კატინის​ ​ტრაგედიის​ ​გაყალბების​ ​მცდელობა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

11111111 (1)
601
VIEWS

რუსი პუბლიცისტის, ნიკოლაი სტარიკოვის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ 2012 წელს გამოაქვეყნებული მასალა სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანი ახლაც არის. სტარიკოვის თანახმად, ევროსასამართლომ (ECHR) 1940 წლის კატინის ტრაგედიის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და ყალბად სცნო ყველა დოკუმენტი, რომელიც სტალინს კატინის ტრაგედიის მოწყობასა და პოლონელი ოფიცრების სიკვდილში ადანაშაულებდა. სტარიკოვი ასევე ამტკიცებს იმასაც, რომ კატინის ტრაგედიის ავტორები არა რუსები, არამედ გერმანელები არიან. სტარიკოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არც ვროსასამართლოს ოფიციალურ გადაწყვეტილებაზეა მითითება და არც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე.

ნიკოლაი სტარიკოვი: “ევროპის სასამართლომ საბჭოთა კავშირსა და სტალინს 1940 წელს კატინში პოლონელი ოფიცრების მასობრივი დახვრეტის გამო პასუხისმგებლობა მოუხსნა. იმ წელს ასობით პოლონელი სამხედრო დაიღუპა. საბჭოთა კავშირის დაშლის წინ მიხეილ გორბაჩოვი ყველას არწმუნებდა, რომ ეს სტალინის ჩადენილი იყო, თუმცა ყველა დოკუმენტის მრავალწლიანი გამოკვლევლის შემდეგ ევროპის სასამართლომ ეს დოკუმენტები ყალბად სცნო”.

ფაქტი N1: კატინის ტყეში პოლონელები 1940 წელს საბჭოთა წითელი არმიის სამხედროებმა დახოცეს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ისტორიული დოკუმენტის თანახმად, კატინის მოვლენები პოლიტიკური ხასიათის მასობრივ მკვლელობას წარმოადგენს. წითელმა არმიამ, რომელმაც 1939 წელს აღმოსავლეთ პოლონეთი დაიკავა, პოლონელი ოფიცრები, ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები დააპატიმრა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, 1940 წლის აპრილ-მაისში ისინი სამხედრო ტყვეთა ბანაკებიდან გამოიყვანა და მასობრივად 3 ადგილას დახოცა, ყველაზე ცნობილი კი ამ ადგილთა შორისა კატინია, სადაც ცხედრები დაწვეს და დამარხეს.

სტარიკოვის მტკიცებას, რომ კატინის ტრაგედიის ავტორები გერმანელები არიან, აბათილებს ასევე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერვე მოპოვებული ბერიას მიერ შედგენილი მემორანდუმი, სახელწოდებით „ამხანაგ სტალინს”, რომელიც სტალინს დაკავებული პოლონელი ოფიცრების, ჯარისკაცების და სხვა პატიმრების დახოცვას სთავაზობდა. დოკუმენტს ხელს სტალინი, ვოროშილოვი, მოლოტოვი და პოლიტბიუროს სხვა წევრები აწერენ.

ლავრენტი ბერია: “НКВД-ს ომის ტყვეების ბანაკებსა და უკრაინისა და ბელარუსის ციხეებში ამჟამად დიდი რაოდნობით ყოფილი პოლონელი სამხედროები, პოლონეთის პოლიციისსა და დაზვერვის ყოფილი მოხელეები, პოლონეთის ნაციონალისტური კონტრ-რევოლუციური პარტიის წევრები, გაშიფრული კონტრ-რევოლუციური უცხოური ორგანიზაციების წევრები და სხვები იმყოფებიან. ისინი ყველანი საბჭოთა ხელისუფლების მტრები და საბჭოთა სისტემის მიმართ ზიზღით აღვსილები არიან… სთავაზობს სსრკ-ს НКВД-ს.. განიხილოს საქმე განსაკუთრებული წესით, მათ მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომის – დახვრეტის გათვალისწინებით.”

  იხილეთ დოკუმენტი

"

"

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1990 წელს მიხეილ გორბაჩოვმა კატინის მოვლენებში ბრალეულობა რუსეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს (NKVD) დააკისრა. 2010 წელს კი რუსეთის პარლამენტმა აღიარა, რომ ბრძანება 1940 წელს 22,000 პოლონელი ოფიცრისა და სამოქალაქო პირის დასახვრეტად იოსებ სტალინმა გასცა. ამავე წელს, რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი თავის პოლონელ კოლეგასთან, დონალდ ტუსკთან ერთად ეწვია კატინს და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

ევროსასამართლოს 2012 წლის 16 აპრილის საქმეში „იანოვიჩი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” სასამართლო უთითებს, რომ ომის ტყვეები საბჭოელებმა 1940 წლის აპრილისა და მაისის თვეში დახვრიტეს კატინის ტყეში. ამასთანავე, აღნიშნული საქმის მოსამართლეები, რომლებიც მოსამართლეთა კენჭისყრისას უმრავლესობას წარმოადგენდნენ – კოვლერი და იუდკისკა, გადაწყვეტილების თანმხვედრი მოსაზრების ნაწილში აცხადებენ, რომ:

კოვალერი და იუდისკა: „კატინის მასობრივი ხოცვა წარმოადგენდა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილ საშინელ ომის დანაშაულს და ჩვენ ჩვენს განსხვავებული აზრის მქონე კოლეგებთან ერთად ვთანხმდებით, რომ ეს იყო ომის ერთ-ერთი სიმხეცე, რომლის მომავალში თავიდან აცილებასაც ცდილობდნენ კონვენციის ავტორები”

ფაქტი 2: ECHR-ს კატინის საქმის განხილვის სამართლებრივი უფლებამოსილება არ ჰქონდა

მიზეზი, რის გამოც ECHR-მა რუსეთი კატინის მოვლენებში სიცოცხლის უფლების დარღვევაში არ დაადანაშაულა, სტრასბურგის სასამართლოს “ორგანული კავშირის” სტანდარტს უკავშირდება. ამ სტანდარტის მიხედვით, დანაშაულებრივ მოვლენასა და კონვენციის რატიფიცირებას შორის გონივრულად მცირე დრო უნდა იყოს გასული. ევროსასამართლოს განცხადებით, ვინაიდან ადამიანის უფლებათა კონვენცია 1940 წელს ჯერ კიდევ არ იყო მიღებული და რუსეთმა იგი 58 წლის დაგვიანებით, 1998 წელს მიიღო, სასამართლოს არ ჰქონდა ლეგალური ძალმოსილება განეხილა აღნიშნული საქმე და ამჟამინდელი რუსეთის მთავრობისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა.

ECHR: “უნდა არსებობდეს გონივრული კავშირი სიკვდილსა და კონვენციის ძალაში შესვლას შორის მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან, რათა კონვენციის მე-2 მუხლით დაკისრებული პროცედურული ვალდებულებები მოვიდეს მოქმედებაში”.

ფაქტი N3: 2012 წლის აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, ECHR-მა რუსეთის მიერ სათანადო დოკუმენტების გადაცემაზე უარი, არაადამიანურ მოპყრობას გაუთანაბრა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროსასამართლო არ აქვს უფლებამოსილება განიხილოს კატინის მოვლენები და რუსეთი მე-2 მუხლის დარღვევაში სცნოს, იგი მკაფიოდ მიუთითებს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლის დარღვევაზე. სასამართლომ რუსეთის მიერ საქმის გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების პოლონური მხარისათვის გადაცემაზე უარის თქმა არაადამიანურ მოპყრობად შეაფასა.

ECHR-: “რუსეთის ხელისუფლებამ აპლიკანტებს არ მიაწოდა მათი ნათესავების გარდაცვალების გარშემო შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია, არ ჰქონია მცდელობა დაედგინა მათი სამარხების ადგილები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტები კონვენციის მესამე მუხლის დარღვევაა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აღიარა, რომ აპლიკანტის ნათესავები საბჭოთა ბანაკების ტყვეები იყვნენ, რუსულმა სასამართლოებმა უარყვეს კატინის ტყესა და სხვა მასობრივი მკვლელობების ადგილებში განხორციელებული დანაშაულებები… რუსეთის ხელისუფლებამ აპლიკანტების მიმართ აშკარა უხეში და უწყვეტი უგულებელყოფა გამოხატა, რაც არაადამიანურ მოპყრობად ითვლება.”

ფაქტი 4: ECHR-მა რუსეთს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება დააკისრა

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მხარეს მომჩივნებისათვის, რომლებიც კატინში დახოცილთა ნათესავებსა და ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ, სასამართლოში გაწეული ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა.

"

კატინის ტყეში მასობრივი სამარხის გახსნა გერმანელების მიერ, 1943

წყაროს შესახებ:

ნიკოლოზ სტარიკოვი წარმოადგენს მოძრაობა „ანტიმაიდანის” ერთ-ერთ ლიდერს და ამჟამად პარტია „ დიდებული მამულის” დამფუძნებელს, რომლის დევიზია: „რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიო”. სტარიკოვი ასევე იყო დეზინფორმაციის წყარო “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალაში, რომელიც ავღანეთში ნაკოტიკების წარმოების მაჩვენებელს ეხება.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist