კანადაში მუსლიმი მშობლები სკოლებში ღორის ხორცის აკრძალვას არ ითხოვენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ცოვვ
20.2k
VIEWS

18 მარტს ნაციონალისტურმა ფეისბუქ გვერდმა “ქართული იდეა” გამოაქვეყნა ამბავი, თითქოს კანადაში მუსლიმმა მშობლებმა მონრეალსა და მის გარეუბნებში არსებულ სკოლებში ღორის ხორცის აკრძალვა მოითხოვეს. “ქართული იდეა” ასევე ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს მონრეალის გარეუბნის, დორვალის მერმა მუსლიმ მშობლებს მიმართა და ცხოვრების წესის შეცვლისკენ და ინტეგრირებისკენ მოუწოდა.  პოსტს 711 გაზიარება (25 მარტის მონაცემებით) აქვს.

"

ამბავი, თითქოს კანადაში მუსლიმმა მშობლებმა სკოლებში ღორის ხორცის აკრძალვა მოითხოვეს, დეზინფორმაციაა. ეს ამბავი პირველად 2013 წელს სპამური მეილით გავრცელდა, თუმცა მაშინ კანადის ნაცვლად ბელგიაზე იყო საუბარი. 2013 წლიდან მოყოლებული აღნიშნული დეზინფორმაცია ქალაქებსა და ქვეყნებს იცვლის. მერის გამოგონილი სიტყვებიც დეზინფორმაციის ვარიაცების მიხედვით, ბელგიის, კანადისა და ავსტრალიის ქალაქების მერებს მიეწერება.

ღორის ხორცის აკრძავლის მოთხოვნის შესახებ დეზინფორმაცია უკვე 5 წლისაა. 

მუსლიმი მშობლების მიერ სკოლებში ღორის ხორცის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა იდენტური ტექსტით პირველად 2013 წელს გავრცელდა. თუმცა მაშინ მოთხოვნის ადრესატი არა დორვალის, არამედ ბელგიის ქალაქ Ath-ის მერი მარკ დუვივიერი იყო. სპამ მეილით ასევე გავრცელდა დუვივიერის გამოგონილი პასუხი, რომელიც “ქართული იდეის” მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული პოსტის იდენტურია. დუვივიერმა უარყო მსგავსი პასუხის გაცემა და ასევე აღნიშნა, რომ მერიაში ღორის ხორცის აკრძალვის შესახებ განცხადებაც კი არ იყო შესული.

2018

"

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო

წყარო

qart
ქართული იდეა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist