“მევახშეთა ლიგა” ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატის სახელით გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

34
VIEWS

2020 წლის 20 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა მევახშეთა ლიგა გამოაქვეყნა პარტია “ლელოს” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ გეგელიას ფოტოსურათი და ციტატა, რომლის თანახმადაც, ის შემდეგ სიტყვებს ამბობს: “ქართველ ხალხს მოუწევს ერთსქესიანთა ქორწინებას შეეგუოს, ლელო იქნება სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი”. პოსტის გაზიარებას ახლავს გვერდი კომენტარი: “გეი მევახშეების ხმა პარლამენტში”. პოსტში არ არის დაკონკრეტებული როდის ან სად თქვა აღნიშნული სიტყვები პოლიტიკოსმა, მითითებული არაა არც ის, წარმოადგენს თუ არა პოსტი პოლიტიკურ სატირას.

serphgv “მევახშეთა ლიგა” ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატის სახელით გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს

“მევახშეთა ლიგის” მიერ გამოქვეყნებული ციტატა არაავთენტურია და იგი არ ეკუთვნის გრიგოლ გეგელიას. გვერდის მიერ ყალბი ციტატის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების ჰომოფობიური ნაწილზე ზემოქმედებას და პარტია “ლელოს” წევრის დისკრედიტაციას. რეალურად, გრიგოლ გეგელია ისევე, როგორც პარტია “ლელო” მხარს არ უჭერენ ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების ლეგალური საკანონდემბლო გარანტიის შექმნას. 

“მევახშეთა ლიგის” მიერ გრიგოლ გეგელიასთვის მიწერილი ციტატა ღია წყაროებით არ იძებნება. “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა გრიგოლ გეგელიასაც, რომელმაც დაადასტურა, რომ ციტატა მას არ ეკუთვნის და ჰომოსექსუალი წყვილების ქორწინებას არც პირადად ის და არც პარტია “ლელო” მხარს არ უჭერენ.

გრიგოლ გეგელიამ ლგბტ თემის და 17 მაისს პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია პირველად 2019 წელს დააფიქსირა, როცა იგი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. 17 მაისის შესახებ გასულ გადაცემა “რეაქციაში” გეგელიამ განაცხადა, რომ იგი არ ემხრობოდა პრაიდის ჩატარებას, რადგან იგი საზოგადოებაში მიუღებლობას და დაპირისპირებას იწვევს.

ლგბტ თემის უფლებებზე თავისი პოზიცია 2020 წლის 7 ივნისს დააფიქსირა პარტია “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. მან განაცხადა, რომ იგი არ ემხრობა ერთი სქესის წყვილებისათვის ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლების მინიჭებას, რადგან მისი აზრით, შვილები “დედამ და მამამ” უნდა გაზარდონ.

როგორ გავრცელდა გრიგოლ გეგელიას გაყალბებულ ციტატას? 

“მევახშეთა ლიგის” მიერ გამოქვეყნებულ პოსტს 21 ოქტომბრის მონაცემებით 24 გაზიარება აქვს. პოსტი გაზიარდა სამ საჯარო ჯგუფში “პროტესტი! Protest! Протест!”,  ,,სიმართლის გზა“, რუსთავი 21 ∆ RUSTAVI 21.

trh 4 “მევახშეთა ლიგა” ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატის სახელით გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს

უშუალოდ გვერდი “მევახშეთა ლიგა” 2020 წლის 29 სექტემბერს შეიქმნა და იგი ძირითადად პოლიტიკური შინაარსის, ანტი-ოპოზიციურ პოსტებს აქვეყნებს. გვერდი პარტია ლელოს დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგაა შექმნილი, რომელიც პოლიტიკამდე საბანკო სექტორში, კერძოდ კი TBC ბანკში საქმიანობდა. სახელწოდება მევახშეც, რომელიც ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენება, გვერდს ამ ნიშნით აქვს შერჩეული. პროფილად და ქავერად გვერს სწორედ მამუკა ხაზარაძის ფოტოები აქვს შერჩეული, წარწერით “ანდობს თუ არა საქართველი ხალხი სახელმწიფოს მართვას მევახშე ხაზარაძეს?”

qhjtph “მევახშეთა ლიგა” ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატის სახელით გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს

გვერდი ძირითადად აზიარებს Tvalsazrisi.ge-ზე გამოქვეყნებულ პოლიტიკური შინაარსის სტატიებს, რომელიც დეზინფორმაციული პლატფორმაა და ხშირად ეყრდნობა პროპაგანდისტულ რუსულ წყაროებს.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist