სხვადასხვა

Geworld-ის რუსული კონსპირაცია “ვირთხების მეფის” შესახებ მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტია

31 მაისი, 2018

2018 წლის 24 მაისს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” სტატია, სათაურით “ზნეობის ნგრევა და კაციჭამიობა ტექნოლოგიით “ვირთხების მეფე”  გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ გლობალურმა ძალებმა სპეციალურად ყოფილი საბჭოთა კავშირის მართლმადიდებელი ხალხებისათვის შეიმუშავეს ტექნოლოგია, სახელწოდებით “ვირთხების მეფე”, რომლის არსიც ადამიანში ზნეობისა და მორალის განადგურებაა. Geworld-ი ამის ილუსტრირებას ვირთხებზე ჩატარებული ცდების მაგალითზე ახდენს, თუ როგორ ჭამს გალიაში მყოფი ძლიერი ვირთხა თვითგადარჩენის მიზნით უფრო სუსტ არსებას.

Geworld.ge: “ამ ტექნოლოგიის მიზანია სოციალური კონსტრუქციის მთავარი კვანძების, უხილავისაფუძვლებისა და ბმულების დანგრევა, დაქუცმაცებულობის, გაუცხოების ატმოსფეროს შექმნა, როდესაც თითოეული ადამიანი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და არ არსებობს ცნება “ჩემიანი”. ამის მისაღწევად აუცილებელია, წინ წამოიწიოს რაციონალური, ამწუთიერი ეგოისტურ–პრაგმატული მოტივები და დაინგრეს ზნეობა. დანგრეული ზნეობის საუკეთესო მარკერი, მაჩვენებელია საქციელი, როცა ადამიანი ღალატობს თავისიანს.”

“ვირთხების მეფე” მორიგი რუსული კონსპირაციაა. Geworld.ge-ს სტატია წყაროს მითითების გარეშე სრულად არის ნათარგნი რუსული ვებ-გვერდებიდან. “ვირთხების მეფე” კი რეალურად 1962 წელს გამოცემული მხატვრული ნაწარმოების სათაურია,  რომლის ავტორიც ბრიტანელი მწერალი ჯეიმს კლაველია. კონსპირაციის სიუჟეტი, თუ როგორ ჭამენ ვირთხები გალიაში ერთანეთს, სწორედ ამ წიგნიდან არის აღებული.

1. “ვირთების მეფე” მხატვრული ნაწარმოებია და არა გლობალისტების მიერ შემუშავებული ტექნიკა

1962 წელს გამოშვებული წიგნი “ვირთხების მეფე” ბრიტანელ მწერალს ჯეიმს კლაველს ეკუთვნის. წიგნის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ნაწარმოების გმირები სინგაპურში ომის ტყვეების ბანაკში გადარჩენას ცდილობენ. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მეგობრებთან ერთად ვირთხების მოშენებასა და ვირთხის ხორცის საკვებად გაყიდვას გადაწყვეტენ. საბოლოოდ, ბანაკის გათავისუფლების შემდეგ, წიგნის გმირები ვირთხებს გალიებში ტოვებენ. წიგნის ბოლო სცენაში ვირთხები ერთმანეთის ჭამას იწყებენ. ყველაზე ძლიერი, რომელიც გადარჩება კი “ვირთხების მეფე” ხდება.
"

2. Geworld-მა სტატია რუსული პორტალებიან წყაროს მითითების გარეშე თარგმნა

“ვირთხების მეფის” კონსპირაცია რუსულ პორტალებზე იდენტური ტექსტით 2013 წლიდან იძებნება. განსხვავებულია პუბლიკაციების სათაურები. მაგალითად, “ვირთხების მეფე ანუ როგორ ვჭამთ ერთმანეთს”, “კაციჭამიობა ვირთხების მეფის ტექნოლოგიით” და სხვა. ერთ-ერთი უახლესი პუბლიკაცია ნიკოლაი სტარიკოვს ეკუთვნის, რომელიც მოძრაობა „ანტიმაიდანის" ერთ-ერთ ლიდერი და პარტია „ დიდებული მამულის" დამფუძნებელია. მისი დევიზია: „რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიო". ნიკოლაი სტარიკოვი თავის მხრივ წყაროდ უთითებს რუსულ პორტალს Военное Обозрение.

"

"

"


Geworld.ge

რუსული პორტალები

ვირთხების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი ხერხი დაფუძნებულია მათი თავდაცვის დარღვევა-განადგურებაზე. და, რადგან თავდაცვას საფუძვლად უდევს ზნეობრიობა, ეს ხერხი მიმართულია ზნეობის დანგრევისკენ. შეუძლებელია ერთბაშად ყველას ზნეობის დანგრევა. მისი განადგურება შეიძლება თითოეულისთვის ცალ-ცალკე, ისიც არა უცებ, არამედ თანდათანობით. ამისათვის ქმნიან პირობებს, როცა რაციონალური ლოგიკა იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას ფიზიკური გადარჩენისთვის. მთავარია, აიძულო, გადადგას პირველი ნაბიჯი _ ჩაიდინოს ისეთი საქციელი, რომელსაც აქამდე ტაბუ ედო.

Один из самых эффективных способов борьбы с крысами основан на разрушении защиты. Так как защита имеет основанием нравственность, способ в итоге основан на разрушении нравственности. Всем нельзя сломать нравственность. Можно сломать одиночке, да и то не сразу. Ломают постепенно. Для этого создают условия, когда рациональная логика приобретает решающее значение. Главное, заставить совершить первый шаг — действие, до этого находящееся под абсолютным табу.

ვირთხებსაც კი არ სურთ, იცხოვრონ სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც აგებულია ერთმანეთის წინააღმდეგ მუდმივ ომზე, რომელიც ერთ მთლიანს გლეჯსმრავალ ნაწილად. ვირთხები ადამიანებზე ჭკვიანები არიან. როცა მართებულად შიშობენ რა, რომ ეგოიზმის რაციონალური ლოგიკით მოიწამლება ვირთხების ელიტა, ტოვებენ იქაურობასდა მიდიან სხვა ადგილას.

Даже крысы не хотят жить в гражданском обществе, построенном на постоянной войне друг с другом, раздирающей единое на множественное. Крысы умнее людей. Справедливо опасаясь, что рациональной логикой эгоизма заразится крысиная элита, они уходят в другое место.

ჩვენ მიერ აღწერილი სურათი ამჟამინდელი უზნეობის მხოლოდ ფერმკრთალი ანარეკლია. სანამ ადამიანებს მართალი ჰგონიათ მოწოდებები თავისუფლებაზე, ბედნიერებასა და თანასწორობაზე, სანამ მუშაობენ “ელექტორატად”, დადიან არჩევნებზე ან მონაწილეობენ “ფერად რევოლუციებში”, ისინი, ისე, რომ ვერც კი ათვითცნობიერებენ, ქმნიან სისტემას, რომელიც შობს და ამრავლებს “ვირთხების მეფეებს”.

Пока люди принимают за чистую монету слова о свободе, счастье и равенстве, пока «работают» электоратом, ходят на выборы или участвуют в «оранжевых» революциях, они, сами того не сознавая, создают систему, плодящую «крысиных королей».