იწვევს თუ არა ხორცით კვება კორონავირუსს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ეფ
410
VIEWS

კორონავირუსი /Coronavirus/   სიტყვა “Carnivorous”-ის (ხორცის მჭამელი) ანაგრამაა. დამთხვევაა? ჩვენ ვფიქრობთ, რომ – არა!” – ასეთი შინაარსის განცხადება ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია PETA-მ ტვიტერზე გამოაქვეყნა. ტვიტს სოციალურ მედიაში აგრესიული დებატები მოჰყვა.

მითის გავრცელებას ხელი შეუწყო ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ ცოცხალი ცხოველების ვაჭრობისა და მოხმარების მყისიერი და საყოველთაო აკრძალვის შესახებ. ისმის კითხვა: იწვევს თუ არა ხორცის მოხმარება კორონავირუსს? ეს საკითხი Health Analytics Asia-მ გამოიკვლია.

მეცნიერები ამბობენ

სანამ ახალი კორონავირუსის (COVID-19 ) გავრცელების წყაროსთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება, მეცნიერებმა დაავადების წარმოშობა ჩინეთის ქალაქ უხანის ცხოველთა ბაზარს დაუკავშირეს: ეს ე.წ. “სველი ბაზარია”, სადაც ზღვის პროდუქტები, შინაური ფრინველები, ღორის ხორცი და ისეთი ეგზოტიკური ცხოველები იყიდება, როგორიცაა გველი და მაჩვი.

ჯადნაცვის ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ კორონავირუსი ადამიანებზე ხორცის ან ზღვის პროდუქტების ჭამის შედეგად არ გადადის. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა კორონავირუსის გავრცელება ხორცის მოხმარებას, აშშ-ს იმუნიზაციისა და რესპირატორული დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნენსი მესუნერმა შემდეგი რამ განაცხადა: “არ არსებობს არანაირი აშკარა, საფუძვლიანი მონაცემები, რომელიც ამყარებს აღნიშნულ მოსაზრებას“.

როგორ ვრცელდება ვირუსი

კორონავირუსი ვირუსების სერიაა, რომელიც სხვადასხვა სახეობის ცხოველებშია გავრცელებული და ხანდახან, შესაძლოა, ადამიანსაც გადაედოს. კორონავირუსის ტიპებია მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS).

მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ დაადგინონ, რომელი ცხოველისგან გადაედო ადამიანს COVID-19. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ვირუსი ღამურებს ჰქონდათ და იგი ჯერ სხვა ცხოველზე და მხოლოდ შემდგომ გავრცელდა ადამიანზე. ასეთი ვირუსები ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით, ხველებისას ან ცემინებისას ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ:

ზოგადი სიფრთხილიდან გამომდინარე, ცოცხალი ცხოველების ბაზრის, “სველი ბაზრების” ან ცხოველური პროდუქტების ბაზრის სტუმრობისას დაიცავით ჰიგიენის ზოგადი წესები;

  • ცხოველებთან ან ცხოველურ პროდუქტებთან შეხების შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით;
  • ხელებით არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირს. მოერიდეთ კონტაქტს ავადმყოფ ცხოველებთან და გაფუჭებულ ცხოველურ პროდუქტებთან;
  • მოერიდეთ კონტაქტს ბაზარში მყოფ სხვა ცხოველებთან (მაწანწალა ძაღლებს და კატებს, მღრღნელებს, ფრინველებს და ღამურებს);
  • მოერიდეთ კონტაქტს ცხოველთა დაბინძურებულ ნარჩენებთან ან მაღაზიებსა და ბაზრის სხვა ობიექტების მიწაზე/ნიადაგზე/სტრუქტურაზე დარჩენილ სითხეებთან;
  • მოერიდეთ უმი ან ნახევრად მომზადებული ცხოველური პროდუქტების მოხმარებას;
  • მეტი სიფრთხილით დაამუშავეთ ნედლი ხორცი, რძე და ცხოველის ორგანოები რათა თავიდან აირიდოთ თერმულად დაუმუშავებული საკვებით პარალელური დაინფიცირება;
  • დანერგეთ საკვების დამუშავების საუკეთესო და უსაფრთხო პრაქტიკები, როგორიცაა იმ საჭრელი დაფებისა და დანების საგულდაგულო გარეცხვა, რომლითაც დაამუშავეთ უმი ხორცი, მათ ხელახალ გამოყენებამდე.
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist