იდენტობა

Geworld.ge-ს კონსპირაციები “ოვერტონის ფანჯრის” შესახებ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით

5 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 27 სექტემბერს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიო”-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “როგორ ინერგება ჰომოსექსუალიზმი საქართველოში და რომელი ტექნოლოგიებით ხდება ჩვენი მოქალაქეების გაპირუტყვება”. სტატია ე.წ. “ოვერტონის ფანჯრის” თეორიას ჰომოსექსუალობისა და კანიბალიზმის მაგალითების მიხედვით განიხილავს და სექსუალურ ორიენტაციას და კანიბალიზმს საზოგადოებისთვის თანაბრად მიუღებელ მოვლენად წარმოაჩენს. მასალას მთავარ ფოტოდ ერთვის ილუსტრაცია ამერიკელი მწერლის მაიკლ ვილჰოიტის საბავშვო წიგნიდან “მამის ოთახის მეზობელი”. ავტორი ოვერტონის ფანჯრის შესახებ რუსი პროდიუსერის ნიკიტა მიხალკოვის მოსაზრებებს ეყრდნობა, რომელიც მან Россия 24-ის ეთერში საკუთარ გადაცემაში “Бесогон TV” 2014 წელს გააჟღერა.

Geworld.ge: “ოვერტონის ფანჯრის” თეორიის საშუალებით ყველაზე ორთოდოქსული საზოგადოების შეგნებაში შეიძლება ჩაინერგოს ნებისმიერი იდეა, რომელიც რამდენიმე ეტაპს გაივლის… ამ დროს ირღვევა ადამიანების თანაცხოვრების ნორმები. თემის გამოძახილი კი უეჭველად მისწვდება სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, რაც ნიშნავს, რომ მომავალი თაობა გადარჩენის შანსის გარეშე დარჩება… წვერიანმა ქალკაცებმა, რომლებიც ელასტიკურ კოლჰოტებსადა მაქმანიან საცვლებში არიან გამოპრანჭულები..., სრულად დაიპყრეს მედიასივრცე. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა არა მხოლოდ ნორმალურ სტატუსად ითვლება, არამედ - პრესტიჟულადაც. პოპულარულ მსოფლიო კონკურსში შეიძლება მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვო, რომ შენი სახე იდეალურად ჩაეწერა ოვერტონის ერთ–ერთ “ფანჯარაში” და არა იმიტომ, რომ ნიჭიერი ხარ… ამ შემთხვევაში “ოვერტონის ფანჯარა” გადამწყვეტ სტადიაზე იმყოფება. კანიბალიზმისა და კაციჭამიობის ნაცვლად იწყებენ კორექტული ტერმინების _ ანტროპოფაგიისა დაანტროპოფილიის გამოყენებას...ასე იყო პედერასტიის ლეგალიზების შემთხვევაშიც. მოითხოვეს, რომ ისინი მხოლოდ გეებად მოეხსენებინათ და ასეც მოხდა, ამას ლგბტ–თემის წევრობაც დაემატა.”

ქართულ ონლაინ სივრცეში “ოვერტონის ფანჯრის” შესახებ შეთქმულებები მანამდეც ვრცელდებოდა. აღნიშნული თეორია კვლავ ჰომოსექსუალობისა და კანიბალიზმის მაგალითზე იყო განხილული საქართველოსა და მსოფლიოს 2016 წლის 2 მარტის სტატიაშიოვერტონის ფანჯარა“- საზოგადოების მორალის შეცვლის ტექნოლოგია”, ასევე ვებ პორტალზე zneoba.ge, რომელიც ძირითადად რელიგიურ საკითხებზე ფოკისირდება. ვებ-გვერდზე qadageba.ge კი ამავე თემაზე გამოქვეყნებულია მართლმადიდებელი სასულიერო პირის, დავით ისაკაძის ქადაგება.
""

“ოვერტონის ფანჯრის” თეორიას საზოგადოებებში კანიბალიზმის, ჰომოსექსუალობისა და პედოფილიის დანერგვასთან საერთო არ აქვს და ის რუსული წყაროებიდან მომდინარე შეთქმულების თეორიაა. Geworld.ge კი სწორედ ამ რუსულ წყაროებს ეყრდნობა და მისი სტატიის უმეტესი ნაწილი რუსული ონლაინ გამოცემა Интересные Факты-ის პუბლიკაციიდან არის ნათარგმნი, რაც ავტორს მითითებული არ აქვს.

რა არის “ოვერტონის ფანჯარა”?

ოვერტონის ფანჯრის კონცეფცია “მაქკინაკის ცენტრი საჯარო პოლიტიკისთვის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ოვერტონის მიერ 1990-იან წლებში შემუშავდა. ცენტრის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯოზეფ ლეჰმანი განმარტავს, რომ ოვერტონისთვის საჯარო პოლიტიკის ნებისმიერ სფერო განლაგებულია ვერტიკალურ შკალაზე “მეტად თავისუფალი”, “ნაკლებად თავისუფალი”, რომელიც სხვაგვარად წარმოდგენილი იყო, როგორც “ნაკლები ჩარევა”, “მეტი ჩარევა”. ოვერტონის აზრით, საჯარო პოლიტიკის კონრკეტული სფეროებში, როგორიცაა განათლება, პოლიტიკურად მისაღები მხოლოდ მცირე რაოდენობის პოლიტიკის იდეა შეიძლება იყოს მისაღები. პოლიტიკურად მისაღები ალტერნატივების “ფანჯარა” განისაზღვრება არა პოლიტიკოსის არჩევანით, არამედ იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკის გატარებითა და ლობირებით შეუძლია პოლიტიკოსს მხარდაჭერის მოპოვება და არჩევნებში გამარჯვება.

ლეჰმანის განმარტებით, პოლიტიკოსები იშვიათად ცვლიან ფანჯარას, რადგანაც კონკრეტული პოლიტიკის საჯაროდ მიმღებლობას საზოგადოება განსაზრვრავს და არა პოლიტიკოსი. პოლიტიკის ალტერნატივები იმის მიხედვით იცვლება, თუ როგორ იცვლება საზოგადოების იდეები და განწყობები.

ამგვარად, რუსული წყაროების მიერ “ოვერტონის ფანჯრის” თეორიის გარშემო შექმნილი კონსპირაციები პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის მიზანიც საზოგადოებებში ეჭვისა და შიშის დათესვაა.

კონსპირაციის რუსული პირველწყაროები

“საქართველო და მსოფლიო”-ს სტატიის ავტორი ნიკიტა მიხალკოვის გარდა სხვა წყაროს არ უთითებს და სტატიის ბოლოს აღნიშნავს, რომ პუბლიკაცია “უცხოურ მედიაში” გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა. თუმცა გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ “ოვერტონის ფანჯრის” შესახებ იდენტური ინფორმაციას რუსული წყაროები ავრცელებენ.

Google-ის საძიებო სისტემაში ინფორმაციის რუსულ ენაზე ძიებისას, ოვერტონის ფანჯრის შესახებ უმეტესად კონსპირაციები იძებნება, რომლებშიც საუბარია იმის შესახებ, თითქოს ამერიკელმა სოციოლოგმა ჯოზეფ ოვერტონმა საკუთარი თეორია კონსერვატორულ-ორთოდოქსულ საზოგადოებებში მათთვის მიუღებელი იდეების დასანერგად შეიმუშავა, სათაურებში კი ძირითადად გამოყენებულია ისეთი ტერმინები, როგორიცაა “განადგურება”, “გაპირუტყვება”, “ცოდვის ლეგალიზება”, “ბინძური იდეების ჩამორეცხვა”, “დამახინჯება”, “ჩანერგვა” და ა.შ. ამ მასალებში ჰომოსექსუალობა, პედოფილია და კანიბალიზმი ერთ სიბრტყეზე თანაბრად მიუღებელ დანაშაულებებად განიხილება. წყაროებს შორის არის რუსული ონლაინ გამოცემა Православие.ru, რომელიც 2000 წელს რუსეთის პატრიარქის ალექსეი II-ს კურთხევით შეიქმნა და რომლის მთავარი რედაქტორიც სრეტენსკის მონასტრის წინამძღოლი, ეპისკოპოსი ტიხონია.

"

"

Geworld.ge-ის სტატიის ერთი-ერთი მთავარი წყარო რუსული ვებ-გვერდი Интересные Факты-ა, რომელიც “ოვერტონის ფანჯრის” შესახებ იდენტურ მასალას ავრცელებს. ქართულენოვანი და რუსულენოვანი ტექსტების შედარებისას კი ჩანს, რომ Geworld.ge-ს სტატიის უმეტესი ნაწილი სწორედ აღნიშნული პუბლიკაციიდან არის ნათარგმნი, თუმცა ავტორს წყარო მითითებული არ აქვს.

ნაწყვეტები Geworld.ge-სა და Интересные Факты-ს სტატიებიდან

საქართველო და მსოფლიო

Интересные Факты

მამათმავლობა, მეცნიერთა დაკვირვებით, გასულ საუკუნეებში, სულ ცოტა, სირცხვილად ითვლებოდა, მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევარსა და XXI საუკუნის დასაწყისში ჩვენ უკვე შეგვეძლო, თვალი მიგვედევნებინა, როგორ მოქმედებდა “ოვერტონის ფანჯარა”.

მედიასაშუალებებმა დაიწყეს ისეთი წერილების ბეჭდვა, რომელთა მიხედვითაცჰომოსექსუალიზმის არსებობა ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენ ხომ არ ვკილავთ ძალიან ტანმაღალადამიანებს იმის გამო, რომ მათი განსხვავებულობა გენეტიკით არის განპირობებული? _ არა. მაშასადამე, _ წერდნენ ჟურნალისტები, _ ასევე უნდა შევაფასოთ ჰომოსექსუალური მიდრეკილებაც.

Возьмем, к примеру, гомосексуализм. Если это явление и существовало в предыдущие века, то оно, как минимум, считалось чем-то постыдным. Однако во второй половине XX и в начале XXI веков общество могло реально наблюдать, как действует Окно Овертона.

Сначала в СМИ стали появляться многочисленные публикации о том, что гомосексуализм – это если и отклонение, то оно естественное. Ведь мы же не осуждаем чрезмерно высоких людей, так как их рост обусловлен генетикой. То же самое, писали журналисты, происходит и с гомосексуальным влечением.

 

ამ პუბლიკაციებს მოჰყვა უამრავი ე.წ. გამოკვლევა, რომელთა დედა აზრი მოკლედ ასე ყალიბდებოდა: ჰომოსექსუალობა ადამიანური ყოფის ბუნებრივი, თუმცა უჩვეულო მხარეა. გადიოდა წლები და ოვერტონის “ფანჯარა” თავის “საქმეს” განაგრძობდა.

 

წვერიანმა ქალკაცებმა, რომლებიც ელასტიკურ კოლჰოტებსადა მაქმანიან საცვლებში არიან გამოპრანჭულები (საინტერესოა, რომ ტერმინი “კრუჟევოიანინიფხავი აცვიაო” ერთ–ერთი პიჟონის დასახასიათებლად პირველად გამოიყენა მწერალმა დალიტერატორმა ელგუჯა მაღრაძემ), სრულად დაიპყრეს მედიასივრცე. ბევრ განვითარებულქვეყანაში ჰომოსექსუალობა არა მხოლოდ ნორმალურ სტატუსად ითვლება, არამედ _ პრესტიჟულადაც. პოპულარულ მსოფლიო კონკურსში შეიძლება მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვო, რომ შენი სახე იდეალურად ჩაეწერა ოვერტონის ერთ–ერთ “ფანჯარაში” და არა იმიტომ, რომნიჭიერი ხარ”

Затем стали появляться многочисленные так называемые исследования, которые доказывали тот факт, что гомосексуализм является естественной, хоть и непривычной стороной человеческой жизни. Проходили годы, а окно дискурса Овертона продолжало выполнять свое назначение.

Женоподобные мужчины с бородами в обтягивающих колготках и кружевном белье заполонили собой буквально все медийное пространство. И теперь во многих развитых странах считаться гомосексуалистом не только нормально, но и престижно. Ты можешь стать победителем крупного мирового шоу только потому, что твой образ идеально вписывается в один из шагов окна Овертона, а не благодаря своему таланту.

ამ შემთხვევაში “ოვერტონის ფანჯარა” გადამწყვეტ სტადიაზე იმყოფება. კანიბალიზმისა და კაციჭამიობის ნაცვლად იწყებენ კორექტული ტერმინების _ ანტროპოფაგიისა და ანტროპოფილიის გამოყენებას. მნიშვნელობით იგივეა, მაგრამ მეცნიერული. თუმცა, ამ მოვლენის დაკანონების მოთხოვნა კვლავაც რადიკალურად და წარმოუდგენლად არის მიჩნეული.

На данном этапе Окно Овертона находится в наиболее решающей стадии. Вместо понятия людоедства или каннибализма начинают употреблять корректный термин – антропофагия. Значение то же самое, а вот звучит более по-научному. Звучат пока еще считающиеся немыслимыми и радикальными предложения по узаконению такого явления.

ადამიანებს თავს ახვევენ პრინციპს: “თუ შენ არ შეჭამ მეზობელს, იგი შეგჭამს შენ”. ამ პოსტულატს კი ასეთი ორაზროვანი საფანელით გვაწვდიან: დღევანდელ ცივილიზებულსამყაროში ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება! არავითარ შემთხვევაში! მაგრამ უნდა შევქმნათ კანონი, რომლის ძალით, ანტროპოფაგია განსაკუთრებულ ვითარებაში _ შიმშილობის ჟამს ანსამედიცინო აუცილებლობისას _ დასაშვებია. ყოველი შემთხვევისთვის.

Людям навязывается принцип: «Если не ты съешь соседа, тогда сосед съест тебя». Нет-нет, в настоящее цивилизованное время о каннибализме и речи быть не может! Но почему бы не создать закон о допустимости антропофагии в исключительных случаях голода или при медицинских показаниях?

Geworld.ge-ის სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები

Geworld.ge სტატის თან ერთვის ილუსტრაცია ამერიკელი მწერლის მაიკლ ვილჰოიტის 1991 წელს გამოცემული საბავშვო წიგნიდან “მამის ოთახის მეზობელი”. წიგნი ახალგაზრდა ბიჭის შესახებაა, რომლის მამაც მისივე სქესის პარტნიორთან ერთად ცხოვრობს. აღნიშნული წიგნი ერთ-ერთი პირველი საბავშვო წიგნი იყო, რომელიც ერთი და იმავე სქესის წყვილების უფლებებს ეხებოდა. საქართველოს კონტექსტში აღნიშნული ილუსტრაციის გამოყენება მანიპულაციურია, რადგან მსგავსი შინაარსის წიგნი ქართულ ენაზე არ გამოქვეყნებულა.

"

სტატიაში ასევე გამოყენებულია ამერიკელი ჟურნალისტისა და კომენტატორის გლენ ბეკის წიგნის “ოვერტონის ფანჯარა” გარეკანი. წიგნი მთავარ პერსონაჟს ნოა გარდნერს შეუყვარდება ქალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თეთრი სახლიდან აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმება. გარდნერი სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა თავდასხმის შემდეგ შეთქმულების მონაწილეთა გამომჟღავნებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ წიგნი პოლიტიკური თრილერის ჟანრს ეკუთვნის, სიუჟეტი გამოგონილია და აშშ-ის რეალურ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

"


მოამზადა სოფო გელავამ