მითი ახალშობილებში ჩიპების ჩაყენების შესახებ მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

4444444444
436
VIEWS

ევროკავშირის ქვეყნებში, ისევე როგორც მსოფლიოს არცერთ სხვა სახელმწიფოში, ახალშობილთათვის კანქვეშ ე.წ. ჩიპების ჩადგმა არ იგეგმება. ევროკავშირის რეგულაციები და დირექტივები ან მისი რომელიმე წევრი ქვეყნის კანონმდებლობა და სახელმწიფო პროგრამები არ შეიცავს რაიმე მითითებას ამ საკითხზე. უფრო მეტიც, არც ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში და არც ევროპული ქვეყნების შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მიკროჩიპების ახალშობილებში ან ზრდასრულ ადამიანებში გამოყენების საკითხი არ წამოჭრილა.

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიკროჩიპების ჩადგმა ნამდვილად სავალდებულოა ოღონდ არა ადამიანებში, არამედ შინაური ცხოველების გარკვეულ სახეობებში. ამგვარი მიკროჩიპი მრავალნიშნა კოდს შეიცავს, რომლის წაკითხვა სპეციალური სკანერით შეიძლება. მიკროჩიპები ნემსის საშუალებით თავსდება ცხოველის სხეულში, ხოლო კოდის მეშვეობით ხდება დაკარგული ცხოველის პატრონის იდენტიფიცირება და საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.

ევროკავშირის წესებით, ე.წ. „დაჩიპვა” სავალდებულოა არაწევრი ქვეყნებიდან შინაური ცხოველების ევროკავშირის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის. მიკროჩიპზე დატანილი კოდით ხორციელდება კონკრეტული ცხოველის დაკავშირება მის ვეტერინარულ პასპორტთან და ვაქცინაციის შესაბამისობის დადგენა. მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მიკროჩიპები GPS ტექნოლოგიას შეიცავს და მათი მატარებლის ადგილსამყოფელის დადგენის საშუალებას იძლევა.
ამდენად, ცნობა ახალშობილებში მიკროჩიპების ჩადგმის შესახებ, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანის გადაადგილების გაკონტროლების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, მთლიანად შეთხზულია. არცერთი სანდო საინფორმაციო საშულებით მსგავსი ცნობის გავრცელება არ მომხდარა, ხოლო არცერთ სერიოზულ კვლევას ასეთი ტექნოლოგიის არსებობა არ დაუადასტურებია.

მცდარი ინფორმაციის ძირითადი წყარო სხვადასხვა ვებ-პორტალებია. მათი ნაწილი სატირული ჟანრის სტატიებს აქვეყნებს და ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული უსაფუძლო ეჭვების გაშარჟებას ისახავს მიზნად. მაგალითად, ამერიკული Nationalreport.net პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას უაიომინგის შტატის პატარა ქალაქ ჰანაში სავალდებულო „დაჩიპვის” პილოტური პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. მიუხედევად იმისა, რომ ელექტრონული გამოცემა პირდაპირ ურჩევს მკითხველს, სერიოზულად არ აღიქვან მისი სტატიები, ჰანას ხელმძღვანელობას პერიოდულად უწევს აღშფოთებული მოქალაქეების ზარებთან გამკლავება.
ამავდროულად, ინტერნეტში მოქმედებს საკმაოდ დიდი სადეზინფორმაციო ქსელი, რომელიც შეთქმულების თეორიების მოყვარულ მკითხველზე მუშაობს და მცდარ ინფორმაციას შეგნებულად ასაღებს რეალობად. ამ ქსელის მეშვეობით ადამიანებში ჩიპების ჩადგმაზე გავრცელებული ცნობები, ჩვეულებრივ, ერთმანეთის მსგავსია. მეტი დამაჯერებლობისთვის მათ სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევის, მაგალითად, ორგანიზმში გლუკოზის დონის დამდგენი კანქვეშა მოწყობილობის, ამსახველი ფოტოები ახლავს თან. ინფორმაცია 2014 წლის მაისიდან ევროკავშირში ახალშობილთა სავალდებულო „დაჩიპვის” პროგრამის დაწყების თაობაზე სწორედ ამ გზით გავრცელდა.

მითის წყარო:

ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 მარტი

ნინო რატიშვილი, წამყვანი: „თუ არ ვცდები, 2014-15 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის აუცილებელი იქნება და არა დავუშვათ ვიღაცის სურვილზე, ჩიპების ჩადგმა ადამიანებში, დაწყებული ჩვილი ბავშვებიდან დამთავრებული ნებისმიერი მოქალაქით… არიან ადამიანები, რომლებიც ამას ჯერ ნებაყოფლობით აკეთებენ დასავლეთში…”
http://www.myvideo.ge/?video_id=2288171

პირველი, 26 თებერვალი და geworld.ge, 28 თებერვალი

იტალიური გამოცემა ,,Corrire di Roma’’ -ზე დაყრდნობით, სააგენტო პირველი და ინტერნეტ-პორტალი geworld.ge ავრცელებენ ინფრომაციას, თითქოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყველა ახალშობილისთვის კანქვეშ მიკრო-ჩიპის ჩაყენება სავალდებულო ხდება. აღნიშნული ინფორმაცია არ არის გამყარებლი ევროკავშირის მიერ გამოცემული შესაბამისი რეგულაციით, რომელიც დამაჯერებლობას მისცემდა გავრცელებულ ცნობებს.

http://pia.ge/show_news.php?id=5598&lang=geo
http://geworld.net/ViewGE.php?G=7988&lang=ge

თემატიკა: იდენტობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist