ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში ექიმს ვაქცინა არ გაუკეთებია, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

38
VIEWS

15 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Larisa Tsitlanadze-მ რამდენჯერმე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ზუგდიდში ექიმ ლანა უბილავას COVID-19-ის ასტრაზენეკათი ვაქცინაციას ასახავს. Larisa Tsitlanadze ვიდეოსთვის დართულ ტექსტში წერს, რომ ნემსის წვერი ამპულის არასწორ ადგილზეა მიდებული და “ექიმმა ვითომ წამალი ამოიღო”.

4

Larisa Tsitlanadze-მ აღნიშნული ვიდეო პირველად, 11:58 საათზე გამოაქვეყნა და მას 17:00 საათის მდგომარეობით, 4 800-ზე მეტი გაზიარება აქვს. ფეისბუქ-მომხმარებელმა იდენტური ვიდეო 13:06 საათზე და 14:35 საათზეც გამოაქვეყნა.

მსგავსი ვიდეო პარტია “საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილმა, ასევე ფეისბუქ-პროფილებმა მაია დვალიძემ, ნი მფა-მ და გვერდმა ახალგაზრდული გაავრცელეს. მაია დვალიძე და გვერდი “ახალგაზრდული” წერენ, რომ ექთანს შპრიცში სხვა სითხე წინასწარ ჰქონდა გამზადებული და მას ამპულიდან ვაქცინის სითხე არ ამოუღია.

ფეისბუქ-მომხმარებლების მტკიცება, თითქოს ექთანს ვაქცინის ამპულიდან სითხე არ ამოუღია და ექიმი ლანა უბილავა არ აცრილა, დეზინფორმაციაა. ვიდეოს 21-ე წამზე ჩანს, რომ შპრიცი სითხითაა შევსებული და ექთანი უბილავას მკლავზე ცრის.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერიდანაა ამოღებული. როგორც რუსთავი 2-ის, ისე ფეისბუქ-მოხმარებლების გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შპრიცი სითხითაა შევსებული და ექთანი ლანა უბილავას მკლავზე ვაქცინას ნამდვილად უკეთებს.

6

7

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით დღეს, 15 მარტს დაიწყო. პირველი ვაქცინა საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გაიკეთა. იმნაძის შემდეგ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძეც საჯაროდ აიცრნენ.


არქივის ბმულები:

Larisa Tsitlanadze
George Liluashvili
მაია დვალიძე
ნი მფა
ახალგაზრდული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist