ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

კურნავს თუ არა სუფთა სპერმა კოვიდ-19-ს?

9 ივლისი, 2020

წყარო: rappler.com

ფილიპინებში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს სუფთა სპერმას COVID-19-ის განკურნვა შეუძლია. 

21 აპრილს ფილიპინელმა ექიმმა ანაქლეტო ბელეზ მილენდეზმა Youtube-ზე გაავრცელა ვიდეო სათაურით “სუფთა სპერმა კურნავს COVID-19 -ს”. ვიდეოს ხანგრძლივობა 3 წუთი და 22 წამია, სადაც ექიმი განმარტავს სუფთა სპერმის სამკურნალოდ გამოყენებას, ასევე რეკომენდაციას უწევს მის დალევას ან ხელის გამწმენდ საშუალებად გამოყენებას. 

ვიდეოს გამნარტებაში მილენდეზი თან ურთავს სამეცნიერო კვლევის აღწერილობას და ახდენს “მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის” ციტირებას. 

ვიდეო საკმაოდ პოპულარული გახდა და მას 118,672 ნახვა ჰქონდა. Facebook-ის მონიტორინგის მექანიზმმა Claim Check-მა აღნიშნული ვიდეო ვერიფიკაციის მიზნით მონიშნა. 

დღესდღეობით კვლავ არ არსებობს ოფიციალური პრეპარატი, რომელიც განკურნავს COVID-19-ით დაავადებულ ადამიანებს. ასევე, კვლევაში რომლის ციტირებაც მოახდინა მილენდეზმა, არ არის ხსენებული COVID-19-ი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ზოგიერთი სპეციფიური მკურნალობის გზები კვლევის პროცესშია, თუმცა არ არსებობს ავტორიზებული პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ. 

არსებობს კვლევები, სადაც აღნიშნულია სპერმის ანტიბაქტერიული თვისებების შესახებ, თუმცა არა კორონავირუსთან მიმართებაში.

კვლევა, რომლის ციტირებაც მილენდეზმა მოახდინა, განცორციელდა საფრანგეთის პასტეურის ინსტიტუტის მიერ, 2016 წელს, იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე COVID-19-ს აღმოაჩენდნენ. 

მეცნიერებმა შეისწავლეს ზიკას და ჩიკუნგუნიას ვირუსების შემთხვევაში სპერმინის და სპერმიციდის შესაძლო ეფექტები. აღნიშნული ვირუსები კოღოების მეშვეობით გადადის, რაც არ არის დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევაში. მსგავსი ტიპის ყალბი ინფორმაცია ასევე გამოავლინა ტაივანში არსებულმა ფაქტჩეკინგ ორგანიზაციამ Taiwan Fact Check Center-მა. 

მილენდეზი არის საქველმოქმედო ორგანიზაციის “ლამაზი გულის ფონდის” დამაარსებელი. იგი თავის Facebook გვერდზე სთავაზობს მომხმარებელს დაბერების საწინააღმდეგო სახის პროდუქტებს, რომელიც სპერმისგან არის დამზადებული.