“მის დეკოლტე 2018” დემნა გვასალიას მაისურს აყალბებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

80
VIEWS

2 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა “მის დეკოლტე 2018”  Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის, დემნა გვასალიას კოლექციიდან ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე წარმოდგენილი მოდელის მაისურზე დატანილია წარწერა “მიშა შეიწყალეთ”, თავად პოსტს თან ერთვის კომენტარი: “დემნა გვასალია  შემოდგომა_ზამთარი 2021 ” პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დენმნა გვასალიამ მიხეილ სააკაშვილისადმი მხარდაჭერა თავის ახალ კოლექციაში გამოხატა.
"
“მის დეკოლტე 2018-ის” მიერ გამოქვეყნებული ფოტო ფოტოშოპითაა დამუშავებული. სინამდვილეში, დემნა გვასალიას Vetements-ის ახალი კოლექციის ჩვენება  2019 წლის ივლისში გაიმართა და ორიგინალ ფოტოზე წარწერას “უფალო შეგვიწყალენ” ვხვდებით.

“უფალო შეგვიწყალენ”, „საქართველო“, „სოხუმი“ ,„ტანსაცმელი“, „თავისუფალი ზონა“, „WE DANCE TOGETHER, WE FIGHT TOGETHER“ ამ წარწერებით იყო გაფორმებული დემნა გვასალიას Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც  2019 წლის ივლისშიგაიმართა. კოლექცია  საქართველოს თემატიკით და იმ ძალადობით იყო შთაგონებული, რომელიც დემნა გვასალიამ და მისმა ოჯახმა 1992 წელს გადაიტანა. ამ ჩვენების საშუალებით ქართველი დიზაინერი შეეცადა, რომ  წარმოეჩინა არა მხოლოდ ისტორიულ დეტალები, არამედ  საქართველოში მიმდინარე თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური პროცესები.
"

წყაროს შესახებ

“მის დეკოლტე 2018” Pos TV-ის ჟურნალისტთან, ნინო ადამაშვილთან არის დაკავშირებული. ფეისბუკ გვერდი გასართობი გვერდის სახელით პოზიციონირებს, თუმცა სახალისო პოსტების გარდა პოლიტიკური შინაარსის მასალებსაც ავრცელებს და “ქართული ოცნების” ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ გვერდმა 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა პოსტი, რომელზედაც სარიტუალო მანქანა და  მიხეილ სააკაშვილის ფოტო იყო ასახული. პოსტის მონიშვნიდან რამდენიმე საათში მცდარი ინფორმაცია გვერდიდან წაიშალა.
"
უფრო ვრცლად ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასლა:
ტროლები სააკაშვილის წინააღმდეგ, ანუ როცა Tato=Александр Ульянов-ს, კატო= Светлана Артемчик-ს…


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist