Ipress.ge- ის და Imedinews- ის მანიპულაცია თითქოს ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატზე ჯვრის ტარების გამო დამარცხდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.7k
VIEWS

2017 წლის 1 სექტემბერს, სააგენტო Ipress.ge  გაავრცელა მასალა, სათაურით “ნინო ოძელაშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან მსაჯებმა ყელზე ჩამოკიდებული ჯვრისთვის მოხსნეს”. Ipress.ge-ზე დაყრდნობით, იდენტური მასალა სათაურით “ქართველი ძიუდოისტი მსაჯმა ჯვრის ტარების გამო მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნა” ტელეკომპანია იმედის ახალი ამბების ვებ-გვერდმა Imedinews.ge -მაც გამოაქვეყნა.

Ipress.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრი ნინო ოძელაშვილი მსაჯებმა დამარცხებულად მხოლოდ იმის გამო სცნეს, რომ მას ჭიდაობისას ჯვარი ეკეთა.

1

 

Ipress.ge -ს და Imedinews.ge-ის მასალები მანიპულაციური ხასიათისაა, რადგან ნინო ოძელაშვილმა დისკვალიფიკაცია არა კონკრეტულად ჯვრის ტარების, არამედ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესების დარღვევის გამო მიიღო, რომლის თანახმადაც სპორტსმენს ეკრძალება ნებისმიერი სახის სამკაულით ასპარეზობა. Ipress.ge -ს და Imedinews.ge-ს მასალებში, ასევე სათაურში ამგვარი განმარტება აღნიშნული არაა, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და ხელს უწყობს არასწორი წარმოდგენების დამკვიდრებას. 

ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, რამაც მომხმარებლის ნაწილის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ხოლო ნაწილმა მანიპულაციური კონტენტის გავრცელების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

მითების დეტექტორი დაუკავშირდა ნინო ოძელაშვილს, რომელმაც განმარტა, რომ მომხდარს ჯვარს და ქრისტიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ნინოს თქმით, ეს არის წესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ემორჩილება.

იხილით ნინო ოძელაშვილის სატელეფონო კომენტარი:

 

ანალოგიური განმარტება გააკეთა ასევე გააკეთა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მედია ჯგუფის წარმომადგენელმა ნიკოლას მესნერმა. მისი თქმით,  სპორტსმენისთვის ნებისმიერი სახის ყელსაბამით ასპარეზობა აკრძალულია, რადგან ეს როგორც მისთვის,ასევე ოპონენტისთვის წარმოადგენს საფრთხეს. დისკვალიფიკაცია მხოლოდ ამ მიზეზებითაა გამოწვეული და არ უკავშირდება რელიგიას ან საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ევროპის ძიუდოს კავშირის მედია დირექტორის, სორენ სტარკეს თქმით, მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის ძიუდოს კავშირს პასუხისმგებლობა არ აკისრია, რადგან მას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მართავს, თუმცა აღნიშნა რომ შემთხვევას კავშირი არ აქვს რელიგიურ დისკრიმინაციასთან, რადგან წესების მიხედვით ჭიდაობის დროს ყელსაბამის ან ნებისმიერი სხვა სახის სამკაულის ტარება აკრძალულია.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist