ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადება მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

44
VIEWS

6 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან ნავიმ საკუთარ ანგარიშზე ქეთევან გეჯაძის პოსტის სქრინშოტი გამოაქვეყნა. პოსტში საუბარია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის – მარგარეტ ჰარისის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მოგზაურობისთვის იმუნური პასპორტების მოთხოვნას ის მხარს არ უჭერს და არც მომავალში დაუჭერს, რადგან, მისი აზრით, არ არის დამტკიცებული, აჩერებს თუ არა ვირუსის გავრცელებას ვაქცინაცია. პოსტის ავტორს ჰარისის განცხადება იმის მტკიცებულებად მოჰყავს, რომ ვაქცინის გაკეთება თვითმკვლელობა და იმუნიტეტის განადგურებაა. ლევან ნავი აღნიშნულ პოსტს დამატებით ურთავს ვიდეოს ბმულს, სადაც 2016 წელს შვეიცარიაში სარკინიგზო გვირაბის გახსნის ცერემონიაა ნაჩვენები.

 

;

პოსტის ავტორი მანიპულაციურად იყენებს მარგარეტ ჰარისის განცხადებას და უგულებელყოფს იმ ეფექტს, რაც ვაქცინას თავად აცრილ პირზე აქვს. მართალია, ამ ეტაპისთვის არ არსებობს საკმარისი კვლევა იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა ვაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვისთვის გადაცემა, თუმცა უკანასკნელმა კვლევებმა ჯანმოს მიერ ავტორიზებული ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებზე კოვიდ19-ის მძიმე მიმდინარეობისგან 100%-იანი დაცვა აჩვენა.

  • რა განცხადება გააკეთა მარგარეტ ჰარისმა? 

6 აპრილს პრეს-ბრიფინგის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერი მარგარეტ ჰარისი ე.წ. “კოვიდ პასპორტის” საკითხს შეეხო და დაასახელა ორი არგუმენტი, რატომ არ ემხრობა პასპორტების სისტემის დანერგვას:

  1. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულება, რომ ვაქცინირებული ადამიანი ვირუსს გარშემომყოფებს არ გადასცემს;
  2. საზოგადოებაში არიან ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არ მონაწილეობენ, როგორებიცაა ორსული ქალები და 18 წლამდე ბავშვები, ასევე ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა.

ჰარისის განცხადებით, როდესაც გადაცემის რისკების არარსებობის შესახებ საკმარისი მტკიცებულება შეგროვდება, “კოვიდ პასპორტის” სისტემა მისაღები სტრატეგია იქნება მოგზაურობის გასამარტივებლად. მას არ უთქვამს, რომ ამ პასპორტებს მხარს მომავალშიც არ დაუჭერს, როგორც ეს ლევან ნავის გავრცელებულ პოსტშია ნათქვამი.

  • ნიშნავს თუ არა გადაცემის საფრთხე ვაქცინის არაეფექტიანობას? 

ჰარისის ციტატას მანიპულაციურად იყენებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ვაქცინები უსარგებლოა და იმუნიტეტს ანადგურებს. რეალურად, ვაქცინის უმთავრესი დანიშნულებაა ვირუსისგან დაიცვას ის პირი, რომელიც ვაქცინას იკეთებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები უზრუნველყოფენ იმას, რომ  დაავადების მძიმე ფორმით გამოვლენა არ მოხდეს და ლეტალური შედეგი არ დადგეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა დაინფიცირების შანსს ამცირებს, იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ვაქცინირებული ადამიანი კოვიდ-19-ით საერთოდ აღარ დაინფიცირდება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების (CDC) ინფორმაციით, ვაქცინირებულ ადამიანს სხვა ვაქცინირებულებთან ერთად პირბადის გარეშე შეკრება შეუძლია, თუმცა რეკომენდებულია საჯარო ადგილებში დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება, რადგან ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუ როგორ იმოქმედებს ვაქცინაცია კოვიდ19-ის გავრცელებაზე.

ჯანმოს მიერ ავტორიზებულმა ვაქცინებმა კოვიდ19-ის წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. მაგალითისთვის, აშშ-ში ჩატარებული უახლესი კვლევის მესამე ფაზის პირველადი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ასტრაზენეკა ვაქცინირებულებს სიმპტომური კოვიდისგან 76%-ით, ხოლო 100%-ით დაავადების მწვავე მიმდინარეობისა და ჰოსპიტალიზაციისგან იცავს. ხოლო ფაიზერის შესახებ 1 აპრილს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ფაიზერის ვაქცინის ეფექტიანობა 91.3%-ია, ამასთანავე CDC-ის დასკვნით ის დაავადების მწვავე მიმდინარეობისგან 100%-ით იცავს.

პოსტის აღწერაში ლევან ნავი ურთავს ვიდეოს ბმულს, რომელიც 2016 წელს შვეიცარიაში სარკინიგზო გვირაბის გახსნას ეხება. პოსტის ავტორი ვიდეოს პანდემიას კონსპირაციულად უკავშირებს. გვირაბის გახსნის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. დამატებით ამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ:

  •  ალპურ ტრადიციებზე შექმნილ შოუს სატანისტურ რიტუალად წარმოაჩენენ

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, შვეიცარია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist