მიაკვლიეს თუ არა მეცნიერებმა სამოთხეს საქართველოში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

520
VIEWS

2019 წლის 23 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Mamuka Vardzukashvili-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვითაც მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სამოთხე საქართველოში მდებარეობდა, სამოთხის ბაღი კი თბილისის ტერიტორიაზე. ერთი წუთის ხანგრძლივობის ვიდეოში სამოთხის მდებარეობის შესახებ დევიდ როლი საუბრობს. 2021 წლის 12 აგვისტოს მონაცემებით, პოსტს 54 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

;
მტკიცება იმის შესახებ, რომ მეცნიერებმა საქართველოს ტერიტორიაზე სამოთხის არსებობის შესახებ ვარაუდი დაადასტურეს, ყალბია. რეალურად გავრცელებულ ვიდეოში მეცნიერი დევიდ როლი სამოთხის ბაღის მდებარეობის შესახებ საუბრისას არა თბილისს, არამედ ქალაქ თავრიზს ასახელებს. 

Mamuka Vardzukashvili-ს მიერ გავრცელებული ვიდეო რუსული ტელეკომპანია REN TV-ის დოკუმენტური ფილმების სერიის “კოსმოსური ისტორიის დღეები იგორ პროკოპენკოსთან ერთად” ერთ-ერთ ეპიზოდიდან ამოჭრილ ნაწყვეტს წარმოადგენს. ფილმის ამ ნაწილში ერთ-ერთი რესპოდენტი, დევიდ როლი ედემის ბაღის მდებარეობის შესახებ  საუბრობრობს და მაყურებელს საკუთარ თეორიას აცნობს, თავის ინტერვიუში ის სამოთხის ბაღის მდებარეობად  არა თბილისს, არამედ თავრიზს განიხილავს.

დევიდ როლი ინგლისელი მეცნიერი, ეგვიპტოლოგი და რამდენიმე წიგნისა და დოკუმენტური ფილმის სერიის ავტორია. თავის ერთ-ერთ წიგნში “ლეგენდა: ცივილიზაციის წარმოშობა”  როლმა განავითარა თეორია, რომლის მიხედვითაც სამოთხე ძველი ურარტუს ტერიტორიაზე, ხოლო კონკრეტულად ედემის ბაღი დღევანდელი თავრიზის მახლობლად სეჰენდის ვულკანის ჩრდილოეთით მდებარეობდა.

;
ფოტო: სამოთხისა და ედემის ბაღის მდებარეობა დევიდ როლის თეორიის მიხედვით

ედემის ბაღის მდებარეობის შესახებ დევიდ როლის თეორია ბიბლიურ აღწერას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ედემის ბაღს ოთხი მდინარე რწყავდა, დევიდ როლის ამბობს, რომ ყოფილი მესოპოტამიის ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე სწორედ ოთხი მდინარე ტიგროსი, ევფრატი, არაქსი და სეფიდრუდი მოედინება.

;
აღსანიშნავია, რომ ედემის ბაღის სავარაუდო მდებარეობის შესახებ შექმნილი თეორიების უმეტესობა სამოთხის მდებარეობად სწორედ შუამდინარეთის ტერიტორიას განიხილავს, ამ თეორიებისგან ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებულია მორმონთა რელიგიური საზოგადოების შეხედულება, რომლის მიხედვითაც, ედემის ბაღი მისურის შტატში მდებარეობდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist