კონსპირაცია, თითქოს პორტუგალიაში ამერიკელმა სენატორებმა 3 წლის ბავშვი გაიტაცეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

106.8k
VIEWS

18 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “აზიმუტი” გაავრცელა ინფორმაცია დასავლური ელიტის პედოფილიასთან კავშირის შესახებ და მაგალითად მოიყვანა თეთრი სახლის “სენატორი” ძმები, რომელთაც “აზიმუტის” მტკიცებით, ბავშვის გატაცებაში ედებათ ბრალი. პოსტში აღნიშნულია, რომ ძმები პოდესტები არაერთ სკანდალში არიან გახვეულები და 2007 წელს გაუჩინარებული მედლინ მაკკანის საქმეშიც ფიგურირებენ, თუმცა მათი გავლენიანის გამო ისინი სამართლებრივად ხელშეუხებლები იყვნენ.

"

აზიმუტის მტკიცება, რომ ძმებ პოდესტებს 3 წლის მედლინ მაკკანის გატაცებაში ედებათ ბრალი, კონსპირაციის თეორიაა, რომელიც 2016 წლიდან იღებს სათავეს. მედლინ მაკკანის გაუჩინარებაზე გამოძიებას ბრიტანეთი კვლავ აგრძელებს, ხოლო ძმებ პოდესტების დანაშაულის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. კონსპირაცია უკავშირდება ბრიტანეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ფოტორობოტებს, რომლებიც ყალბი გვერდების გამავრცელებელმა ვებ-გვერდებმა ჯონ და ტონი პოდესტებს მიამსგავსეს, თუმცა რეალურად, ფოტორობოტებზე ასახულია არა ორი, არამედ სხვადასხვა თვითმხილველების მიერ აღწერილი ერთი 20-40 წლის მამაკაცი. 2007 წელს კი ტონი პოდესტა 64-ის, ხოლო ჯონ პოდესტა 58 წლის იყო. 

  • მედლინ მაკკანის საქმეს პოლიცია დღემდე იძიებს

ინციდენტი 2007 წლის მაისში მოხდა, როდესაც მაკკანების ოჯახი პორტუგალიაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მშობლებმა 3 წლის მედლინი სახლში დატოვეს და ახლომდებარე რესტორანში წავიდნენ, თუმცა დაბრუნების შემდეგ შვილი ვეღარ იპოვეს. მედლინის გაუჩინარების საქმეზე უკვე წლებია გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიებაში თავდაპირველად ჩართული იყო პორტუგალიის, შემდეგ კი ბრიტანეთის პოლიცია. 12 წლის მანძილზე პოლიციას რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავდა, თუმცა მათ ჯერჯერობით ბრალი არ დამტკიცებიათ. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ გამოძიებას 2020 წლის მარტამდე გააგრძელებს.

Netflix-მა მედლინ მაკკანზე დოკუმენტური სერიალი გადაიღო, თუმცა სერიალში მონაწილეობა მედლინის მშობლებმა არ ისურვეს.

  • ძმებ პოდესტებზე კონსპირაციის თეორია 2016 წელს გავრცელდა

Washingtonpost-ისა და Poynter-ის ინფორმაციით, კონსპირაცია, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა 2016 წლის ნოემბერში, Pizzagate-ის სახელითაა ცნობილი. კონსპირაცია თავდაპირველად ტვიტერის მომხმარებლის მიერ გავრცელდა, რომლის ანგარიშიც ამჟამად წაშლილია, შემდგომ კი ცნობილმა ყალბი ამბების გამავრცელებელმა ვებ-გვერდმა YourNewsWire-მა გამოაქვეყნა და მის ტირაჟირებას შეუწყო ხელი.

როდესაც WikiLeaks-მა 2016 წელს ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის თავჯდომარის ჯონ პოდესტას პერსონალური იმეილები გამოაქვეყნა, იმეილებში ნახსენები საკვები კონსპირაციის თეორიის საფუძველი გახდა. შეთქმულების თეორიის მიხედვით, საკვები კოდურ სიტყვებს წარმოადგენდა და ჰილარი კლინტონსა და მისი საარჩევნო კამპანიის თავჯდომარეს, პოდესტას, ბავშვების ტრეფიკინგთან აკავშირებდა. კონსპირაციის თანახმად, ჰილარი კლინტონთან და პედოფილების ჯგუფთან ერთად ბავშვების ტრეფიკინგში, საკვების კოდური სიტყვებიდან გამომდინარე, ვაშინგტონში მდებარე პიცერია Comet Ping Pong-იც იყო ჩართული. აღნიშნული ამბის გავრცელების შემდეგ Comet Ping Pong-ის მფლობელი მუქარის წერილებს იღებდა და იყო შემთხვევაც, როდესაც 28 წლის მამაკაცი პიცერიაში იარაღით შევარდა, თუმცა გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

YourNewsWire-ის პუბლიკაცია სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და სწორედ ამ თემას მოჰყვა ახალი კონსპირაცია, თითქოს ტონი და ჯონ პოდესტები 2007 წელს პორტუგალიაში იმყოფებოდნენ და მათ მედლინ მაკკანი გაიტაცეს.

2013 წელს ბრიტანულმა პოლიციამ მედლინ მაკკანის გატაცებაში ეჭვმიტანილის 2 ფოტორობოტის სურათი გამოაქვეყნა, რომელიც ვიზუალურად ძმებ პოდესტებს წააგავდა. ფოტორობოტების სურათების დაკავშირება ჯონ და ტონი პოდესტებთან სოციალურ ქსელებში და კონსპირაციულ ვებ-გვერდებზე აქტიურად დაიწყო. ვინ იყო ამ კონკრეტული კონსპირაციის პირველწყარო, რთული დასადგენია, თუმცა ულტრამემარჯვენე პროპაგანდისტული Truthfeed.com ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღნიშნული დეზინფორმაცია გაავრცელა.

"
წყარო: snopes.com არქივი 

რეალურად, ფოტორობოტებზე ასახულია არა ორი, არამედ სხვადასხვა თვითმხილველების მიერ აღწერილი ერთი ადამიანი. ამასთანავე თვითმხილველებმა ეჭვმიტანილი აღწერეს, როგორც თეთრკანიანი, მოკლე ყავისფერი თმით, 20-დან 40 წლამდე მამაკაცი. 2007 წლისთვის კი, როდესაც მედლინი გაიტაცეს, ტონი პოდესტა 64-ის, ხოლო ჯონ პოდესტა 58 წლის იყო. ამასთანავე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ძმები პოდესტები 2007 წლის მაისში პორტუგალიაში იმყოფებოდნენ.

  • ვინ არიან “სენატორი” ძმები პოდესტები?

ჯონ პოდესტა 90-იანი წლებიდან თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მუშაობდა, 2014-2015 წლებში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველი იყო, ხოლო 2016 წელს კი ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის თავჯდომარე. სწორედ ჯონ პოდესტას გამოუქვეყნა WikiLeaks-მა კლინტონის კამპანიასთან დაკავშირებული იმეილები. ჯონ პოდესტას ძმა ტონი პოდესტა ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლობისტი და Podesta Group-ის დამფუძნებელია, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში პრო-რუსულ ჯგუფებთან კომპანიის თანამშრომლობაზე მიულერის გამოძიება დაიწყო, ტონი პოდესტა კომპანიიდან წავიდა. აღნიშნული გამოძიება ეხებოდა Podesta Group-ის მიერ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” (Foreign Agents Registration Act) შესაძლო დარღვევას.

აზიმუტის შესახებ

Facebook გვერდი „აზიმუტი” 2017 წლის 19 დეკემბერს შეიქმნა. ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციაში გვერდს მითითებული აქვს, რომ ის ემსახურება სამხედრო ანალიტიკურ მიმართულებას და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ მოსახლეობის ინფორმირებას. ფეისბუკს ადმინისტრატორი საქართველოს გარდა, რუსეთში, საფრანგეტსა და ავსტრიაში ჰყავს.

"

“აზიმუტი” მას შემდეგ მოექცა “მითების დეტექტორის” ყურადღების არეალში, რაც ფეისბუკ გვერდმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან ინტერვიუ სხვა რამდენიმე მედიის მსგავსად შეცდომაში შემყვანი სათაურით გამოაქვეყნა.

“აზიმუტის” მიერ გავრცელებული სხვა მანიპულაციური მასალები ხელმისაწვდომია ქვემოთ მითითებულ ბმულებზე:

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, პორტუგალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist