კალიფორნიის გუბერნატორის ბუსტერ დოზის გვერდით ეფექტებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

61
VIEWS

2021 წლის 18 ნოემბერს, Facebook მომხმარებელმა “მინდა დავრჩე ადამიანად” გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ვაქცინაციას ასახავს. პოსტის აღწერის მიხედვით, ნიუსომი ვაქცინაციის შემდეგ სახალხოდ აღარ გამოჩენილა, რადგან მას სახის ნერვების პარალიზება დაემართა. პოსტის მტკიცებით, ექიმები დაავადების გამომწვევ მთავარ მიზეზად ვაქცინების არევას ასახელებენ, ვინაიდან გუბერნატორმა პირველად ჯონსონ&ჯონსონის ვაქცინა მიიღო, ხოლო მოგვიანებით კი დამატებით მოდერნათი აიცრა.
"
მტკიცება, რომ კალიფორნიის გუბერნატორს ვაქცინის მიღების შემდეგ სახის ნერვების პარალიზება განუვითარდა, მცდარია. გევინ ნიუსომმა 27 ოქტომბერს მოდერნას ვაქცინის ბუსტერ დოზა ნამდვილად გაიკეთა და მალევე COP26 კონკფერენციაზე მონაწილეობაზეც თქვა უარი, თუმცა ეს არა ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების, არამედ პირადი მიზეზების გამო მოხდა. შესაბამისად, მტკიცებულების გარეშეა ინფორმაცია, თითქოს გუბერნატორს გვერდითი მოვლენები. გარდა ამისა, ვაქცინაციის შემდეგ, გუბერნატორი არაერთ საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა.

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ჯონსონ&ჯონსონის ვაქცინა პირველად 2021 წლის 1 აპრილს გაიკეთა. მოგვიანებით, 27 ოქტომბერს მან მოდერნას ვაქცინის ბუსტერ დოზაც მიიღო. ბუსტერის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გუბერნატორმა გლაზგოს COP26 კონფერენციაზე ვიზიტი გააუქმა, მიზეზად კი “ოჯახური ვალდებულებები” დაასახელა. მოცემულმა დამთხვევამ არაერთ კონსპირაციას მისცა ბიძგი, მათ შორის იმ მტკიცებასაც, თითქოს ბუსტერ დოზამ გუბერანტორი გილიან ბარის სინდრომით დააავადა. ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყოს გამოყენებით, ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია  factcheck.org-მა შეძლო მოცემული მტკიცებების საერთო რუკის შექმნა და დაადგნა, რომ მსგავს ინფორმაციას ჯამში 25 000 ინტერაქციაზე მეტი ჰქონდა შეგროვებული. გასაკვირი არაა, რომ ინფორმაცია ქართულ სოციალურ ქსელებშიც მოხვდა.

გუბერნატორის ოფისმა ნიუსომის გილიან ბარის სინდრომით დაავადებაზე არსებული ყველა ბრალდება უარყო და განმარტა, რომ იგი კაპიტოლიუმში მუშაობდა და კალიფორნიისათვის გადაუდებელი საკითხების მოგვარებას ცდილობდა. ჟურნალი ვოგის განცხადებით, გუბერნატორი, გაუჩინარების პერიოდში, აივი ლავ გეტის ქორწილს დაესწრო სან ფრანცისკოში.

ამ პერიოდის განმავლობაში ნიუსომი სხვადასხვა ვიდეოებში აქტიურად ჩნდებოდა. მაგალიტისთვის, იგი გამოჩნდა Twitter-ზე განთავსებულ ვიდეოში, რომლითაც იგი მის გამომწერებს დივალისა და Bandi Chhor Divas-ის დღესასაწაულებს ულოცავდა.  ნიუსომმა ჰელუინის საღამოს, 1 ნოემბერს, სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამოაქვეყნა მისი ოჯახის ფოტოც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიუსომმა აგრეთვე განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ ვერ მოახერხა მან გლაზგოს კონკფერენციაზე წასვლა. კერძოდ, 9 ნოემბერს კალიფორნიის ეკონომიკურ სამიტზე დასაწრებისას, რომელიც მისი პირველი საჯარო ღონისძება იყო კონფერენციის შემდგომ, ნიუსომმა განმარტა რომ მან დრო ოჯახთან ერთად გაატარა და პარალელურად რამდენიმე სამსახურეობრივი მოვალეობაც შეასრულა.

ყველაზე ბოლოს, ნიუსომი River City Food Bank-ის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ცოლთან ერთად გამოჩნდა. შესაბამისად, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კალიფორნიის გუბერანტორს ბუსტერ დოზის შედეგად გრძელვადიანი გვერდითი მოვლენები განუვითარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კალიფორნიის გუბერანტორის ოფისი აქტიურად უწყობს ხელს იმუნიზაიცას და ადვოკატრებას უწევს კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღებასაც. გუბერნატორი განსაკუთრებით ბევრს საუბრობს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. “ეს ძალიან მარტივია, ყველა ზრდასრული ვინც უკვე ვაქცინირებულია, უნდა წავიდეს და გაიკეთოს ბუსტერ დოზა. მორჩა და გათავდა.” – ამბობს იგი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist