მაკრონი Fake News-ის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

1280x720_story-1e02d4e2-5403-517f-b575-fe6481828670_1807705
91
VIEWS

ევრონიუსის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი  არჩევნებამდე  ყალბი ახალი ამბების გავრცელების (Fake News) წინააღმდეგ კანონის შემოღებას აპირებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ 3 დეკემბერს, პარიზში, ელისეის სასახლეში პრესის წარმომადგენლებთან ახალი წლის მიმართვის დროს განაცხადა.

“მე გადავწყვიტე, რომ ჩვენ შევცვლით ჩვენს საკანონმდებლო სისტემას, რათა დავიცვათ დემოკრატიული ცხოვრება ყალბი ახალი ამბებისგან” აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, არჩევნების პერიოდში ინტერნეტში გავრცელებული კონტენტი განსხვავებული წესებით დარეგულირდება. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლებელს გახდის საჭიროების შემთხვევაში კონტენტის შეზღუდვას, მომხმარებელთა პროფილების წაშლას და ვებ-გვერდების დაბლოკვას. საფრანგეთის პრეზიდენტის სურვილია ონლაინ პლატფორმები დასპონსორებული კონტენტის მიმართ მეტად გამჭვირვალე გახდეს, ხოლო აუდიტორიას მიეცეს საშუალება მოახდინოს რეკლამის დამკვეთთა ვინაობის იდენტიფიცირება.

ემანუელ მაკრონის თქმით, მედია რეგულატორებს, მაგ. ფრანგულ ვოჩდოგ CSA -ს მიეცემათ მეტი ბერკეტი ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

პრესისადმი მიმართვის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა რუსული მედია, განსაკუთრებით ტელეარხი Russia Today (RT) და ის მის წინააღმდეგ 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, როგორც RT-ის ვებ-გვერდის ასევე ტელეეთერის გამოყენებით.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist