Geworld.ge 2018 წლის ნორვეგიის მოვლენების საილუსტრაციოდ 2016 წლის პოლონეთის აქციის ამსახველ ფოტოს იყენებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

40
VIEWS

8 ნოემბერს  ვებ-პორტალმა „საქართველო და მსოფლიო” (Geworld) გამოქვეყნა სტატია, სათაურით ,,ნორვეგიელებს ნატო-ს სწავლებები არ უნდათ”. სტატია ამტკიცებს, რომ ნორვეგიაში ნატოს წვრთნის ,,ერთიანი სამკაპი”(Trident Juncture) წინააღმდეგ აქციები გაიმართა, წვრთნის პირობითი მოწინააღმდეგე რუსეთია, ხოლო ამერიკული ბაზები ნორვეგიის ტერიტორიაზე არალეგიტიმურად არის განლაგებული. პუბლიკაციაში ასევე გამოთქმულია ეჭვი, რომ შესაძლოა წვრთნების ფარგლებში ხომალდით შესაძლოა ატომური იარაღი იყოს შემოტანილი.  სტატიას თან ერთვის ფოტო, რომელზეც 2 ადამიანს საპროტესტო სლოგანი “Nobody Asked Thou Occupation” (არავინ გთხოვს ოკუპაციას) უჭირვას. სტატიის პირველწყარო  შვედური ვებ-გვერდი offensiv.socialisterna.org-ია.

საქართველო და მსოფლიო: “ნორვეგიელებს ნატო-ს სწავლებები არ უნდათ – მსგავსი საპროტესტო აქციები სრულიად ნორვეგიაში გაიმართა. “ერთიან სამკაპში” “პირობით მტრად” რუსეთი იყო წარმოდგენილი, _ წერს Offensiv. მანევრებს შეუერთდება ავიამზიდი “ჰარი ტრუმენი”. ჟურნალისტები შეეცადნენ, გაეგოთ, აღჭურვილია თუ არა ეს ხომალდი ატომური იარაღით, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს. “ატომური იარაღის შემოტანა ნორვეგიაში აკრძალულია, მაგრამ მთავრობა მაინც არაფერს შეამოწმებს”, – აღნიშნავს გამოცემა. სამხედრო თამაშები ძირითადად ტრენდელაგის რეგიონში გაიმართება, სადაც განლაგებულია ამერიკული ბაზები. არადა, მათი იქ არსებობა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ნორვეგიის პოლიტიკური კურსის მიხედვით აკრძალულია. გარკვეული ქვეყნების სამხედრო წრეები ნორვეგიის პოტენციალს მომავალი კონფლიქტების ასპარეზად განიხილავენ. მიიჩნევენ, რომ “პირობითი მოწინააღმდეგე არის რუსეთი. ბევრს ეშინია, რომ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობა გაიზრდება”, _ ხაზს უსვამს Offensiv.”

Geworld.ge-ს სტატია მანიპულაციურია, რადგან ნატოს წვრთნები “ერთიანი სამკაპი” ნორვეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით ტარდება, ხოლო ამერიკული საზღვაო ძალების განთავსება ნორვეგიის ტერიტორიაზე ლეგიტიმური, რაც პარლამენტის მიერ დამკიცებული დოკუმენტით დასტურდება. Geworl.ge 2018 წლის პროტესტის საილუსტრაციოდ, რომელიც ნორვეგიის კომუნისტური პარტიის მიერ არის ორგანიზებული 2016 წლის ფოტოს იყენებს, რომელიც პოლონეთის აქციას ასახავს.

ფაქტი 1.  ფოტო, რომელსაც geworld.ge იყენებს, რეალურად 2016 წელს პოლონეთშია გადაღებული და ნორვეგიაში მიმდინარე მოვლენებს არ ასახავს.

ფოტო, რომელსაც ,,საქართველო და მსოფლიო” ნორვეგიაში ნატოს  სამხედრო სწავლების წინააღმდეგ გამართული  დემონსტრანტების საილუსტრაციოდ იყენებს, მანიპულაციურია და სინამდვილეში 2016 წლის 9 ივლისში ვარშავაში ნატოს სამიტის მიმდინარეობისას გამართულ აქციას ასახავს, რომელზეც 2 ადამიანს საპროტესტო ბანერი უჭირავს. პოლონური გამოცემის wyborcza.pl-ის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები პოლონელი ანარქისტები იყვნენ. ამავე წყაროს ფოტორეპორტაჟი აქციის ადგილიდან, მოწმობს, რომ დემონსტრაცია ვარშავაში იმართებოდა. იდენტური ფოტო 2016 წლის 11 ივლისს სპუტნიკ-ბელორუსმა პოლონეთში მიმდინარე აქციის საილუსტრაციოდ გამოიყენა.

"

"

27 ოქტომბერს ოსლოში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორები Sputnik-International-ის ცნობით, ნორვეგიის კომუნისტური პარტია და ნორვეგიის ახალგაზრდა კომუნისტები იყვნენ.

ფაქტი 2. წრთვნების ჩატარება ნატოს ნორვეგიამ თავად შესთავაზა და ალიანსის მხრიდან თანხმობა 4 წელზე მეტია მიიღო. მას წვრთნების მასპინძლობის გამოცდილება უკვე აქვს. მათ შორისაა: ,, ცივი პასუხი ”, ,, დინამიკური მონოოზი ”, არქტიკული გამოწვევა. 2017 წლიდან ალიანსის სამხედო ძალების წვრთნისა და შესაძლებლობების განვითარების ფარგლებში ნორვეგიის წყლებში ამერიკული საზღვაო ფლოტის 330 ერთეული იმყოფება. 2018 წელს  ნორვეგიამ, ნატო-ს თხოვნით მიმართა, რომ აღნიშნული ძალების ყოფნა ნორვეგიის აკვატორიაში 5 წლით გაახანგრძლივოს და მათი რიცხვი გააორმაგოს.

ნორვეგიის სამხედრო ძალების გვერდზე განმარტებულია, რომ ,,ერთიანი სამკაპი” წარმოადგენს წვრთნას/სამხედრო მანევრს და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.

ფაქტი 3. ამერიკული სამხედრო ძალების დროებითი ყოფნა ნორვეგიაში ლეგიტიმურია. ამერიკელი სამხედროების ყოფნა ნორვეგიაში აშშ-სა და ნორვეგიას შორის დადებული მემორანდუმით არის განსაზღვრული, რომელსაც 2006 წელს ნორვეგიის პარლამენტმა მხარი განმეორებით დაუჭირა, რაც ამერიკული შენაერთების ყოფნის სრულ ლეგიტიმურ საფუძველს ქმნის.

2017 წლის 21 აპრილს ნორვეგიის მთავრობამ წარდგინა უსაფრთოხების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ უსაფრთოხების გასაძლიერებლად მან ნატო-სთან თანამშრომლობა უნდა გააღმავოს.

ნორვეგიაში მუდმივი ამერიკული სამხედრო ბაზები არ არის განთავსებული. თუმცა, ნატოსა და აშშ-სთან თანამშრომლობა ნორვეგიის  უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ქვეყანაში ამერიკული საზღვაო ძალის ნაწილები განლაგებულია დროებით და ალიანსის ფარგლებში თავდცვის შესაძებლობების გაძლიერებას  ისახავს მიზნად, რაც ნატო-ს წევრი ნორვეგიისთვის მთავარ უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს.

ფაქტი 4. წვრთების ფარგლებში ატომური იარაღის გამოყენების შესახებ ვარაუდის გამოთქა  აბსურდულია. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ 1968 წლის გაერო-ს ხელშეკრულებით  ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ აქტივობებს ატომური ენერგიის სააგენტო ადევნებს თვალყურს. ბირთვული იარაღის სხვა ქვეყნისათვის (არაბირთვული სახელმწიფოსათვის) მიწოდება კი აკრძალულია. ბირთვული იარაღთან დაკავშირებული აქტოვობების გარდა,  ნორვეგიაში წვრთნების ფარგლებში გამოყენებული სამხედრო იარაღი და ტექნიკა წინასწარ არის შეთანხმებული და განსაზღვრული ალიანსის წევრების მიერ.

რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება

ნორვეგიაში ნატოს წვრთნების ჩატარების წინააღმდეგ განცხადებები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააკეთეს, რადგან ის რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ აქციად შეაფასეს.

იდენტური მასალები რუსულ მედიაში

ნორვეგიაში ნატოს წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით Geworld-ის იდენტური მასალები  რუსული მედიაში გავრცელდა:

" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედიის „ზვეზდას“ მიხედვით, წვრთნა „ერთიანი სამკაპი“ ფაშისტური გერმანიის მიერ ნორვეგიის დაპყრობის ტოლფასია.
" „როსია 1“-ის თანახმად, ნორვეგიაში წვრთნების ჩატარება ნატო-ს მიერ რუსეთთან ომის დაწყების მანიშნებელია.
" Rusvesna.su ნორვეგიაში ჩატარებულ წვრთნებს რუსოფობიადაფასებს
" პეტერბურგის ტროლების ქარხანასთან დაკავშირებული Riafan.ru რუსეთის საზღვრებთან ჩატარებულ ნატოს წვრთნებს რუსეთის წინაააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს.

პირველწყაროს შესახებ

Geworld-ის პირველწყაროს შვედური გამოცემა offensiv.socialisterna.orgწარმოადგენს, რომელიც შვედეთის სოციალისტური სამართლის პარტიის (Rättvisepartiet Socialisternas)  ვებ-გვრდია. პარტიას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ხედვა აქვს.

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, ნორვეგია
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist