კალაძესთან შეხვედრაზე ბავშვს სააკაშვილის მხარდამჭერი მაისური არ ეცვა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

35
VIEWS

8 აგვისტოს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკის პირად გვერდზე თბილისის მერის კახი კალაძის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე კალაძე ზურგით მდგომ ბავშვთან არის დახრილი, რომელსაც მაისურზე “მე მიყვარს მიშა” აწერია, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბავშვს პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი მაისური აცვია. გვარამია პოსტს შემდეგი კომენტარით აზიარებს “”არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი”.

გვარამიას პოსტს 8 აგვისტოს მონაცემებით 224 გაზიარება აქვს.

მსგავსი ფოტო გაზიარდა ჯგუფებში ??ერთიანი ნაციონალური მოძრაობა?? და მიშა საქართველოს პრემიერად??

;

;;
ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ფოტო ფოტოშოპშია დამუშავებული, რადგან ავთენტურ ვერსიაზე ბავშვს მაისურზე არაფერი აწერია.

კახი კალაძის ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო 3 აგვისტოს თბილისის მერის სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრას ასახავს. ავთენტურ ფოტოზე ბავშვს მაისურზე ზურგზე არაფერი აწერია, შესაბამისად ფოტო ფოტოშოპშია დამუშავებული.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist