გერმანიაში არავაქცინირებულების საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანაზე დეზინფორმაცია სატირულ ვებ-გვერდზე დაყრდნობით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

41
VIEWS

4 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Giorgi Javshanashvili გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კოვიდთან საბრძოლველად “აგრესიული გეგმა” გამოაცხადა. პოსტის მიხედვით, იენს შპანს სურს, რომ ყველა აუცრელი ადამინი სპეციალურ დაცულ ბანაკებში განათავსოს, სადაც ისინი “თავიანთი ბინძური ანტი-ვაქსერული ყოფნით” არავის შეაწუხებენ. პოსტში წერია ისიც, რომ არავაქცინირებულ გერმანელებს ტანსაცმელზე ძალიან შესამჩნევი ნიშნების ტარებაც მოეთხოვებათ.

 

"
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი არავაქცინირებული მოქალაქეების საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანას გეგმავს, მცდარია. ინფორმაციის პირველწყარო სატირული გამოცემა Babylon Bee-ია, რომელიც მუდმივად გამოგონილ მასალებს აქვეყნებს. 

ამერიკულმა სატირულმა გამოცემა Babylon Bee-მ იენს შპანის განცხადების შესახებ მასალა 2021 წლის 2 დეკემებრს გამოაქვეყნა. მასალაში მოყვანილია გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის რამდენიმე გამოგონილი ციტატა, რომლებშიც თითქოს შპანი ამბობს, რომ ანტივაქსერების “ბინძურ არსებობას” ტოლერანტულად აღარ შეხვდება და სპეციალურ ბანაკებში გადაყვანის გარდა, მათ ტანსაცმელზე შესაბამისი ნიშნებიც უნდა ატარონ, რათა ხალხმა მათგან თავი შორს დაიჭიროს. Babylon Bee-ს ამავე მასალის ბოლოს ნათქვამია, რომ შპანის ინიციატივა ავსტრალიამ მოიწონა და აღნიშნა, რომ ამ მეთოდმა აბორიგენი მოსახლეობის შემთხვევაში გაამრთლა.

Babylon Bee-ს გამოგონილი მასალა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც 2 დეკემბერს გერმანიის ფედერალური მთავრობა შეთანხმდა, რომ Covid-19-ის ახალი შემთხვევების ზრდისა და ახალი ვარიანტის გამოჩენის გამო, არავაქცინირებულ მოქალაქეებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდებოდა, მათ შორის 2-ზე მეტი არავაქცინირებული მოქალაქის შეკრების აკრძალვა და უკანასკნელ ექვს თვეში ვირუსის გადატანის ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რესტორნებში, კულტურის დაწესებულებებსა და არაგადაუდებელი საჭიროების მაღაზიებში შესვლის შეზღუდვა. ამჟამად გერმანიის მოსახლეობის 68.4% სრულად ვაქცინირებულია.

Babylon Bee ცნობილი სატირული გამოცემაა, რომლის მისიის განაცხადში მითითებულია, რომ გამოცემა გამოგონილ სატირულ ინფორმაციების ქრისტიანობის, პოლიტიკისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ აქვეყნებს. “მითების დეტექტორმა” ქართულ სოციალურ ქსელში რეალური ინფორმაციის სახით გავრცელებული Babylon Bee-ს გამოგონილი ცნობები ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist