუმცა მემორანდუმში ერთნაირსქესიან ადამიანთა ქორწინების შესახებ არაფერია ნათქვამი.

მსგავსი განცხადების გაკეთება “მითების დეტექტორთან” კომენტარში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც უარყო.

პოლიტიკური სატირის შესახებ

ფეისბუქ ანგარიში “პოლიტიკური სატირა” კრემლისტურ, “პატიორტთა ალიანსის” მხარდამჭერ, ანტიდასავლურ და ასევე ოპოზიციისა და კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს.

ანგარიშის ერთ-ერთი ბოლო პოსტი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შესახებ ფეისბუქ მომხმარებლების გამოკითხვას ისახავს მიზნად.

;
ანგარიში ხშირად აზიარებს “პატიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ირაკლი ჯანყარაშვილის  ფეისბუქ პოსტებს, ასევე მისი ავტორობით კრემლისტურ გამოცემა “თვალსაზრისში” გამოქვეყნებულ მასალებს.

;;
ანგარიში ფეისბუქ მომხმარებლებს ირმა ინაშვილისა და “პატიოტთა ალიანსის” მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ასევე აქვეყნებს პოსტებს, სადაც აშშ-ს საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის დამყარებაში სდებს ბრალს.

;
“პოლიტიკური სატირა” კრიტიკული მედია საშუალებების ჟურნალისტების დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობს, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტების მხარდასაჭრად გამართულ აქციებს აკრიტიკებს.
;
ირაკლი ჯანყარაშვილი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გაყალბებულ ციტატებს საკუთარი ქსელის საშუალებით გასულ წელსაც ავრცელებდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რა საერთო აქვთ Иракли Иракли-ს, ანტილიბერალურ დოქტრინას, News Front-სა და tvalsazrisi.ge-ს ერთმანეთთან?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist