ინფორმაცია, თითქოს გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის დაშლას გეგმავენ, მცდარია

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

nb20130524a7a
34
VIEWS

27 ივნისს, საინფორმაციო სააგენტო „პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის დაშლის ინიციატივით გამოვიდნენ. პუბლიკაციის წყაროდ, რომლიც სააგენტო “პირველზე” სათაურით “გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის გაუქმების ინიციატივით გამოვიდნენ” გამოქვეყნდა, პოლონური ტელევიზია TVP და „პოლონური რადიო” არიან დასახელებულნი. სააგენტო “პირველის” სათაური შეცდომაში შემყვანია შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არც პოლონური მედია საშუალებების შემთხვევაში საუბარია არა ევროკავშირის დაშლაზე, არამედ ევროინტეგრაციის ახალ ხედვაზე, ე.წ. „ზესახელმწიფოს” შექმნაზე, რაც გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივაა. სიტყვა დაშლა ნახსენები არ არის არც სათაურში და არც ტექსტებში.

ამავე დროს სააგენტო პირველის სათაური შეუსაბამოა მათ მიერვე მომზადებულ ტექსტთან, რომელშიც საუბარია ფრანგული და გერმანული მხარეების მიერ შემუშავებულ 9 გვერდიან დოკუმენტზე, რომელიც მიზნად ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას ისახავს.

ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი „მიმდინარე ევროპული საკითხების” განსხილველად ბერლინში 23 ივნისს შეიკრიბა. სწორედ ამ მინისტერიალზე გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამუშაო 9 გვერდიან დოკუმენტზე, სახელწოდებით „ძლიერი ევროპა გაურკვეველ მსოფლიოში”. მასში გათვალისწინებულია სამომავლო ინტეგრაციის სამი მთავარი მიმართულება: მიგრაციის საკითხი, უსაფრთხოება და ეკონომიკური ურთიერთობები. გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში ევროკავშირმა მის სამხრეთ და აღმოსავლეთ ზონებში რამდენიმე კრიზისი გადაიტანა და სამომავლო პოლიტიკაზე მუშაობა ამ გამოწვევების ლოგიკური პასუხია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სამომავლო ინტეგრაციულ პოლიტიკაზე მუშაობა გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული 21 ივნისის რეფერენდუმამდე დაიწყო.

საგარეო საქმეთა მინისტრები ზემოთნახსენები დოკუმენტის ვიშეგრადის ქვეყნებისთვის წარდგენას გეგმავენ.

მსგავს ინფორმაციას ასევე „როიტერი” ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და ფაქტის არასწორ ინტერპრეტაციას. ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნები გეგმავენ არა ამ კავშირის დაშლას, არამედ – მის განვითარებას.

(cheapest prescription pharmacy)

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, ევროკავშირი, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist