ითვალისწინებს თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

disinformation
205
VIEWS

4 აგვისტოს გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ „ქართული იდეის“ ლიდერთან ლევან ჩაჩუასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სათაურით „ლევან ჩაჩუა: საქართველოს მალე ეყოლება იუვენალური ფაშისტების ქვედანაყოფი“.  რესპოდენტი ინტერვიუში სოციალური მუშაკის მიერ 3 წლის ნიკოლოზის დედისგან განცალკევებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მშობლისთვის ბავშვის ჩამორთმევის ერთადერთი მიზეზი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა. 6 აგვისტოს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გადაცემა “ღამის სტუდიის” წამყვანმა ნინო რატიშვილმა, ამავე შემთხვევის მაგალითზე მშობლისთვის ბავშვის ჩამორთმევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკურად გაჭირვებული დედებისთვის ბავშვის ჩამორთმევა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით დადგენილ მოთხოვნებს უკავშირდება.

ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა:  “3 წლის ნიკოლოზი ძალით გაამწესეს სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ერთ–ერთ ოჯახში, რომელიც ბავშვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მიიღებს დაფინანსებას. თუ სახელმწიფოს ამ პროგრამაში ჩართული ოჯახების დაფინანსების საშუალება აქვს, მაშინ უშუალოდ ამ ბავშვების მშობლებს დაეხმაროს, რათა საკუთარ ოჯახურ გარემოში ჰქონდეთ უზრუნველყოფილი გარემო, რაღა პოლიციის ძალით აშორებენ შვილებს მშობლებს და უნგრევენ ფაქიზ ფსიქიკას?! თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყოველივე სხვა მიზანს ემსახურება და ჩვენ უკვე დავრწმუნდით არაერთხელ, რომ ამ (გამორჩეულად ლამაზი და ჯანმრთელი) ბავშვების ოჯახებისთვის წართმევა არის მავანთა ინტერესში..ეს არის იუვენალური ფაშიზმი.”

ნინო რატიშვილი, ობიექტივი: “ვიღაცა ოჯახს უხდიან 600-700 ლარს! შე ოჯახაშენებულო, ეს 600 და 700 ლარი ამ ქალბატონს მიეცი, რომელიც 11 წელი ელოდებოდა, თუნდაც არ ელოდებოდა! ანუ შვილს რო დედას გლიჯავს, ეს რა არის? მე ვიცი ეს რაც არის, მე ვიცი ეს კანონი, აი, ისევ ეს უკავშირდება, აი, ამ ასოცირების ხელშეკრულებას. [ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: “არა, ასოცრიების ხელშეკრულებამდე არი ეს კანონი მიღებული”]. არა, ეს მოთხოვნებს უკავშირდება მაგას ვამბობ”.

“ქართული იდეის” და ტვ “ობიექტივის” განცხადებები სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებაზე, დეზინფორმაციაა და მანიპულაციურად უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას.  1. სოცმუშაკის მიერ ბავშვის ოჯახისგან გაცალკევების მიზეზი მისი ჯანრმთელობისათვის და განვითარებისათვის სახიფათო პირობები იყო. 2. ასოცირების შეთანხმებაზე მითითება მანიპულაციაა, რადგან ეს დოკუმენტი მხოლოდ ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მათ შორის და ბავშვთა შრომის გაუქმებაზე საუბრობს. 

 1. ბავშვის ოჯახისგან გაცალკევების მიზეზი ბავშვის ჯანრმთელობისათვის და განვითარებისათვის სახიფათო პირობები იყო, სოციალურმა სააგენტომ დედას პირობების გაუმჯობესებისთვის რამდენიმე თვე მისცა შემდეგ კი შვილთან ერთად თავშესაფარში განთავსება შესთავაზა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში  განმარტავს, რომ  ბავში ისეთ პირობებში ცხოვრობდა, რაც მისი ჯანრმთელობისა და განვითარებისთვის საფრთხეს ქმნიდა. მისი თქმით, სოციალური მუშაკი აღნიშნული შემთხვევით იანვრიდან დაინტერესდა. მან მდგომარეობის გაცნობის შემდეგ მშობელს  პირობების გასაუმჯობესებლად შესაბამისი რეკომენდაციები მისცა,   სოც. მუშაკმა  მარტოხელა დედას თავშესაფარში გადაყვანაც შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

ბავშვის ოჯახიდან დროებით განცალკევების გადაწყვეტილება აპრილში მიიღეს და ახლა ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვს, რომლის ერთ-ერთი ფორმა მინდობილობითი აღზრდაა.

აღსანიშნავია, რომ დედას ბავშვის მონახულების უფლება აქვს და ბავშვი დროებით არის განცალკევებული. მისი ოჯახში დაბრუნნება შესაბამისი მინიმალური  პირობების უზრუნველყოფის შემდეგ ეტაპობრივად მოხდება.

  2. ასოცირების შეთანხმებაში და მის სამოქმედო გეგმაში ოჯახისათვის ბავშვის ჩამორთმევის შესახებ ჩანაწერი/მითითება არ არსებობს. 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ბავშვებთან დაკავშირბეული საკითხი მხოლოდ 2-ჯერ არის ნახსენები (21-ე მუხლის 1-ლი პუნქტსა და 229-ე მუხლის მე-2 პუნქტში ).

პირველი შემთხვევა ბავშვთა დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის სასამართლო თანამშრომლობის განვითარებას ეხება.

21-ე მუხლის 1-ლი ქვეპუნქტის მიხედით, მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ სასამართლო თანამშრომლობას სამოქალაქო და კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ბავშვთა დაცვის სფეროში.

 “მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ სასამართლო თანამშრომლობას სამოქალაქო და კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობის შესახებ მრავალმხრივი კონვენციების თაობაზე მოლაპარაკებების, მათი რატიფიცირებისა და იმპლემენტაციის კუთხით და კონკრეტულად, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის კონვენციების თაობაზე საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობისა და სამართალწარმოების, ასევე, ბავშვთა დაცვის სფეროში.”

ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული მეორე ჩანაწერი (229 მუხლი) კი საერთაშორისოდ აღიარებული შრომის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით ბავშვთა შრომის გაუქმებას გულისხმობს.

ბავშვთა დაცვის პრიორიტეტების შესახებ საუაბრია 2017-2020 წლების საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგში, რომელშიც  ამ სფეროში მოკლე და საშუალოვადიანი პრიორიტეტებია გაწერილი. მოკლევადიან პრიორიტეტებს შორის ბავშვთა დამცველობით საქმაინობაში სახალხო დამცველის მხარდაჭერა და ბავშვების ძალადობისგან დაცვაა დასახელებული, საშუალოვაიან პრიორიტეტები კი ბავშვთა სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას (მათ შორის, შშმ და უსახლკარო ბავშვები), ბავშვთა შრომის აღკვეთას, იუვენალური კანონმდებლობის რეფორმისა და ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციას ( ბავშვთა სახლების ალტერნატივები ბავშვებისათვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრინველსაყოფად) ითვალისწინებს.

ასოცირების ხელშეკრულებასა და მშობლებისათვის ბავშვის ჩამორთმევის პრეცენდენტის მანიპულაციური დაკავშირება, ანტიდასავლური ნარატივის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთვის ზიანის მომტანია.


მოამზადეს ედგარ ბრუტიანმა და ბესო გოჩიაშვილმა
მითების დატექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

qart
ქართული იდეა

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist