იზარალა თუ არა პოლონეთის ეკონომიკამ “რუსოფობიური” პოლიტიკის გამო?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

დსდდს
188
VIEWS

1 ივნისს საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმმა” გამოაქვეყნა სტატია , სათაურით “რა დაკარგა ვარშავამ რუსოფობიური პოლიტიკის გამო (ინფორმაცია განსჯისათვის ოფიციალური თბილისისთვის)”. მასალა “რუსოფობიური” პოლიტიკის ნეგატიურ შედეგებს პოლონეთის მაგალითზე განიხილავს . სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთი პოლონეთისთვის საჭირო რესურსებისა და მარცვლეულის მთავარი ექსპორტიორია. პოლონეთი კი რუსეთში დიდი რაოდენობით ხილის, ბოსტნეულის, ხორცისა და სამრეწველო პროდუქტების იმპორტიორი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა, ავტორის თქმით, რუსოფობიური პოლიტიკის გამო პოლონეთმა რუსული მარცვლეულის და ენერგომატარებლების ექსპორტის უზარმაზარი მოცულობა და საკუთარი პროდუქციის გასაღების ბაზარი დაკარგა. სტატიის თანახმად, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა კონსულტანტმა მარიუშ შვიდერმა განაცხადა.

იდენტური შინაარსის სტატიები 25-27 მაისს კრემლისტური გამოცემების ნიუსფრონტისა და ვებ გვერდის Ukraina.ru-ს მიერ გაავრცელდა.

საქინფორმი: ”ვარშავის რუსოფობიური პოლიტიკის გამო, პოლონეთმა დაკარგა რუსული მარცვლეულის და ენერგომატარებლების ექსპორტის უზარმაზარი მოცულობა[მარიუშ შვიდერი]…პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი კონსულტანტის, მარიუშ შვიდერის თქმით, რუსეთი პოლონეთისთვის საჭირო რესურსებისა და მარცვლეულის მთავარი ექსპორტიორია. ხოლო პოლონეთი რუსეთს მიჰყიდდა დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს, ხორცსა და ასევე სამრეწველო პროდუქტებს. თუმცა, ვარშავის რუსოფობიურმა პოლიტიკამ პოლონეთს ადგილი დააკარგვინა რუსეთის ბაზარზე…

""

'

განცხადება, თითქოს რუსეთი პოლონეთისთვის მარცვლეულის მთავარი იმპორტიორია, ხოლო რუსოფობიური პოლიტიკის შედეგად  პოლონეთმა რუსული  მარცვლეულისა და ენერგომატარებლების ექსპორტის, მეორე მხრივ კი რუსეთში საკუთარი პროდუქციის (ხილის, ბოსტნეულის, ხორცისა და სამრეწველო პროდუქტების) იმპორტის შესაძლებლობა დაკარგა, მანიპულაციურია. რუსეთთან იმპორტ-ექსპორტის მოცულობის შემცირებით პოლონეთს ეკონომიკური ზარალი არ მიუღია. მან ბაზრის დივერსიფიცირება მოახდინა  და რუსეთში ექსპორტის შემცირების მიუხედავად პოლონეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა. ამასთან, რუსეთი პოლონეთისთვის მარცვლეულის მთავარი ექსპორტიორი არ არის.  სტატიაში ნახსენები კონსულტანტი მარიუშ შვიდერი კი პრო-რუსი ექსპერტია.  

რა დაკარგა პოლონეთმა რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების შედეგად?

  • რუსეთთან იმპორტ-ექსპორტის მოცულობის შემცირებით პოლონეთს ეკონომიკური ზარალი არ მიუღია. მან ბაზრის დივერსიფიცირება მოახდინა და მისი საგარეო ვაჭრობის საერთო მოცულობა გაიზარდა კიდეც.

პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება  რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოხდა. პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების მხარდამჭერი იყო.

2014 წლის ივლისში თავად რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალა პოლონეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი, რაც მათი თქმით, სანიტარული მიზეზებით იყო განპირობებული. თუმცა, პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს აკრძალვა  ერთგვარი პასუხი იყო ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციებზე, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.

""

წყარო: tradingeconomics.com წყარო: tradingeconomics.com

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიუხედავად პოლონეთის საგარეო გაყიდვების საერთო ღირებულება გაიზარდა

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის შემცირების შემდეგ  პოლონეთის ექსპორტის საერთო მოცულობა არ შემცირებულა. 2014 წელს პოლონეთის ექსპორტმა 1,65 მილიარდი ევრო შეადგინა, 2015 წლის პირველ ნახევარში კი, რუსეთში ექსპორტის 30 %-ით შემცირების მიუხედავად, პოლონეთის საგარეო გაყიდვების საერთო ღირებულება 7.2 %-ით გაიზარდა.

""

წყარო: tradingeconomics.com  წყარო: tradingeconomics.com

რაც შეეხება პოლონეთიდან ხილის, ბოსტნეულისა და ხორცის იმპორტს, უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთი თავად მოიხმარს წარმოებული საკვები პროდუქტების დაახლოებით 70%-ს, დარჩენილი 30 %-ის ექსპორტი კი ძირითადად გერმანიაში, ჩეხეთსა და დიდ ბრიტანეთში ხდება.

'
წყარო:trendeconomy.com

პოლონეთის  ხილის, ბოსტნეულის და სამრეწველო პროდუქების საექსპორტო ბაზარზე რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებმა ჩაანაცვლა 

2014 წლის რუსეთის ემბარგოს შემდეგ ევროკავშირმა პოლონეთს 5 მილიონი ევრო გამოუყო პოლონური ვაშლისთვის ახალი საექსპორტო ბაზრის მოსაძებნად. ბაზრის დივერსიფიცირების შედეგად კი რუსეთთან ვაჭრობის შემცირებით პოლონეთს დანაკარგები არ მიუღია. უფრო მეტიც, თუ 2014 წელს პოლონური ვაშლის წლიური ექსპორტი 3 000 ტონას არ აღემატებოდა , 2014/2015 წლებში ეს რიცხვი 20 000 ტონამდე გაიზარდა.

ასევე,  2013 წელს პოლონური ბოსტნეულის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გერმანია და რუსეთი იყო, 2015 წელს რუსეთის ადგილი კი  ჩეხეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა დაიკავეს.

სამრეწველო პროდუქტების ექსპორტის კუთხითაც რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებმა ჩაანაცლეს. თუკი 2013 წელს რუსეთი ამ სიაში მე-4 ადგილს იკავებდა, 2015 წლის მონაცემებში ის მე-7 ადგილზეა. ექსპორტის მოცულობა კი გაიზარდა გერმანიასთან, საფრანგეთთან, ჩეხეთთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან.

  • რუსეთი პოლონეთში მარცვლეულის მთავარი იმპორტიორი არ არის

რუსეთი მარცვლეულის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი პოლონეთში არ არის. პოლონეთში წიწიბურის, ფეტვისა და სხვა მარცვლეულის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები, იმპორტის მოცულობის მიხედვით, ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა ლიეტუვა, რომელსაც უკრაინა, გერმნია, ლატვია, პერუ და რუსეთი მოჰყვებიან.

"
წყარო :trendeconomy.com 

2019 წლის მონაცემებით, პოლონეთის ყველაზე დიდი იმპორტიორი არის  გერმანია 22% -ით, შემდეგ ადგილზეა ჩინეთი 12%-ით და რუსეთი 6.6%-ით.

2019 წელს რუსეთიდან პოლონეთში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 16.01 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდია მინერალური საწვავისა და ნავთობის იმპორტი, სხვა ტიპის საქონელთან და  რკინასთან ერთად.

  • პოლონეთმა რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტი ენერგობაზრის დივერსიფიცირების მიზნით შეამცირა

რაც შეეხება ენერგომატარებლებს, პოლონეთში რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი 2014 წელს მკვეთრად შემცირდა, თუმცა, გაიზარდა გერმანიიდან, ყაზახეთიდან და შუა აზიიდან ენერგომატარებლების იმპორტის მოცულობა. პოლონეთს გდანსკის ტერმინალის წყალობით, რომელიც გლობალური ნავთობის ბაზარის ნაწილია, აქვს ტექნიკური შესაძლებლობა მოიპოვოს ნავთობი სხვა წყაროებიდანაც.

ამასთან, 2014 წლიდან პოლონეთის ენერგოპოლიტიკა ნავთობის ნაცვლად ორიენტირებული გახდა ბუნებრივ გაზზე. 2015 წელს ამოქმედდა პოლონეთის ქალაქ  სვინოუისცეში თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალი, რომელიც 5 მილიარდი კუბური მეტრის ტევადობისაა. 2016 წელს  გაფორმდა პირველი ხელშეკრულება ყატარგაზსთან. 2017 წელს კი პირველი ამერიკული გაზის ტრნსპორტირება მოხდა პოლონეთის ტერმინალში. ამრიგად, პოლონეთი თანდათანობით აღწევს მიზანს, შექმნას დივერსიფიცირებული ენერგო მიწოდების სისტემა, რათა არ იყოს დამოკიდებული არასტაბილურ ენერგო-პარტნიორზე რუსეთის სახით.

  • სტატიაში ნახსენები პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი კონსულტანტი, მარიუშ შვიდერი პრო-რუსი ექსპერტია.  

სტატიაში ნახსენები მარიუშ შვიდერი, ლინკდინის მონაცემების მიხედვით, 1992-93 წლებში მართლაც იკავებდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტანტის თანამდებობას.

ის ასევე, არის ავტორი წიგნისა “როგორ დავიპყარით რუსეთი”, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ რომ,  შვიდერი წიგნში რუსეთსა და პოლონეთ შორის არსებულ კავშირებზე მოგვითხრობს და ამტკიცებს იმასაც, რომ ბევრ ცნობილ რუს საზოგადო მოღვაწეს პოლონური ფესვები ჰქონდა.

ამასთან მარიუშ შვიდერი საკუთარ სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებს პრო-რუსულ სტატიებსა და დეზინფორმაციას, მაგალითად 5G ინტერნეტის მავნებლობის შესახებ. Youtube– ში კი ვხვდებით ვიდეო ჩანაწერებს ურკაინის შესახებ, რომელშიც მარიუშ შვიდერს სხვა კოლეგებთან ერთად რუსეთის დიდ მხარდმჭერად მოიხსენიებენ.

"

 

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist