მედიაწიგნიერება საქართველოში: როგორ ავსებენ არასამთავრობოები ხელისუფლების შექმნილ ვაკუუმს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

coverrrr (1)
2k
VIEWS

საქართველოში გავრცელებული ყალბი ამბები, როგორც ჩანს,  ევროკავშირისა და დასავლეთ ევროპული ღირებულებებისადმი შიშის გავრცელებას უწყობს ხელს. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებას ახდენს და ფაქტების გადამოწმების გზით მათ უარყოფას ცდილობს. თუმცა, ბევრად ეფექტიანი ყალბი ინფორმაციების გავრცელების პრევენციაა, რისი მიღწევაც მედიაწიგნიერებითაა შესაძლებელი. ეს ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება გავიაზროთ ჟურნალისტური საქმიანობა და ინფორმაციის წყაროები. თუმცა, საქართველოში ამ უნარების სწავლება ხშირად მოხალისეობრივ  საწყისებზე ხდება.

საქართველოს საზოგადოიებრივ საქმეთა ინსტიტუტი  (GIPA) მომავალ ჟურნალისტებს ასწავლის. უნივერსიტეტი მიზნად ისახავს მედიაწიგნიერება საზოგადოებაში ფართოდ გაავრცელოს. სწორედ ამიტომ ტრენერები რეგიონის სკოლებში ჩადიან, სადაც ისინი მოსწავლეებს უხსნიან, თუ როგორ მუშაობენ ჟურნალისტები. შემდეგ კი მოსწაველეები თავად ქმნიან მულტიმედიურ მასალებს. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მედიაწიგნიერების საფუძველია. თიკო ცომაია GIPA-ში ასწავლის. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის სწავლება, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას: “თუ შენ არ შეგიძლია ტყულის სიმართლისგან გარჩევა, შენ დამარცხებული ხარ და ეს სამწუხაროა”. მისი აზრით, მედიაწიგნიერება ყველა განათლების პროგრამის ნაწილი უნდა იყოს. “რაღაც ძალიან მნიშვნელვანი არის გასაკეთებელი მედია წიგნიერების მიმართულებით,” – ამბობს თიკო ცომაია

მედიაწიგნიერება მასწავლებლებისთვის

მედიაწიგნიერება არის უნარი, რომელიც ნებისმიერი სახის კომუნიკაციას ეხება. ის კრიტიკულ აზროვნებას უწყობს ხელს, რაც დეზინფორმაციასთან გასამკლკავებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოში ამ საკითხზე ყურადღებას არასამთავრობო სექტორი ამახვილებს, მათგან ერთ-ერთი მედიის განვითარების ფონდია (MDF), რომელსაც სხვადასხვა ინსტიტუტი აფინანსებს. როდესაც საქმე მედია წიგნიერებას ეხება, MDF განსაკუთრებულ ყურადრებას ახალგაზრდებისა და მასწავლებლების განათლებას უთმობს. სწორედ ამიტომ, ის უნივერსიტეტებს მომავალი მასწავლებლებისთვის სასწავლო კურსებს სთავაზობს . “მედიაწიგნიერება უფრო და უფრო პოპულარული ხდება.  ყველა აქტორი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მედიაწიგნიერება დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად მთავარი იარაღია,” – აცხადებს სოფო გელავა, ტრენერი MDF-დან. თიკო ცომაიას მსგავსად, მას სურს სახელმწიფომ მეტი ძალისმხევა ჩადოს ამ საკითხში და მზად არის თანამშრომლობისთვის: “ განათლების სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი აქვს მედიაწიგნიერების პოპულარიზაციაში. ზოგჯერ მასწავლებებს დამატებით ტრენინგებზე დასასწრებად შესაბამისი მიტივაცია ან საკმარისი დრო არ აქვთ .”

მთავრობა მედიაწიგნიერების საკითხზე მუშაობს

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების პერსპექტივიდან მთავრობის მხრიდან გაწეულ ძალისხმევას აქამდე დიდი შედეგები არ მოუტანია. ასე რომ, ისინი ელოდებიან მეტ მედიაწიგნიერერბის კურსს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. მარიკა სიხარულიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მუშაობს, რომელიც განათლების სამინისტროსთან არსებული სააგენტოა და მასწავლებელთა განათლებაზეა პასუხისმგებელი. მისი თქმით, მედიაწიგნიერების სტანდარტი შემუშავებულია და 2016 წლიდან სასწავლო კურიკულუმის ნაწილია.  მასწავლებს მედიაწიგნიერების კომპეტენციის დასაუფლებად ცენტრი არასავალდებულო ტრენინგებს სთავაზობს. სიხარულიძემ განაცხადა, რომ “ წელს სხვადასხვა პროფილის 1.000 მასწავლებელს სურს ტრენინგი ციფრული სამოქალაქო განათლების მოდულში ”. საერთო ჯამში, საქართევლოში 65 ათასი მასწავლებელია. ის აცხადებს, რომ ხელისუფლება უფრო მეტის გაკეთებასაც კი გეგმავს: “მედიაწიგნიერება მომავალ წელს ჩვენი აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, ეს საკმარისი არ არის ახლა. შესაძლოა, საკმარისი არ იყოს მომავალი სამი წლის მანძილზეც. თუმცა, მედიაწიგნიერების პროცესი იწყება.”

აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთი სახელმწიფო უწყება სწავლობს. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დეზინფორაციასთან გამკლავების შესახებ ანგარიში მოამზადა.  ის მთავრობას ურჩევს, რომ “განათლებამ უნდა უზრუნველყოს მედიაწიგნიერების სწავლება და არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები პროცესში.”

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაწეული  ძალისხმევა საკმარისი არ არის 

მამუკა ანდღულაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოდან”, აცხადებს, რომ “კარგი დასაწყისია, მაგრამ საკმარისი არ არის”. ამ სიტყვებით ის   ბევრი სხვის მოსაზრებასაც გამოხატავს. ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან რეაგირება “ძალიან მცირე და ძალიან დაგვიანებულია”. ეს შეხედულება დომინირებს. ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას იმედი აქვს, რომ დაპირებული გეგმა განხორციელდება, მათი მოტივაცია ის არის, რომ “საზოგადოებს სურს იყოს მეტად რეზისტენტული ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის მიმართ,” – როგორც სოფო გელავა აღნიშნავს, როდესაც მედია წიგნიერების აუცილებლობაზე საუბრობს.


გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის Mitteldeutscher Rundfunk (MDR) ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist