იდენტობა

მეუფე სპირიდინოს დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკაში ინცესტი დაკანონებულია

16 ივლისი, 2019

12 ივლისს Facebook-ში გავრცელდა ვიდეო, სადაც მეუფე სპირიდონ აბულაძე  ხიჭაურის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში ქვეყანაში არსებული საფრთხეების შესახებ ქადაგებს.   ქადაგაგების დროს სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ამერიკის ქვეყნებში ინცესტი დაკანონებულია.

სპირიდონ აბულაძე, მეუფე: “ამერიკის ქვეყნებში დაკანონებულია ეს უკუღმართობა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და შვილების აყვანა მათ მიერ და მერე ინცესტი ა.შ.”

მეუფე სპირიდონის განცხადება დეზინფრმაციაა, რადგან ყველაზე მკაცრად ინცესტი აშშ-ში ისჯება. ზოგიერთი შტატის კანონმდებლობა სასჯელის სახით თავისუფლების უვადო აღკვეთას, ხოლო  ინცესტის შედეგად გაჩენილ ბავშვზე მშობლის უფლების ჩამორთმევასაც კი ითვალისწინებს. აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების შეზღუდვა ნათესავების საკმაოდ ფართო წრეზე ვრცელდება.

აშშ ამ მხრივ, განსაკუთრებით მკაცრი მიდგომით გამოირჩევა.ზოგიერთი შტატის კანონმდებლობა სასჯელის სახით თავისუფლების უვადო აღკვეთას, ხოლო ინცესტის შედეგად გაჩენილ ბავშვზე მშობლის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. ინცესტური ურთიერთობის აკრძალვა ვრცელდება როგორც პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებსა და ბიოლოგიურ და-ძმაზე, ისე გვერდითი ხაზის (მაგ. ძმისწული, დისწული, ბიძაშვილები, ბიძაშვილის შვილები) და არასისხლისმიერ ნათესავებზე (მაგ. არაბიოლოგიური და-ძმა, მშვილებელი, ნაშვილები, გერი).

გარდა ამისა, აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების შეზღუდვა ნათესავების საკმაოდ ფართო წრეზე ვრცელდება,ზოგიერთ შტატში ახლო ნათესავებს შორის ქორწინების მსგავსი თანაცხოვრებაც თავისთავად დასჯადი საქციელია. შედეგად, გამარტივებულია ინცესტური ურთიერთობის მონაწილე პირთა პასუხისგებაში მიცემა. 

მითი დასავლურ ქვეყნებში ინცესტის დაკანონების შესახებ უკვე წლებია ვრცელდება და დასაველთში საქართველოს ინტეგრაციის შემთხვევაში იდენტობის დაკარგვის საფრთხეს უკავშირდება, რაც  სხვა საკითხებთან ერთად პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ იარაღს წარმოადგენს.

ქართულ მედია სივრცეში ინცესტთან დაკავშირებული დეზინფორმაცია უკვე წლებია ვრცელდება, რომლის მიზანიც მოსახლეობაში  ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა. კრემლისტურ ჯგუფებს ინცესტის გარშემო დეზინფორმაციის გავრცელებით სურთ ევროპული ღირებულებები დანაშაულს და გარყვნილებას დაუკავშირონ და საზოგადოებაში იდენტობის დაკარგვის საფრთხე შექმნან. როგორც ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაზე ჩანს, პირველად ეს მითი ქართულ დისკურსში გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შემოიტანა.

"


მოამზადა ზვიად მჟავანაძემ