კრემლისტური მედია რუსი დიპლომატების გაძევების გამო ბრიტანეთს “ნაცისტურ წარსულს” ახსენებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

30074088_1858923554127227_1961499424_o
286
VIEWS

სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას რუსი პოლიტიკოსებისა და კრემლისტური მედიის მხრიდან პროპაგანდისტული გზავნილების ახალი ტალღა მოჰყვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 1936 წელს ნაცისტურ გერმანიაში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს შეადარა და აღნიშნა, რომ პუტინი ისევე გამოიყენებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, როგორც ჰიტლერმა 1936 წელს ოლიმპიური თამაშები გამოიყენა. საპასუხოდ, კრემლისტური ჯგუფები დიდ ბრიტანეთს “ნაცისტურ წარსულს” უხსენებენ და კოლაბორაციონიზმში ადანაშაულებენ.

2018 წლის 29 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა ბრიფინგზე ბორის ჯონსონის შედარებას გამოეხმაურა და დიდ ბრიტანეთს ნაცისტურ ბერლინში 1936 წელს ოლიმპიადაზე დასწრება გაახსენა. მისივე თქმით, იდეოლოგიურ საფუძველზე საბჭოთა კავშირმა ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიიღო.

ზახაროვას ბრიფინგი ქართულმა კრემლისტურმა გამოცემებმაც გაავრცელეს. დიდი ბრიტანეთის “ნაცისტურ” წარსულს საქინფორმმა 2-3 აპრილის 5 სტატია მიუძღვნა, საქართველო და მსოფლიომ კი – 1.

საქინფორმი: “1936 წელს ბრიტანული ისტებლიშმენტის წარმომადგენლები საკუთარი სურვილით ჩავიდნენ გერმანიაში, ჰიტლერთან, სსრკ-მა კი იმ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვა!.. აი, იმ ქვეყნის ისტორიის ფურცელი, რომელიც დღეს საქართველოს მოკავშირე და პარტნიორია! აი, ჭეშმარიტი სახე დიდი ბრიტანეთის ისტებლიშმენტისა, რომლის მიმართ სოლიდარობის ნიშნად საქართველომ გასულ კვირას რუსი დიპლომატი გააძევა!”

"

"

"

"

"

აღნიშნული ჯგუფები ქმნიან კონტექსტს, თითქოს სსრკ-მა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადას ბოიკოტი გერმანიის ნაცისტური იდეოლოგიის გამო გამოუცხადა, ბრიტანეთს კი ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობას სდებენ ბრალს. აღნიშნული გზავნილები ისტორიის ფაბრიკაციაა. რუსეთს, ხოლო შემდეგ სსრკ-ს 1917 წლიდან 1952 წლამდე არცერთ ოლიმპიადაში მიუღია მონაწილეობა. ბრიტანეთი კი საფრანგეთთან ერთად პირველი იყო, ვინც გერმანიას პოლონეთში შეჭრიდან ორი დღის შემდეგ ომი გამოუცხადა. სწორედ ამ დროს საბჭოთა კავშირს ჰიტლერთან თავდაუსხმელობის პაქტი ჰქონდა გაფორმებული, რომლის თანახმადაც სტალინი და ჰიტლერი აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროებს იყოფდნენ.

          1. საბჭოთა კავშირს ოლიმპიადაში მონაწილეობა 1952 წლამდე არ მიუღია

მტკიცება, რომ 1936 წელს სსრკ-მა ბერლინის ოლიმპიადას ნაცისტური იდეოლოგიის გამო გამოუცხადა ბოიკოტი, სიცრუეა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთი, ხოლო 1921 წლიდან საბჭოთა კავშირი ოლიმპიადაში მონაწილეობას იდეოლოგიურ საფუძველზე აპროტესტებდა, რადგანაც შეჯიბრზე დაფუძნებული სპორტი კაპიტალიზმის პროდუქტად მოიაზრებოდა.

სპორტის პოპულარიზაცია საბჭოთა კავშირში 1930-იანი წლებიდან იწყება, რასაც მოჰყვა ფიზიკური კულტურის (ფიზკულტურა) წახალისება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირისთვის ოლიმპიადები და სპორტული შეჯიბრებები კომუნიტური იდეოლოგიის გავრცელების ინსტრუმენტი გახდა.

          2. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთთან ერთად, იყო პირველი, ვინც გერმანიას, პოლონეთში შეჭრის გამო ომი გამოუცხადა

1939 წლის აგვისტოში ჰიტლერსა და სტალინს შორის გაფორმებული თავდაუსხმელობის პაქტის შედეგად, ჰიტლერი პოლონეთში შეიჭრა. პოლონეთში შეჭრიდან 2 დღის შემდეგ, 1939 წლის 3 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ნაცისტურ გერმანიას ომი გამოუცხადეს.

თავდაუსხმელობის პაქტის საფუძველზე, 1941 წლის 22 ივნისამდე, მანამ სანამ გერმანია ომს საბჭოთა კავშირს გამოუცხადებდა, სტალინი:

  • 1939 წლის 17 სექტემბერს შეიჭრა პოლონეთში;
  • 1939 წლის 30 ნოემბერს შეიჭრა ფინეთში;
  • 1940 წლის 16 ივნისს მოახდინა ლიტვის ოკუპაცია;
  • 1940 წლის 17 ივნისს მოახდინა ესტონეთის და ლატვიის ოკუპაცია.

         3. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ საჯარო დისკუსია რუსეთში დასჯადია

ბრიტანულ მედიაში 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაში მონაწილეობის კრიტიკის შესახებ არაერთ სტატიას ვხვდებით, რომლებშიც ბერლინის ოლიმპიადაში ბრიტანეთის და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მონაწილეობა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ მემკვიდრეობად ითვლება. ბრიტანეთისგან განსხვავებით, რუსეთში იმის თქმა, რომ 1939 წელს სსრკ და ნაცისტური გერმანია პოლონეთში მოკავშირეების სტატუსით შეიჭრნენ დასჯადია, რაც ისტორიის გაყალბების კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს.

პერმის მცხოვრებ ვლადიმირ ლუზგინს, რომელმაც სოციალურ ქსელ Vkontakte-ში დაწერა, რომ 1939 წელს სსრკ და გერმანია პოლონეთში შეიჭრნენ, სასამართლომ ნაციზმის რეაბილიტაციისა და ნიურნბერგის ტრიბუნის შედეგების უგულვებელყოფის მოტივით 200 000 რუბლის ჯარიმა დააკისრა.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist