კრემლის 2 მითი მეორე მსოფლიო ომისა და პოლონეთის შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

123451
197
VIEWS

17 იანვარს რუსეთში “ვარშავის გათავისუფლების” 75 წელი აღინიშნა. ამის პარალელურად კრემლის მედიაში მეორე მსოფლიო ომის რუსული ვერსია და ფაქტების დამახინჯება კვლავ გამოჩნდა. ეს ხაზი გამოიკვეთა პრო-რუსულ ქართულენოვან მედიაშიც. ისტორიის რევიზიონიზმის სამიზნე ამჯერად პოლონეთი გახდა და კრემლის პროპაგანდის ორი ძირითადი ნარატივი გავრცელდა: ვარშავის ამბოხებას სსრკ ვერ დაეხმარებოდა და სსრკ-მა პოლონეთი გაათავისუფლა.

Sputnik-Abkhazia, 19 იანვარი:  “ვარშავის 1944 წლის ამბოხება საბჭოთა მთავრობასთან კოორდინაციის გარეშე დაიგეგმა. საბოლოოდ, ამბოხებულები დანებდნენ და გერმანიამ ქალაქი გაანადგურა…არ არსებობდა [საბჭოთა] ოპერაციის გაგრძელების შესაძლებლობა…თუ რუკას დავხედავთ და ფრონტისა და ძალების კონფიგურაციის ანალიზს მოვახდენთ, ჩნდება კითხვა – შესაძლებელი იყო წარმატებული თავდასხმითი ოპერაციის განხორციელება, თუ დროებითი თავდაცვის საჭიროება იდგა?”

Sputnik-Abkhazia, 19 იანვარი: “ვარშავის განთავისუფლების 75 წლისთათან დაკავშირებით პოლონეთს ურჩევნია “ვარშავის დაპყრობის” ფორმულირება, რაც ნიშნავს, რომ ქალაქი განთვისუფლდა არა მოკავშირეების მიერ, არამედ დაიპყრო მტრის არმიამ.”

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმი: “ალექსანდრე ჭაჭია განგაშის ზარებს სცემს ისტორიის ფალსიფიკაციის დაუშვებლობის შესახებ, რომელიც ძველი და ახალგაზრდა თაობების კავშირების რღვევაზე, ნაცისტურ გერმანიასთან – სსრკ–ის, ჰიტლერთან – სტალინის გათანაბრების საფრთხეზე მუშაობს. ათიოდე წლის წინათ ბევრ ჩვენგანს არ ესმოდა, თუ რამდენად საშიში იყო ეს, მანამ, სანამ დღეს არ მივიღეთ გმირთა საფლავებისა და ძეგლების შემრყვნელი პოლონეთი და უკრაინა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, – რუსული ენის ამკრძალავი და ბანდერას მადიდებელი ნაციონალისტები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ანადგურებდნენ ჩვენს თანამემამულეებს, მათ შორის პოლონელებსა და უკრაინელებს, ლიტველებს, ლატვიელება და ესტონელებს!”

 

“ვარშავის გათავისუფლების” და სსრკ-ს მიერ ვარშავის ამბოხებაში ჩაურევლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ისტორიის გადაწერის მცდელობაა და კრემლის მიერ ისტორიის რევიზიის მეთოდს წარმოადგენს.

  • მითი N1: პოლონეთის განთავისუფლება 

რუსეთის ვერსიის მიხედვით, ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთის ოკუპაცია მოახდინა, სსრკ კი ომში მხოლოდ 1941 წლის  21 ივნისს ჩაერთო და პოლონეთის დახმარებას ცდილობდა. სწორედ მისი დამსახურებაა პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობა.

  • რეალური ფაქტი N1: საბჭოთა ოკუპაცია 

სსრკ-სა და ნაცისტურ გერმანიას შორის 1939 წლის 23 აგვისტოს დადებული. შეთანხმება მოიცავდა საიდუმლო ნაწილს, რომლის მიხედვითაც სსრკ და ნაცისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპაში “გავლენის სფეროებს” ინაწილებდნენ.

საბჭოთა კავშირი, როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე, მეორე მსოფლიო ომში 1939 წლის 17 სექტემბერს ჩაერთო, როდესაც წითელმა არმიამ პოლონეთის ის ტერიტორია დაიკავა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით საბჭოთა გავლენის სფეროს მიეკუთვნებოდა.

2019 წლის 29 დეკემბერს პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ, პოლონეთის მეორე მსოფლიო ომის ისტორიის შესახებ საუბრისას ახსენა ბრეს-ლიტოვსკის აღლუმი, როგორც ნაცისტურ-საბჭოური მოკავშირეობის სიმბოლო. ბრეს-ლიტოვსკში 1939 წლის 22 ივნისს ნაცისტურმა გერმანიამ და წითელმა არმიამ დამოუკიდებელი პოლონეთის ოკუპაცია ერთობლივად აღნიშნეს.

67
საბჭოთა და გერმანელი ოფიცრის შეხვედრა ბრესტში. წყარო

1944 წლის ბოლოს ლუბლინში ჩამოყალიბდა პოლონეთის ახალი მთავრობა, რომელიც მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, ჩეხოსლოვაკიამ და იუგოსლავიამ აღიარეს. 1945 წლის აპრილში სოციალისტი ოსობკა-მორავსკის ხელმძღვანელობის ფარგლებში ამ ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირთან მეგობრობისა და ალიანსის ხელშეკრულება დადო.

პოლონეთის გასაბჭოების პროცესი ტერორით, ძალადობით, გამოხატვის თავისუფლების აკრძალვითა და მიწების ნაციონალიზაციით მიმდინარეობდა. პოლონეთის კომუნისტრუმა რეჟიმმა სტალინის 1952 წლის კონსტიტუციაც მიიღო. დაიწყო პოლიტიკური დევნა და რეპრესიები.

პოლონეთის საგარეო სამინისტროს ცნობით, ზუსტი რიცხვის განსაზღვრა დღემდე შეუძლებელია, თუმცა საბჭოთა რეპრესიებს მხოლოდ 1939 წლიდან 1944 -მდე 560000 პოლონელი შეეწირა.

  • მითი N2: ვარშავის აჯანყებაში სსრკ ვერ ჩაერეოდა

EuvsDisinfo-ს მიხედვით ჯერ საბჭოური შემდეგ რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს დაამტკიცოს, რომ ვარშავასთან იმ დროს მყოფ წითელ არმიას რესურსებისა თუ კომუნიკაციის არარსებობის გამო ჩარევა არ შეეძლო.

  • რეალური ფაქტი N2: სსრკ-ს ჩარევა არ უნდოდა

1944 წლის 1 აგვისტოს ლონდონში გახიზნულმა პოლონეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ და არმია კრაიოვამ ვარშავაში გერმანული ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყეს. აჯანყება იმავე წლის 2 ოქტომბერს მარცხით, ასეულ ათასობით მსხვერპლითა და განადგურებული დედაქალაქით დასრულდა.

68
ვარშავის აჯანყება. წყარო

წლების განმავლობაში დასავლელი ისტორიკოსები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვარშავის აჯანყებაში სსრკ-ს ჩაურევლობა სტალინის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. საბჭოთა კავშირს იმ დროისათვის ვარშავის განთავისუფლების არანაირი ინტერესი არ გააჩნდა. ხოლო მაშინ, როცა არმია კრაიოვამ მომარაგებისთვის საჰაერო ძალების დახმარება ითხოვა, საბჭოთა კავშირმა უარი თქვა, მოკავშირეების თვითმფრინავებს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აევსოთ საწვავი. ისტორიოკს ნორმან დავიესის თანახად, სტალინმა ნაცისტურ გერმანიის არმიანს პოლონეთის არმიის განადგურება აცალა. ამბოხების დროს, საბჭოთა არმია ვარშავასთან ახლოს იყო განლაგებული, თუმცა მათ პოლონელების დახმარების ბრძანება არ მიუღიათ.

 

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist