მითები ლავრენტი ბერიას შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

new-piktochart_26164945_0
483
VIEWS

2017 წლის 27 ოქტომბერს ონლაინ გამოცემა tb24.ge-მ გამოაქვეყნა მასალა სათაურით “არ გაპატიებენ ლავრენტი, მოგკლავენ!”, სადაც საუბარია ლავრენტი ბერიას პიროვნებასა და საქმიანობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მასალაში არ არის მიჩქმალული ბერიას მონაწილეობა დიდ რეპრესიებსა და ჩრ. კავკასიის ხალხების გადასახლებაში, ავტორი  მას მაინც დადებით კონტექსტში წარმოაჩენს და მისი საქმიანობის გაიდეალებას ცდილობს. სტატია ერთი მხრივ, ბერიას მიერ გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს ეხება, თუმცა მეორე მხრივ, ავტორი იძულებით კოლექტივიზაციის საკითხებს არ ეხება. ამასთან, ავტორი, ბერიას სიკვდილის შესახებ შეთქმულების თეორიას ავითარებს და აღნიშნავს, რომ ბერიას მკვლელობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აშშ-ისა და ინგლისის სპეცოპერაცია იყო.

აღნიშნული მასალა მანიპულაციურია, რადგან ავტორი ბერიას საქმიანობას ცალმხრივად აღწერს და ისტორიული ფაქტებს მხოლოდ ნაწილობრივ წარმოაჩენს, რისი მიზანიც მკითხველში საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებაა.  ისტორიული ფაქტების გაყალბება ან მათი განზრახ მიჩქმალვა პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია.

რეალური ფაქტები

ბერიას ბრძანებით ქართველი ინტელექტუალები გაანადგურეს

1937 წლის მაისში კომუნისტური პარტიის X ყრილობაზე ლავრენტი ბერია სიტყვით გამოვიდა, თავის გამოსვლაში იგი ქართველ მწერლებსა და შემოქმედებით ჯგუფებს შეეხო.

ლავრენტი ბერია: „ქართველ მწერლებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის არიან ცალკეული პირები, რომლებმაც უნდა გადასინჯონ თავიანთი ურთიერთობა ქარველი ხალხის მტრებთან _ აღნიაშვილთან, ლომინაძესთან, ჯიქიასთან, ელიავასთან და სხვებთან. სერიოზულად დაფიქრდნენ და თავისთვის ყველა საჭირო დასკვნა გამოიტანონ, რადგან არავის მივცემთ ნებას, ითვალთმაქცოს, ქართველი ხალხი მოატყუოს და საბჭოთა მწერლის ან მხატვრის სახელწოდებას ამოფარებულმა, ხალხის მტრებთან ერთად შავი საქმე აკეთოს. მაგალითად, პაოლო იაშვილმა, რომელიც უკვე ასაკით ორმოცს გადაცილებულია, დროა, ჭკუა ისწავლოს. სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძისგან ჯიქიასკენ, ჯიქიასგან აღნიაშვილისკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებში. ზედმეტი არ იქნება, სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები……..ჩემ მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შემდგომი საქციელი, თუ რა სწრაფად გარდაიქმნებიანდა დაჰგმობენ თავიანთ წარსულ საქმეებს, განსაზღვრავს ჩვენი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათდამი“.

ამ განცხადებიდან მალევე ქართველი ხელოვანების „წმენდა“ დაიწყო. სხვადასხვა ბრალდებით (ჯაშუშობა, სამშობლოს ღალატი, ანტირევოლუციური საქმიანობა და სხვა) დააკავეს, აწამეს და დახვრიტეს: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, ნიკოლო მიწიშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვები.

"

ფოტო: შსს-ს არქივი

პაოლო იაშვილმა მოსალოდნელ დაჭერას და დახვრეტას დაასწრო და 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სასახლეში თავი მოიკლა. საბჭოთა მთავრობამ პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმეგ პროვოკაციად შეაფასა და მიიღო დადგენილება იაშვილის, როგორც „ხალხის მტრის“ სახელით, დაკრძალვის შესახებ.

"

ფოტოს წყარო: Damoukidebloba.com

ბერია მესხთა იძულებით დეპორტაციას ხელმძღვანელობდა

სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279-სს დადგენილებისა და იმავე წლის 20 სექტემბრის სსრკ შსს N00117 ბრძანების საფუძველზე 1944 წლის 15 ნოემბერს მესხეთის მოსახლე ათეულობით ათასი ადამიანი ყოველგვარი ახნსა-განმარტების გარეშე სატვირთო მატარებელში შეყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს. სწორედ ბერიას გადაწყვეტილებით შუა აზია გადასახლების ადგილად შეირჩა. 1944 წლის 15 ნოემბერს ბორჯომიდან საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომისარმა აქვსენტი რაფავამ ბერიას უპატაკა.

აქვსენტი რაფავა: “18:00 საათისათვის უკვე დატვირთული იყო 3 ეშელონი და 26 591 ადამიანი.“

ამ დღეს საერთო ჯამში სპეცგადასახლებულ იქნა 19 818 ოჯახი.

ბერია ჩრდილო კავაკასიელი ხალხების იძულებით გადასახლებას სათავეში ედგა

1944 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდი იძულებით გადასახლება კოდური სახელით „ჩეჩევიცა“ (ოსპი). ოპერაციაში NKVD, NKGB-სა, სამხედრო კონტრდაზვერვის დაახლოებით 19 000 ოპერატიული თანამშრომელი და 100 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. ოპერაცია ითვალისწინებდა ჩრდილო კავკასიელი ხალხების იძულებით დეპორტაციას. ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 500 000 ადამიანი გადაასახლეს ჩრდილო კავკასიიდან შუა აზიის ქვეყნებში.

1944 წლის 11 მარტს დილით ბერია ტელეგრამით ატყობინებდა სტალინს:

ბერია: „გადასახლება მიმდინარეობს ნორმალურად. განსაკუთრებით ყურადსაღებ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.“

ბერია კატინის ტრაგედიის ერთ-ერთი შემოქმედი იყო

1940 წელს ბერიამ შეადგინა დოკუმენტი, სახელწოდებით „ამხანაგ სტალინს“, რომელიც სტალინს დაკავებული პოლონელი ოფიცრების, ჯარისკაცების და სხვა პატიმრების დახოცვას სთავაზობდა.

ლავრენტი ბერია: “НКВД-ს ომის ტყვეების ბანაკებსა და უკრაინისა და ბელარუსის ციხეებში ამჟამად დიდი რაოდნობით ყოფილი პოლონელი სამხედროები, პოლონეთის პოლიციისსა და დაზვერვის ყოფილი მოხელეები, პოლონეთის ნაციონალისტური კონტრ-რევოლუციური პარტიის წევრები, გაშიფრული კონტრ-რევოლუციური უცხოური ორგანიზაციების წევრები და სხვები იმყოფებიან. ისინი ყველანი საბჭოთა ხელისუფლების მტრები და საბჭოთა სისტემის მიმართ ზიზღით აღვსილები არიან… სთავაზობს სსრკ-ს НКВД-ს.. განიხილოს საქმე განსაკუთრებული წესით, მათ მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომის – დახვრეტის გათვალისწინებით“

ეს დოკუმენტი ხელმოწერით დაამოწმეს სტალინმა, ვოროშილოვმა, მოლოტოვმა და პოლიტბიუროს სხვა წევრებმა. 1940 წლის აპრილ-მაისში წითელმა არმიამ 22000 პოლონელი სამხედრო და სამოქალაქო პირი სამხედრო ტყვეთა ბანაკებიდან გამოიყვანა და მასობრივად სამ ადგილას დახოცა, ყველაზე ცნობილი ამ ადგილთა შორის კატინია, სადაც ცხედრები დაწვეს და დამარხეს.

"

საბჭოთა ეკონომიკა

1921 წლიდან 1928 წლამდე საბჭოთა კავშირში „ნეპის“ (ახალი ეკონომიკური პოლიტიკა) პოლიტიკა მოქმედებდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ძალაუფლების გამტკიცების მიზნით დროებით  წინა პოლიტიკაზე – უკიდურესი ცენტალიზაციაზე და სოციალიზმის დოქტრინაზე –  ნაწილობრივ უარი თქვა. „ნეპის“ ფარგლებში მცირე სახით კერძო საკუთრება ნებადართული იყო.

1929 წლიდან ნაძალადევი კოლექტივიზაცია დაიწყო, რაც გულისხმობდა წვრილი გლეხური მეურნეობების მსხვილ კოლექტიურ მეურნეობებში „კოლხოზებში“ გაერთიანებას. კოლექტივიზაციის საფუძვლად ედო სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდიზაცია, რასაც შეძლებული გლეხების დიდი წინააღმდეგობა მოყვა.

ხელისფლებამ გლეხებს ადგილ-მამულები, დაქირავებული მუშები, სამუშაო მანქანები, პირუტყვი და ინვენტარი კოლმეურნეობის სასარგებლოდ  წაართვა. კოლექტივიზაციამ ხალხის პროტესტი გამოიწვია, ისინი წვავდნენ და ანადგურებდნენ კოლექტივში შესატან ქონებას, თავს ესხმოდნენ ხელმძღვანელ ორგანოებსა და მუშაკებს.

საბჭოთა ხელისუფლებამ სადამსჯელო ღონისძიებები მიიღო და ხალხის მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. 1932 წლის 7 აგვისტოს კანონით „სოციალისტური საკუთრების“ სრულიად უმნიშვნელო ხელყოფაც 10 წლამდე პატიმრობით ისჯებოდა, ხოლო საზოგადო საკუთრების მითვისება სასჯელის უმაღლეს ზომას – დახვრეტას ითვალისწინებდა.

სადამსჯელო ღონისძიებები ხალხისთვის განსაკუთრებით მძიმე 1935 წლიდან 1938 წლის ნოემბრამდე იყო.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist