კონსპირაციები ადამიანების „მასობრივ დაჩიპვაზე“ რუსულ და ქართულ მედიასაშუალებებში

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

წითლად
5.1k
VIEWS

,,ასავალ-დასავალის’’ 16-22 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელთან, სადაც ის აცხადებს რომ ადამიანის კანქვეშ ათავსებენ ჩიპებს, რომელზეც მხოლოდ კოდირებული ნომერია ასახული და თანაგზავრის მეშვეობით ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს. შედეგად  ადამიანი ბრძანების შემსრულებელ ზომბად იქცევა.

მიხეილ ცაგარელი: „ადამიანის კანქვეშ ათავსებენ ჩიპს სადაც შენახულია ყველა ინფორმაცია და კოდირებული ნომერი. შლიან გვარ-სახელს, ჩიპზე მხოლოდ ნომერს ტოვებენ. შემდეგ ამ ჩიპით თანამგზავრიდან იწყებენ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებას და ადამიანი ხდება ბრძანების შემსრულებელი, ანუ ზომბი“

16-22 ოქტომბერი, ასავალ-დასავალი

რეალური ფაქტები

ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ადამიანის კანქვეშ ჩიპის დაყენება, რომელიც მის ზომბირებას იწვევს სავალდებულოა, არასწორია. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიკროჩიპების ჩადგმა ნამდვილად სავალდებულოა, ოღონდ არა ადამიანებში, არამედ შინაური ცხოველების გარკვეულ სახეობებში. ამგვარი მიკროჩიპი მრავალნიშნა კოდს შეიცავს, რომლის წაკითხვა სპეციალური სკანერით შეიძლება. მიკროჩიპები ნემსის საშუალებით თავსდება ცხოველის სხეულში, ხოლო კოდის მეშვეობით ხდება დაკარგული ცხოველის პატრონის იდენტიფიცირება და საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.

via GIPHY

ევროკავშირის წესებით, ე.წ. „დაჩიპვა” სავალდებულოა არაწევრი ქვეყნებიდან შინაური ცხოველების ევროკავშირის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის. მიკროჩიპზე დატანილი კოდით ხორციელდება კონკრეტული ცხოველის დაკავშირება მის ვეტერინარულ პასპორტთან და ვაქცინაციის შესაბამისობის დადგენა. მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მიკროჩიპები GPS ტექნოლოგიას შეიცავს და მათი მატარებლის ადგილსამყოფელის დადგენის საშუალებას იძლევა. ერთადერთი მიზანი მიკროჩიპის ცხოველებში დატანას დაავადებებისა და ეპიდემიების საფრთხისგან დაცვაა.

ერთადერთი კერძო კომპანია, რომელმაც ჩიპების დანერგავს 2017 წლის ზაფხულში მიმართა, ამერიკული Three Square Market-ია, რომელიც შვედური კომპანიის დახმარებით თავის თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, ჩიპების ჩასმას სთავაზობს. თუმცა, ამ ჩიპების დანიშნულება იმაზე ბევრად უფრო ტრივიალურია, ვიდრე ამას კონსპირაციები და დეზინფორმაციული წყაროები ცდილობენ მოგვაჩვენონ. ამ ჩიპების დახმარებით თანამშრომლებს შეუძლიათ კარებების გაღება, საკვების შეძენა, კორპორატიული კომპიუტერების სისტემებში შესვლა და ქსეროქსის აპარატების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილება საკმაოდ მოსახერხებელია, ამ ეტაპზე ჩიპების ჩადგმა დასავლურ საზოგადოებაში ტრენდს არ წარმოადგენს.

2014 -2016 წლებში კონსპირაციულ თეორიები აშშ-ის  მოქალაქეების  მასობრივ დაჩიპვის თაობაზე ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის  მიერ 2007 წელს მომზადებული სიუჟეტის  არასწორ ინტერპრეტაციას და მის საფუძველზე დეზინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. სინამდვილეში NBC-ის 2007 წლის რეპორტაჟში გამოთქმულია ვარაუდი, რომ 2017 წლისათვის ყველა ამერიკელი მიიღებს მიკროჩიპს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებების შემთხვევაში. ამ ჩიპზე იქნება სამედიცინო ინფორმაცია, რომელიც მკურნალობის დროს შეიძლება გახდეს გამოსადეგი.  რეპორტაჟში  არსად არაა ნახსენები, რომ ჩიპების ჩადგმა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდება.

კონსპირაციის სხვა ქართული წყაროები

პირველად მიკროჩიპებზე კონსპირაცია საქართველოში  Geworld.ge-სა და  TV ობიექტივის წამყვანის მიერ 2014 წელს  გავრცელდა და  ევროინტეგრაციის წინააღმდეგ განწყობების გაღვივებას ისახავდა მიზნად. ამ თემაზე მითების დეტექტორის მიერ ადრე მომზადებული მასალა ევროკავშირის მიერ ახალშობილთათვის კანქვეშ ჩიპების ჩადგმის ვალდებულებას შეეხებოდა.

კონსპირაციის რუსული პირველწყაროები

კონსპირაცია ადამიანის მმართველი ჩიპების შესახებ  ძირითადად  სხვადასხვა ტაბლოიდური მედიასაშუალებების და რუსულენოვანი ვებ-გვერდების მიერ ვრცელდება, რომლებიც შეთქმულების თეორიების მოყვარულ მკითხველზეა გათვლილი და მცდარ ინფორმაციას შეგნებულად რეალურად ასაღებს. მაგალითად, სპეციალური რუსულენოვანი რესურსები ,,პროგრამა იუსმალოსი“ და „საკოორდინაციო კომიტეტი უნივერსალური ელექტრონული ბარათის შემოღების საწინააღმდეგოდ“ მკითხველს  „მასობრივი დაჩიპვისგან“ საზოგადოების გადარჩენისკენ მოუწოდებენ (იხ. ცხრილი).

ვებ-გვერდი ვებ-გვერდის შესახებ კონსპირაცია
,,პროგრამა იუსმალოსი“ –  www.usmalos.com
"
იუსმალოსი – ,,პროგრამა დედამიწის გადარჩენისათვის’’, რომლის მიზანს საზოგადეობის მასობრივი ,,დაჩიპვისაგან’’ გადარჩენა წარმოადგენს.  

მიკროჩიპები პასპორტებთან, კონრაქტებთან და ადამიანის კანზე გამოხატულ სხვადახვა ნიშნებთან ერთად, ანტიქრისტეს ოთხ ელემენტს წარმოადგენს.

საკოორდინაციო კომიტეტი უნივერსალური ელექტრონული ბარათის შემოღების საწინააღმდეგოდ –  www.protivkart.org
"
საკოორდინაციო კომიტეტი უნივერსალური ელექტრონული ბარათის შემოღების საწინააღმდეგოდ მიკროჩიპების გამოყენება მოხდება ადამიანების ემოციების გაკონტროლებისა და ჰალუცინაციების გამოწვევის მიზნით. მეტიც, მათი საშუალებით ადამიანთა სხვადასხვა ორგანოების გათიშვა და მანიპულაცია იქნება შესაძლებელი.
“მოსკოვი – მესამე რომი“  – www.3rm.info
"
მოსკოვი-მესამე რომი (Москва – Третий Рим)  რუსულენოვანი ვებ-გვერდია, რომელიც ანტიდასავლური განწყობების შემცველ ყალბ ფოტოებს და დეზინფორმაციას ავრცელებს. 2016 წელს Москва – Третий Рим  -მა  გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკაში ადამიანის და შიმპანზეს შესაჯვარებლად ცდებს ატარებენ, რასაც ფოტოდ  სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა “The Chimeran”-ის პოსტერი დაურთო. Москва – Третий Рим -ის სტატიის „კაცობრიობის ჩიპიზაცია-უკვე დღეს“ მიხედვით, უახლოეს მომავალში ადამიანების კონტროლი მიკროჩიპების საშუალებით მოხდება. აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მონიტორინგის გაძლიერების და  დახმარების აღმოჩენის მიზნით,   ქვეყნის უსახლკარო ადამიანებზე ექსპერიმენტი ჩაატარა და მათ მიკროჩიპები ჩაუმონტაჟა.  სინამდვილეში ამბავი, რომ აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი უსახლკაროთა სავალდებულო ჩიპიზაციას იწყებს კომპანია Politech -ის მიერ 2004 წელს გავრცელებული საპირველაპრილო ხუმრობაა.
Конец света – www.konetssveta.ru
"
Конец света რუსულენოვანი ვებ- გვერდია, რომელიც სხვადასხვა ცრურწმენებსა და კონსპირაციებს ავრცელებს. ტექნოლოგიურ პროგრესი „მსოფლიოს აღსასრულს“ გამოიწვევს. ამგვარ ტექნოლოგიურ პროგრესში კი  იგულისხმება: სენსორული კედლები სამზარეულოში (Living Wall), სენსორული მაისურები, მიკროჩიპები კანქვეშ, Sony-ს ახალი სენსორული მონიტორი პროდუქტების შეფუთვისთვის, თოჯინა ბარბი, რომელსაც დამონტაჯებული აუდიოჩიპის საშუალებით საუბარი შეუძლია და ა.შ

სხვადასხვა

EU vs Disinfo-ს ცნობით, რომელიც რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული გზავნილების მიმოხილვას აქვეყნებს,  ადამიანების დაჩიპვის საიდუმლო გეგმაზე კონსპირაცია 2016 წლის მაისში ერთ-ერთმა ჩეხურენოვანმა ვებ-გვერდმაც  გამოაქვეყნა.  სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი (The New World Order – ტოტალიტარული მსოფლიო მთავრობა) დედამიწის მოსახლეობის 1 მილიარდამდე (ე.წ ოქროს მილიარდი) შემცირებას გეგმავს. ამასთან, კონტროლის მიზნით მათ მიკროჩიპებს ჩაუდგამენ.

ადამიანებში ჩიპების ჩადგმაზე გავრცელებული ცნობები, როგორც წესი ერთმანეთის მსგავსია და მეტი დამაჯერებლობისთვის  სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევის, მაგალითად, ორგანიზმში გლუკოზის დონის დამდგენი კანქვეშა მოწყობილობის, ამსახველი ფოტოები ახლავს თან.

მიხეილ ცაგარელის შესახებ

მიხეილ ცაგარელი რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული Sputnik-საქართველოს მიმომხილველად 2017 წლის 4 აგვისტოდან მუშაობს.

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist