Geworld-ის რუსული კონსპირაციები სექსუალურ განათლებაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

63
VIEWS

2019 წლის 13 აგვისტოს ონლაინ-გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ”  გამოაქვეყნა სტატია სათაურით “რა გვჭირდება ახლა ჩვენ? “სულიერის თვალის ახილება”. სტატიაში სექსუალური განათლების დანერგვა სკოლებში უარყოფითად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის იმპოტენციას, მოზარდების ფეხმძიმობას, აბორტებს და ჰომოსექსუალიზმს იწვევს. ავტორის აზრით, სექსუალური განათლება უკავშირდება ინტელექტის დაქვეითებასაც.

“საქართველო და მსოფლიო”: “ფსიქოლოგებიც გვაფრთხილებენ, რომ ადრეულ ასაკში “სქესობრივი განათლება” ბავშვს ადრეული სქესობრივი ცხოვრებისკენ უბიძგებს. “სულის წარწყმედის გარდა, ამას მივყავართ იმპოტენციამდე, მოზარდების ფეხმძიმობამდე, აბორტებამდე. გარდა ამისა, ის იწვევს ინტელექტისა და შემოქმედებითი უნარების დაქვეითებას, ოჯახური ცხოვრებისადმი ფსიქოლოგიურ უუნარობას, ჰომოსექსუალიზმისადმი მიდრეკილებას.”

“საქართველოს და მსოფლიოს” სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია არ იმოწმებს არც ერთ კვლევას, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ განცხადებებს სკოლებში სექსუალური განათლებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესახებ. იდენტური დეზინფორმაციები თითქოს სექსუალურ განათლებას “სულის წარწყმედამდე”, ინტელექტის დაქვეითებამდე, იმპოტენციამდე, გახშირებულ აბორტებამდე და ჰომოსექსუალიზმამდე მივყავართ, როგორც ქართულ ისე რუსულ მედიაში უკვე წლებია ვრცელდება.

  • სექსუალური განათლების მიზნები

სექსუალური განათლების არც მიზანს და არც შედეგს არ წარმოადგენს ადამიანების დემორალიზება, იმპოტენცია, მოზარდების ფეხმძიმობა და აბორტები. ასევე, ჰომოსექსუალიზმი და შემოქმედებითი უნარების დაქვეითება არანაირ კავშირში არ არის სქესობრივ აღზრდასთან.

სექსუალური განათლება ეხმარება ახალგაზრდებს  გაზრდილი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სექსუალური განათლების დანერგვის შედეგად სექსუალური აქტივობის ზრდასა და რისკისშემცველ ქმედებებს კვლევები არ ადასტურებენ.

ამასთანავე, UNESCO-ს სახელმძღვანელოში მოცემულია არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ სექსუალური განათლების პროგრამების არარსებობა ვერ ახდენს ადრეული სექსუალური ცხოვრების დაწყების, სქესობრივი აქტების სიხშირის ან მრავალრიცხოვანი პარტნიორების პრევენციას ახალგაზრდებში.

  • ევროპის ქვეყნებში, სადაც სექსუალური განათლება დანერგილია, ორსულობის მაჩვენებელი თინეიჯერებში დაბალია

მსოფლიო ბანკის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, შვედეთი, ნიდერლანდები, ბელგია და შვეიცარია იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც 15-19 წლის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის შობადობის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დაბალია. შვეიცარიაში 15-19 წლის ყოველ 1000 ქალზე შობადობის მაჩვენებელია 2. (Modafinil) 9, ნიდერლანდებში – 3.9, ბელგია – 4.8, ხოლო იტალია – 6.1. აღნიშნულ ქვეყნებში სექსუალური განათლება სკოლებში 1970-იან წლებიდან ეტაპობრივად დაინერგა.

CXRILI

შედარებისთვის, კავკასიის რეგიონში, სადაც ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება სკოლებში არ ისწავლება, შობადობის მაჩვენებელი თინეიჯერებში საკმაოდ მაღალია. საქართველოში 15-19 წლის ყოველ 1 000 ქალზე მაჩვენებელი 46-ს უტოლდება, აზერბაიჯანში – 54, სომხეთში 23, ხოლო რუსეთში – 22.

CXRILI2

  • აბორტების რაოდენობა დასავლეთ ევროპაში რუსეთთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია

ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკების მიხედვით, 15-49 ასაკის ქალებში იტალიის (2017), შვეიცარიის (2017), ნიდერლანდების (2016) და ბელგიის (2011) აბორტების მაჩვენებელი შესაბამისად 6.2, 6.3, 8.5 და 9.3-ია.

რაც შეეხება რუსეთს, 2015 წლის მონაცემებით 15-44 ასაკის შუალედში აბორტების მაჩვენებელი 19.9-ს შეადგენს.

იდენტური კონსპირაცია რუსულ მედიაში

კონსპირაცია იმის შესახებ, თითქოს სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვა დაკავშირებულია ჰომოსექსუალიზმთან, იწვევს ინტელექტის დაქვეითებას, იმპოტენციას, მოზარდების ფეხმძიმობას და აბორტებს, Gerowld-ს რუსული pravoslavie.ru და “მისიონერულ-აპოლოგეუტირ პროექტის” საიტიდან www.k-istine.ru აქვს გადმოთარგნილი.

INFO1
“საქართველო და მსოფლიო” სექსუალური განათლების შესახებ დეზინფორმაციებსა და მანიპულაციას ადრეც ავრცელებდა. ამის შესახებ, იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაცია.

GEWOLD

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist