Kaspersky Lab-ი, რომელსაც ФСБ-სთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ, საქართველოშია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

kasperski
295
VIEWS

18 მაისს, კიბერუსაფრთხოების იდეის მხარდაჭერის მიზნით კომპანია Kaspersky Lab-მა თავისუფლების მოედანზე მდებარე სკვერში სამგანზომილებიანი (3D) ბანერი სახელწოდებით „დავიცვათ სამყარო” განათავსა. საქართველოში Kaspersky Lab- ის წარმომადგენელის, ზაზა სვანაძის განცხადებით, ბანერის განთავსება, რომლის ფონზე მსურველებს კრეატიული ფოტოს გადაღება 18 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ, თბილისის მერიის დახმარებით გახდა შესაძლებელი. Kaspersky Lab – ის აქციამ სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. Facebook-ის მომხმარებლების აზრით, კომპანია რუსულ სპეცსამსახურებთანაა კავშირში, ხოლო მისი აქტივობები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საზიანოა.

გთავაზობთ ინფორმაციას Kaspersky Lab-ის, მისი დამფუძნებლის ევგენი კასპერსკის და კომპანიის აქტივობების შესახებ საქართველოში.

Kaspersky Lab – ის შესახებ 

Kaspersky Lab 1997 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ციფრული საფრთხეების წინააღმდეგ ქმნის პროდუქტს. ლაბორატორიის ტექნოლოგიები 400 მილიონზე მეტ მომხმარებელს, 270 000 კორპორატიულ კლიენტს აერთიანებს და 32 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანიის ცენტრალური ოფისი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მდებარეობს.

Kaspersky Lab – ის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა ევგენი კასპერსკი, რომელსაც Bloomberg Businessweek-ის ცნობით, განათლება კგბ-ს მიერ დაფინანსებულ კრიპტოგრაფიის ინსტიტუტში აქვს მიღებული, ხოლო შემდგომ რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის მუშაობდა.

ფოტო: ევგენი კასპერსკი, საბჭოთა არმიის კადეტი, წყარო: Wired.com

დღესდღეობით კრიპტოგრაფიის ინსტიტუტი, (Институт Криптографии, Связи И Информатики -ИКСИ) რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) აკადემიის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებაა.

Bloomberg Businessweek-ის 2015 წელს გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, 2012 წელს Kaspersky Lab მაღალკვალიფიციურმა მენეჯერებმა დატოვეს და ისინი რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებთან მჭიდრო კავშირში მყოფმა პირებმა ჩაანაცვლეს. Bloomberg Businessweek-ის ეყრდნობოდა 6 მოქმედი და ყოფილი თანამშრომლის ცნობებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კომპანია ეხმარებოდა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს (ФСБ) კრიმინალურ გამოძიებებში, რისთვისაც იყენებდა 400 მილიონამდე მომხმარებლის მონაცემებს. Kasperky Lab-მა და ევგენი კასპერსკიმ Bloomberg Businessweek არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

2017 წელს აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტში მოსმენისას, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA), ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA), გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს (DIA) და გეოსივრცითი დაზვერვის ეროვნული სააგენტოს მეთაურებმა Kaspersky Lab – ის მხრიდან მომავალ შესაძლო საფრთხეების შესახებ ისაუბრეს აშშ-ის შიდა კომპიუტერული ქსელებისთვის და გამოთქვეს ეჭვები Kaspersky Lab-ის თანამსრომლების რუსეთის თავდაცვით და სადაზვერვო უწყებებთან კავშირების შესახებ. Kaspersky Lab- მა უარყო აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების (United States Intelligence Community) წარმომადგენელთა ბრალდებები და განაცხადა, რომ კომპანია არ ეხმარებოდა და არც მომავალში დაეხმარება რომელიმე ქვეყნის მთავრობას კიბერშპიონაჟის მცდელობებში.

2017 წელს Kaspersky Lab- ის მენეჯერი რუსლან სტოიანოვი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ორ ყოფილ თანამშრომელთან, სერგეი მიხაილოვთან და დმიტრი დოკუჩაევთან ერთად დააკავესForbes- ის ცნობით, სტოიანოვი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დააკავეს, რაც სახელმწიფოს ღალატს გულისხმობს. Kaspersky Lab- მა განაცხადა, რომ კომპანია არ ფლობდა ინფორმაციას გამოძიების დეტალების შესახებ, ამასთან რუსლან სტოიანოვი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა გამოძიების ქვეშ, Kaspersky Lab- ში მისვლამდე. რუსლან სტოიანოვი Kaspersky Lab-ს 2012 წელს შეუერთდა.

კასპერსკის ლაბორატორია საქართველოში

საქართველოში Kaspersky Lab აქტიურად თანამშრომლობს ლიცენზირებული პროგრამების სადისტრიბუციო კომპანია შ.პ.ს. „მონტ”-თან (საქართველო, თბილისი)MONT Group 1991 წელს დაარსებული რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პროგრამული დისტრიბუტორი კომპანიაა, რომლის სადისტრიბუციო ქსელი 5000-ზე მეტ ორგანიზაციას მოიცავს და ვრცელდება რუსეთსი, დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2016 წლის სექტემბერში, MONT GEORGIA-ს და KASPERSKY LAB- ის საპარტნიორო სემინარი გაიმართა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.

2017 წლის მარტში, კასპერსკის ლაბორატორიის მიერ ჩატარდა სემინარი ჟურნალისტებისთვის თემაზე „ციფრული სამყაროს საფრთხეები”.


მითების დეტექტორის ლაბორატორიის სტუდენტი

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist