მითები ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ყ66
676
VIEWS

დეზინფორმაციები, თითქოს საქართველოში ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა კოლოსალურად დიდი რაოდენობაა, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს, ქართულ დისკურსში ძირითადად ულტრანაციონალისტური და ღიად პრორუსული აქტორების მიერ ვრცელდება.  ამკვიდრებენ მოსაზრებას, თითქოს ადგილი აქვს ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელთა განუსაზღვრელი რაოდენობით მიღებას და ცდილობენ საერთაშორისო დაცვის მქონე პირები კრიმინალთან და ტერორიზმთან გააიგივონ.

ამ კონტექსტში გაჟღერებული ერთ-ერთი პირველი გზავნილი  2016 წელს „ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ეკუთვნოდა, რომელმაც ლტოლვილთა მიღების საკითხი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს დაუკავშირა და განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე სირიიდან ლტოლვილთა მიღების ვალდებულება აიღო.


დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში”
“შესაძლოა, სწორედ ამ ხელშეკრულებისა [ევროკავშირთან რეადმისიის] და ვალდებულებების საფუძველზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოს სირიელ ლტოლვილთა ნაკადის მიღება მოსთხოვოს”. „როდესაც შემოდის აი, მაგალითად, სირიიდან შემოდიან ხო ანუ, არაბული ქვეყნებიდან შემოდიან, როდესაც შემოდის რაღაც ლტოლვილთა ნაკადი, მინიმუმ ალბათ 15-20 % ეს არის ის ტერორისტული ორგანიზაციების, ისინი არიან იმ ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც სჭირდებათ რაღაც პერიოდი რომელიღაცა ქვეყანაში რომ ესე ვთქვათ, გამოიზამთრონ და როდესაც დავალებას მიიღებენ, ამოქმედდნენ და მოაწყონ ტერორისტული აქტები იმ ტერიტორიაზე”. “ეს მთავრობა იქცევა ბოკერია/კობახიძე/მდინარაძის გეგმით. ღებულობს ბევრ ლტოლვილებს და ანადგურებს საქართველოს, ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ არც ბოკერიას, არც კობახიძეს და არც ამ ხალხს არ ესმით რა არის ეროვნული ცნობიერება და საერთოდ რა არის ეროვნება.” „ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ ბანაკები უნდა აშენდეს სირიელი და ერაყელი ლტოლვილების მისაღებად.“
ასავალ-დასავალი
11-17 იანვარი, 2016
ობიექტივი, ღამის სტუდია
4 აპრილი, 2018
ობიექტივი, ღამის სტუდია
11 მაისი, 2018
ალია
16-22 აპრილი, 2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის მონაცემებით, საერთაშორისო დაცვით საქართველოში ამჟამად 1477 ადამიანი სარგებლობს. 2012-2017 წლებში თავშესაფარი ჯამურად 6 457-მა ადამიანმა მოითხოვა, რომელთაგან მხოლოდ 1505-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.  ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო. ლტოლვილთა სამართლებრივ დაცვას საქართველო ჟენევის 1951 წლის კონვენციის თანახმად აღებული ვალდებულებების შესაბამისად ახორციელებს.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ლტოლვილის სტატუსი 215, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი 1027 ადამიანს აქვს მინიჭებული.  დროებითი დაცვის ქვეშ იმყოფება 235 ადამიანი. ჯამში საერთაშორისო დაცვით საქართველოში ამჟამად სულ 1 477 ადამიანი სარგებლობს.

2012-2017 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღნიშნულ წლებში თავშესაფარი ჯამურად  6 457-მა პირმა მოითხოვა. როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2014 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა, რაც განპირობებული იყო, ერთის მხრივ, უკრაინაში დაწყებული ომით და რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციით, მეორეს მხრივ კი სირისა და ერაყში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტებით. 2014 წელს საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 419-მა მოქალაქემ მოითხოვა.

ცხრილი 1. თავშესაფრის მაძიებლები 2012-2017 წლებში


2012 2013 2014 2015 2016 2017
599 719 1792 1449 947 951

"

2012-2017 წლებში თავშესაფარი სულ 1505 -მა ადამიანმა მოიპოვა. აქედან 237-ს ლტოლვილის, ხოლო 1268-ს ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა.

"

რაც შეეხება თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმას, ამ მხრივ 2012-2017 წლებში ზრდის ტენდენცია შეინიშნება. სულ თავშესაფარზე უარი 1580 ადამიანს ეთქვა. 2845 შემთხვევაში კი სხვადასხვა მიზეზის გამო თავშესაფრის მინიჭების პროცესი შეწყდა.

ცხრილი 2. უარი თავშესაფარზე


2012 2013 2014 2015 2016 2017
48 254 228 315 332 403

"

ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირების შესახებ

საქართველოში ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება როგორც ჟენევის კონვენციით, ასევე საქართველოს კანონით  „საერთაშორისო დაცვის შესახებ“.

ჟენევის კონვენციის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც აქვს:

  • საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო;
  • იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით;
  • არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.“

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტსა და ბინადრობის მოწმობას 3 წლის ვადით გასცემს.  უნდა აღინიშნოს, რომ პირს შეიძლება უარი განეცხადოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე თუ კი არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად.

  • ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს, მაგრამ არსებობს რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მას ემუქრება სასიკვდილო განაჩენი, წამება, არადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის  გამო.

საქართველოს კანონი ჰუმანიტარულ სტატუსს ამა თუ იმ პირს 1 წლის ვადით ანიჭებს, თუმცა შესაძლებელია მისი გახანგრძლივება იმ შემთხვევაში, როდესაც კიდევ არსებობს ის პირობები, რის საფუძველზეც მას ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა.

  • დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი ენიჭება მასობრივად შემოსულ პირებს, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

დღესდღეობით, დროებითი დაცვის ქვეშ იმყოფება რუსეთის ფედერაციის 235 მოქალაქე. 1999 წელს, რუსეთის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში წარმოებული საომარი მოქმედებების გამო, რუსეთის მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნამ მასობრივი ხასიათი მიიღო. შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ ჯგუფური მიდგომით სტატუსის მინიჭების პრინციპს („Prima Facie“) მიმართა.

ლტოლვილთა სამართლებრივი დაცვა

ლტოლვილთა სამართლებრივი დაცვის საფუძველს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენცია და მისი  1967 წლის ოქმი წარმოადგენს. კონვენციის პრეამბულაში ხაზგასმითაა აღნიშნული რომ მისი მთავარი მიზანი ლტოლვილთა მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით მაქსიმალურად სარგებლობის უზრუნველყოფაა. კონვენციის ძირითადი პრინციპები ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა:

  • დისკრიმინაციის დაუშვებლობა
  • ლტოლვილთა იძულებით დაბრუნების დაუშვებლობა
  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დაუშვებლობა სახელმწიფოში არალეგალურად შესვლის ან დარჩენის გამო
  • დროთა განმავლობაში უფლებების მიღება და სარგებლობა.

საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვის ვალდებულება 1999 წელს აიღო, როდესაც „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციას მიუერთდა. აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს ლტოლვილთა უფლებების და თავისუფლებების დაცვას. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას არგაძევების  (ე.წ. non-refoulement) პრინციპი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც

„თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება.“

გარდა ამისა, კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან დაიცვან ლტოლვილთა სოციალური უფლებები და შექმნან  ისეთივე გარემო მათთვის, როგორითაც ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური დახმარებით (თვეში 45 ლარის ოდენობით). მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით. თავშესაფრის მაძიებლები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები ზოგადი განათლების სფეროში სარგებლობენ ისეთივე უფლებით, როგორც საქართველოს მოქალაქეები .


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

დე
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

წყარო

ქარტტ
ქართული მარში

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist