კრემლისტური მედია: კორონავირუსს ბელარუსის ოპოზიცია ავრცელებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

fsdf
127
VIEWS

EUvsDisinfo-ს მასალის მიხედვით.

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა რუსეთი კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში დაადანაშაულა.

როგორც ჩანს, კრემლისტური მედია ამ მხრივ ბელარუსშიც აქტიურობს. 18 თებერვალს პორტალზე podneprovie-info.com გამოქვეყნდა სტატია სათაურით “კორონავირუსს ოპოზიცია ავრცელებს”. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ  ბელარუსის ოპოზიციას სურს გამოიყენოს კორონავირუსის ეპიდემია დესტაბილიზაციისა და პანიკის დათესვის მიზნით. სტატიის მიხედვით, კორონავირუსი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ოპოზიციამ შეასუსტოს სახელმწიფო უწყებები, ხელი შეუშალოს საპრეზიდენტო არჩევნებს და უხელმძღვანელოს გადატრიალებას.

"

“სახალხო უკმაყოფილების გაღვივების მიზნით ოპოზიციის წევრებს ესაჭიროებათ მილიონობით დაინფიცირებული მოქალაქე… ისინი მადლობას უხდიან ღმერთს კორონავირუსის გამოგზავნისა და ბელორუსის დიქტატორული რეჟიმის დასრულებისთვის”, – წერს სტატიის ავტორი.

კრემლისტური მედია ბელარუსში კორონავირუსზე კონსპირაციებს პირველად არ ავრცელებს. თებერვალში მინსკელმა ექსპერტმა “სპუტნიკ ბელარუსს” განუცხადა, რომ კორონავირუსი ბელარუსში მაშინ გავრცელდებოდა, როდესაც ამას  სპეც-ოპერაცია “კორონავირუსის” ხელმძღვანელები გადაწყვეტდნენ.

"

podneprovie-info.com დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებით ცნობილი გამოცემაა. 2019 წლის 8 აპრილს პორტალზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც ამტკიცებდა, თითქოს  ბელარუსის მოქალაქეებისათვის შენგენის ვიზის მოსაკრებლის სიძვირე  ქვეყნაში მცხოვრები ჰომოსექუალების დაბალი რიცხოვნობით იყო გამოწვეული.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელორუსი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist