ინაშვილი ტერმინ “ოკუპაციის” წინააღმდეგ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

0e0e83a31054e8919990f9e9c3a6da47_XL
417
VIEWS

12 ივლისს ტვ “ობიეტივის” ეთერში პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ფინეთისა და საქართველოს მდგომარეობა რუსეთთან მიმართებით ერთმანეთს შეადარა და ფინეთის სტრატეგიაზე ისაუბრა, რაც, მისი აზრით, ფინეთის მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. ირმა ინაშვილმა ხაზი გაუსვა რამდენიმე ფაქტორს: 1. ფინეთის მთავრობა არ განიხილავს ოკუპაციის თემას, რადგან ეს გაართულებს ურთიერთობას რუსეთთან; 2. აკრძალულია პოლიტიკური პარტიებისთვის პრორუსული ან პროდასავლური იარლიყების მიკერება; 3. აკრძალულია რუსოფობიური განცხადებები.

ირმა ინაშვილი: „ფინეთს თავისუფლად შეუძლია მის პოლიტიკურ დღის წესრიგში ტერმინი „ოკუპაცია აქციოს, ყოველდღიური მოხმარების ტერმინად და რას მოუტანს ეს ფინეთს? ვერაფერს კარგს… ფინეთის მთავრობა შეთანხმდა იმაზე, რომ არა თუ არ გამოიყენებენ, საერთოდ ამ ტერმინს, არამედ რამდენიმე მთავრ რაღაცას აკეთებს ფინეთი:  საერთოდ აკრძლულია იქ, აი, ეს შეთანხმებაა პოლიტიკურ სპექტრში და ხელისუფლებაში, მიაკერონ იარლიყი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ეს არის პრორუსი, ის არის დასავლელი პოლიტიკოსი და ა.შ. დახარისხება არის აკრძალული. აკრძალულია რაიმე ტიპის რუსოფობიური განცხადებები… ამ ტაქტიკამ და ამ სტრატეგიამ… მხოლოდ სიკეთე მოუტანა ფინეთს. დღეს არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ფინეთის გარშემო მშვიდობა, სტაბილურობა.”

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის მხრიდან ფინეთის ისტორიული გამოცდილების საქართველოს დღევანდელ რეალობასთან შედარება არარელევანტურია, რადგან ფინეთი იძულებული გახდა დაეთმო კონტროლი კარელიის ტერიტორიაზე და იქ მცხოვრები ფინელების მასობრივი ევაკუაცია მოეხდინა, ხოლო საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.

  • ფინეთის ისტორიული გამოცდილების საქართველოს დღევანდელ რეალობასთან შედარება არარელევანტურია 

ფინეთი 1939-1940 წლების ომის შედეგად იძულებული გახდა დაეთმო კონტროლი კარელიის ტერიტორიაზე და იქ მცხოვრები ფინელების მასობრივი ევაკუაცია მოეხდინა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიები არ დაუთმია და  რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღესაცაა განლაგებული.

1939 წელს გერმანიის მიერ პოლონეთზე შეტევის შემდეგ საბჭოთა კავშირს სურდა მის დასავლეთით არსებული საზღვრის გაზრდა კარელიის მიმართულებით. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა კავშირმა ომი გამოუცხადა ფინეთს. მეომარ მხარეებს შორის რიცხვობრივი განსხვავების მიუხედავად, ფინელების ძლიერი თავდაცვის გამო, წითელ არმიას სწრაფად წინსვა გაუჭირდა. 1940 წლის თებერვალში საბჭოთა არმიამ გამოიყენა მასობრივი არტილერიის დაბომბვები ფინელების დაცვის ხაზის გასარღვევად. საბოლოოდ ფინელები იძულებული გახდნენ, დათანხმევოდნენ საბჭოთა კავშირის მოთხოვნებს და 1940 წლის 12 მარტს ხელი მოაწერეს მოსკოვის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ფინეთმა კარელიის ტერიტორია (ჯამში 40 000 კვადრატულ კილომეტრამდე) დათმო. ფინეთის მიერ დათმობილი ტერიტორიის მთლიანი მოსახლეობა, 420 000 ადამიანი იძულებით იქნა გადასახლებული ფინეთის სხვა ტერიტორიებზე.

დღესდღეობით ფინეთის მთავრობა კარელიის დაბრუნების თემას არ განიხილავს. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კარელიის ტერიტორიაზე ფინელი მოსახლეობის არარსებობა არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ წამოუჭრია ოფიციალურად ფინეთს კარელიის დაბრუნების საკითხი. 2003 წელს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფინელებს არ სურთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, რადგან იქ ამჟამად მცხოვრები მოსახლეობა სრულიად უცხოა მათთვის. მისი განცხადებით, კარელია არ წარმოადგენს პრობლემას რუსულ-ფინური ურთიერთობებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2005 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მესამედზე ნაკლები უჭერდა მხარს კარელიის დაბრუნებას, ხოლო 62% მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას და მიზეზად კარელიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის განვითარების სიძვირეს ასახელებდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ღია დიალოგის არსებობის მიუხედავად, ცივი ომის შემდგომ ფინეთის სრული სამხედრო პოტენციალი იქნა ჩამოყალიბებული, რასაც თან დაერთო რუსეთის შემოტევის შემთხვევაში თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებისთვის განხორციელებული წვრთნები. ამასთანავე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსაციის შემდგომ ფინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ნეგატიური ეფექტი ექნებოდა ამას ფინეთის ეკონომიკაზე.

"

  • ფინეთში ცალკე კანონი, რომელიც რუსოფობიურ განცხადებებს კრძალავს ან პარტიების საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეფასების შინაარსობრივ საკითხს არეგულირებს, არ არსებობს

ირმა ინაშვილის თქმით, ფინეთის მთავრობაში რუსოფობიური განცხადებებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის იარლიყების მიკერების აკრძალვა წარმოადგენს იმ გონივრულ ქმედებებს, რომელთა მეშვეობითაც ფინეთი ქმნის მშვიდობიან გარემოს. რეალურად ფინეთში არ არსებობს კანონი, რომელიც ცალკე რუსოფობიურ განცხადებებს კრძალავს ან პოლიტიკური პარტიების საგარე პოლიტიკური ორიენტაციის შეფასების შინაარსობრივ საკითხს არეგულირებს. კანონი კრძალავს ცილისწამებასა და ადამიანის წინააღმდეგ რაიმე ნიშნის (სქესი, წარმომავლობა, კანის ფერი, ეროვნება ა.შ) გამო მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, ფინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist